Connect with us

სხვა

სახამებელი აბაზანის და უნიტაზის ბზინვარებამდე გაწმენდაში მეხმარება

სააბაზანო ოთახის და უნიტაზის დალაგებას სასიამოვნოს ვერ ვუწოდებთ. როგორც წესი, ერთ–ერთი ყველაზე პრობლემური ადგილია სახლში, რომელსაც ყოველთვის ცოტა მოწესრიგება სჭირდება. აგრესიული და მძაფრი სუნის მქონე საწმენდი საშუალებები, რომელთა გამოყენებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩენოთ, ცალკე პრობლემაა. ასეთ მომენტებში გირჩევთ გაიხსენოთ, რატომ არის საჭირო სახამებელი ყოფაცხოვრებაში.

სახლის დალაგება უფრო სასიამოვნო გახდება, თუ ხრიკების კოლექციას რამდენიმე ხრიკს შემატებთ. ჩვენი ბებიები ქიმიას ნაკლებად იყენებდნენ, მაგრამ აბაზანასა და უნიტაზში ძველ ლაქებს მაინც უმკლავდებოდნენ. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ დაალაგოთ სააბაზანო ოთახი სწრაფად და ახლობლებს, შინაურ ცხოველებსა და გარემოს ზიანი არ მიაყენოთ.

სახამებლის სარგებელი ყოფაცხოვრებაში

უბრალო სახამებელი დაგეხმარებათ. უმეტესობა ჩვენგანმა მის შესახებ ბევრი არაფერი იცის, მხოლოდ ის, რომ ჩვენი ბებიები სახამებლით საყელოებს, თეთრეულებს რეცხავდნენ, ნაჭრის სალფეთქებს და ფარდას ახამებდნენ. სახამებელი ნივთებს აახლებს და მსუბუქ მათეთრებელ თვისებას ფლობს.

სახამებელი რეცხვისა და კულინარიის გარდა შეგიძლიათ კაფელისა და კერამიკის გასაწმენდად გამოიყენოთ. სახამებლის გამოყენებით რამდენიმე რჩევას გიზიარებთ. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ სახამებელს გამოიყენებთ: სიმინდის, ბრიჯის თუ კარტოფილის.

  1. სახამებელი სააბაზანო ოთახში იატაკზე მიმოყარეთ (კუთხეები არ დაგავიწყდეთ). 5 წუთის შემდეგ ღრუბლით გახეხეთ. ცოცხით ან მტვერსასრუტით ნარჩენები მოაშორეთ. სახამებელი მთავარ ჭუჭყს მოაშორებს.
  2. თუ უნიტაზში ყვითელი ლაქებია, ჯერ ლიმონმჟავით გახეხეთ. შემდეგ გარეცხეთ და სახამებლით გააპრიალეთ.
  3. ნებისმიერ კაფელს ან სარკიან ზედაპირს სახამებლის ხსნარით მარტივად გაწმენდთ. 500 მლ წყალი და 1 ს/კ სახამებელი აურიეთ. უნივერსალური საშუალება მზადაა.

ერთ–ერთი სასიამოვნო ბონუსი სახამებელის დაბალი ღირებულებაა. მას ნებისმიერ მაღაზიაში და თითქმის ყველა სამზარეულოში იპოვით. მისი გამოყენება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. იცოდით, როგორ გამოიყენოთ სახამებელი სახლის დასალაგებლად? თუ კიდევ რამდენიმე იდეა გაქვთ, გაგვიზიარეთ!

Advertisement