ტესტები
სახალისო ტესტი. ადამიანების უმეტესობა ვერ ხედავს, რა იმალება კენკრას შორის
როგორ სამყაროს ხედავს დაკვირვებული ადამიანი? ნათელი, ღრმა, მრავალმხრივი. დაკვირვებულობა შესანიშნავი თვისებაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეამჩნიოთ მნიშვნელოვანი დეტალები, რომელთაც სხვა ვერ ხედავს. ჩვეულებრივ, მთელი არსი დეტალებში იმალება.
Аlltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ დაკვირვების უნარზე ცოტა იმუშაოთ. სცადეთ რამდენიმე ამოცანის ამოხსნა, სადაც დაკვირვებულობა სრულად უნდა ჩართოთ. შეძლებთ ამოხსნათ სწრაფად?
სამყარო დაკვირვებული ადამიანის თვალით
1. პირველი შესამოწმებელი ამოცანაა. თუ ვერ გაუმკლავდით, დანარჩენის ამოხსნა გაგიჭირდებათ. თავიდანვე დაკვირვების საუკეთესო ნიშნები გამოავლინეთ. ხედავთ რაიმე უცნაურს კენკრას შორის?
2. მეორე ამოცანის ამოსახსნელად სალათში კეისარი უნდა მოძებნოთ. ფერთა სიმრავლეს დააკვირდით. ალბათ, მხოლოდ მახვილი თვალი შეძლებს სწრაფად პოვნას. მიგანიშნებთ, რომ კეისარი პროფილშია გამოსახული.
3. მესამე ამოცანა განსხვავებების კლასიკურ პოვნას გულისხმობს. ავტორის თქმით, აქ მთელი 8 განსხვავებაა. იპოვეთ ყველა. სტატიის ბოლოს ყველა განსხვავებას აღვნიშნავთ. პასუხების შედარება არ დაგავიწყდეთ.
მინიშნებები და პასუხები
1. სურათის ცენტრს შეხედეთ. იქ კმაყოფილი ძაღლის სახეს იპოვით. ალბათ, კენკრას შორის მის დანახვას არ ელოდით, მაგრამ ამაზე იყო გათვლა. საინტერესოა, რამდენად სწრაფად იპოვეთ ძაღლი ან საერთოდ თუ იპოვეთ.
2. პომიდორს, ზეთისხილს და კიტრს შორის კეისრის პროფილი შეგიძლიათ ნახოთ. იმპერატორი დაფნის გვირგვინით, ტრიუმფის სიმბოლოთი გამოსახულია. კეისარს ნამდვილად ბევრი წარმატება ჰქონდა.
3. უცნაურია, მაგრამ არა 8, არამედ მთელი 9 განსხვავება ვიპოვეთ. ციფრებით აღვნიშნეთ და თავად განსაჯეთ, რამდენად სწორია.
გირჩევთ, ხშირად ამოხსნათ თავსატეხები, რომელთაც ჭკვიანი ადამიანის ჩიხში მოქცევაც შეუძლია.