Connect with us

საკითხავი

საშუალება, რომელიც ჩაიდანში ნადებს 1 წუთში შლის

ელექტროტექნიკა ჩვენს ყოველდღიურობაში დაბეჯითებით შემოიჭრა. ძნელი წარმოსადგენია, როგორ ვცხოვრობდით მის გარეშე. მაგალითად, ელექტროჩაიდნით ჩაისთვის წყლის გაცხელება უფრო ადვილია. იმის მიუხედავად, რომ დენი გაზზე უფრო ძვირია, ჩვეულებრივი ჩაიდნის ნაცვლად ელექტროტექნიკის გამოყენებას ვაგრძელებთ. რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ ჩაიდანს თავისი უპირატესობა აქვს და კამათი რთულია. დენის გათიშვისას ჩაის დალევის ან წყლის გაცხელების შესაძლებლობა ყოველთვის არის.

ელექტროჩაიდანი წყალს უფრო სწრაფად აცხელებს. კომპაქტური და გამოსაყენებლად მოსახერხებელია. მართალია, ელექტროჩაიდანში ნადები და ნაქაფი ხშირად ჩნდება. ეს პრობლემა არაა, თუ რამდენიმე ხრიკი იცით. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გაწმინდოთ ჩაიდანი ნაქაფისგან სწრაფად და მარტივად.

როგორ გავწმინდოთ ჩაიდანი ნაქაფისგან

ელექტროჩაიდნის გაწმენდა გაცილებით რთულია, ვიდრე ჩვეულებრივის. ფრთხილად უნდა იყოთ, რომ სითხე ელექტრონაწილებს არ მოხვდეს. ჩაიდანში ნაქაფის წარმოქმნას ხელს უწყობს ხისტი წყალი, რომელიც მძიმე მეტალებით და ყველა სახის მინერალით გაჯერებულია.

ხშირად წყალს ადუღებამდე ქილაში აჩერებენ ან სპეციალურ ფილტრებში ატარებენ. ასე წყალი უფრო რბილდება და სასიამოვნო გემოს იძენს.

უმეტესად ჩაიდანში პირდაპირ ონკანის წყალს ვაგროვებთ. რეკომენდებულია, რომ თვეში ერთხელ მაინც ელექტროჩაიდანი ნაქაფის პრევენციისთვის გაწმინდოთ. ამისთვის მაღაზიაში ნაქაფის საწინააღმდეგო საშუალება შეგიძლიათ შეიძინოთ.

ჩაიდნის ნაქაფისგან გასაწმენდად ერთ–ერთი ბიუჯეტური და არანაკლებ ეფექტური მეთოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ. მით უფრო, რომ ასეთი რეცეპტები ჩვენი ჯანმრთელობისა და გარემოსთვის უფრო უსაფრთხოა, რადგან მავნე ქიმიურ ნაერთებს არ შეიცავს.

გამოცდილი ხრიკები

პირველი საშუალება ყველაზე მეტად ეკონომიურია. აუცილებელ ინგრედიენტებს სამზარეულოში ყოველთვის იპოვით. ყველაფერი, რაც გჭირდებათ, წყალი და ძმარია. ჩაიდანში წყალი ჩაასხით ისე, რომ ნაქაფი მთლიანად დაფაროს. საკმარისი რაოდენობის ძმარი დაუმატეთ.

ჩაიდანი ამ ნარევით აადუღეთ და კარგად გარეცხეთ. ესეც ასე, ჩაიდანი სუფთაა და გამოსაყენებლად მზადაა. სასურველია, გაწმენდის შემდეგ პირველი ანადუღარი წყალი უბრალოდ გადაასხათ. უკვე მეორე ანადუღარი წყალი შეგიძლიათ გამოიყენოთ.

მეორე მეთოდი ცოტა ძალისხმევას მოითხოვს, რადგან სახლში მთავარი ინგრედიენტი შეიძლება ვერ იპოვოთ. უახლოეს სასურსათო მაღაზიაში 1 პაკეტი ლიმონმჟავა შეიძინეთ. ჩაის კოვზი ლიმონმჟავა და წყალი ჩაიდანში ჩაასხით და ადუღეთ. შემდეგ კარგად გარეცხეთ და მისი გამოყენება გააგრძელეთ.

მეთოდი უფრო ეფექტურია, ვიდრე ძმრით, რადგან ლიმონმჟავა ნადებს და ნაქაფს უკეთ აშორებს.

ნებისმიერი ტექნიკა არა მხოლოდ საყოფაცხოვრებო საკითხების შემსუბუქებაში და სწრაფად შესრულებაში გვეხმარება. ტექნიკამ დიდხანს რომ გემსახუროთ, სათანადოდ უნდა მოუაროთ. ძალიან კარგია, რომ ასეთი პროფილაქტიკა ბიუჯეტური და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო შეიძლება იყოს.

Advertisement