Connect with us

ჯანმრთელობა

საშვილოსნო ამოვკვეთოთ თუ არა? 3 რჩევა მათთვის, ვინც „საშინელი დიაგნოზი“ მოისმინა

50 წლის შემდეგ ქალებში ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული გინეკოლოგიური ოპერაცია საშვილოსნოს ამოკვეთაა. გთავაზობთ ამონარიდებს ექიმების ინტერვიუებიდან. აი, რა არის მთავარი.

ენდომეტრიოზი – საშვილოსნოს მოშორების მიზეზი არაა

ექიმებმა იციან, რომ ადენომიოზი (ანუ საშვილოსნოს ენდომეტრიოზი) სიმსივნეში არ გადადის. საშვილოსნოს ამოკვეთა მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როცა მკურნალობის სხვა მეთოდები ეფექტური არაა: ჰორმონალური მკურნალობა ეფექტური არაა, ხოლო ქალს სიმპტომები აქვს. სიმპტომებია სისხლდენა ან ტკივილი, რომელიც არ ქრება და ცხოვრებას ხელს უშლის. სისხლდენა სისხლის დაკარგვის გამო სახიფათოა. ენდომეტრიოზის დროს, როცა სისხლდენა არ ჩერდება, მისი შეჩერება ისწავლეს ჰორმონალური საშვილოსნოსშიდა სისტემის ჩასმით, რომელიც სპირალს ჰგავს. საშვილოსნოს ამოკვეთა ენდომეტრიოზის დროს უკიდურესი მდგომარეობაა.

მიომა – საშვილოსნოს ამოკვეთის მიზეზი არაა

მაშინაც კი, თუ მრავლობითი მიომა გაქვთ, მაშინაც კი, თუ მიომა დიდია – საშვილოსნოს შენარჩუნების შანსი არსებობს. უბრალოდ ზოგიერთ ქირურგს ურჩევნია ორგანო ამოკვეთოს, ზოგიერთი კი უფრო დახვეწილად მოქმედებს. არჩევანი თქვენზეა. თუ მორალურად მზად არ ხართ ამ ორგანოს გარეშე იცხოვროთ, მე–2 ტიპის ექიმი იპოვეთ. თუ თვლით, რომ ამოკვეთას ემოციურად ადვილად გადაიტანთ, ამასთან უკვე პრემენოპაუზა გაქვთ, შვილები გყავთ, ხოლო მიომას გამო საშვილოსნო ძალიან დიდ ზომამდე გაიზარდა – ეს გონივრული მიზეზია, რომ საშვილოსნოს ამოკვეთაზე დაფიქრდეთ. უნდა გახსოვდეთ: საშვილოსნოს ამოკვეთა საშვილოსნოს ყელთან ერთად მენოპაუზის ტოლი არაა. თუ ექიმი საკვერცხეებს შეგინარჩუნებთ, ჰორმონალური ფონი სტაბილური დარჩება.

საშვილოსნოს სიმსივნე ან ენდომეტრიუმის წინასიმსივნური მდგომარეობა – მიზეზი საშვილოსნოს ამოკვეთაზე დაფიქრდეთ

სიმსივნე და წინასიმსივნური მდგომარეობა საშვილოსნოს ამოკვეთის საფუძველია. ყოველთვის მნიშვნელოვანია დიაგნოზი გადაამოწმოთ. ქირურგის არჩევისას ექიმს მაქსიმუმი კითხვები დაუსვით. პირველ რიგში, ოპერაციის დროს და შემდეგ შესაძლო გართულებებზე ჰკითხეთ. თუ ექიმი ყველაფერს დეტალურად გიყვებათ – დიდი ალბათობით, დიდი გამოცდილება და ცოდნა აქვს. თუ „ციურივით“ იქცევა, მწირ ინფორმაციას იძლევა – სხვა სპეციალისტი მოძებნეთ. მთავარია, გახსოვდეთ: ყველაფერი კარგად იქნება! სხვა ქალების ისტორიები წაიკითხეთ, ვინც მსგავსი პროცედურა უკვე გაიარა. მათი გამოცდილება განუგეშებთ და მიგანიშნებთ, თუ როგორ იმოქმედოთ.