Connect with us

ჯანმრთელობა

საფრთხის შემცველი პროდუქტები თქვენს სახლში

დღეს მოგითხრობთ რამდენიმე საფრთხის შემცველი პროდუქტის შესახებ, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაშ ვიყენებთ.

სამწუხაროდ, ბევრი ნივთი რომლებიც მაღაზიის თაროებზე გხვდებათ, ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმაოდგენს. ბევრი ნივთი, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ – ხშირად კანცეროგენებს და ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავენ.

1. ჰაერის გამწმენდი აეროზოლები

ყველას უნდა სახლში სასიამოვნუ სუნი ჰქონდეს და თითქმის ყოველდღე იყნებს აეროზოლს, თუნდაც ტუალეტში. თუმცა თითქმის ნებისმიერი ასეთი სპრეი ფტალატებს შეიცავს – კანცეროგენებს, რომლებიც სერიოზულ ნეგატიურ გავლენას ახდენენ თქვენს რეპროდუქტიულ ჯანმრთელობაზე. გარდა ამისა ისინი ასთმის პროვოცირებასაც იწვევნ. აჯობებს მათ ნაცვლად დისტილირებული (დისტილირებული ანუ მინარევებისაგან გასუფთავებული) ძმარი გამოიყენოთ, დაუმატოთ მას რამენიმე წვეთი ეთერზეთი (მაგალითად პიტნის), ჩაასხათ ის სპრეის ბოთლში, შეანჯღრიოთ და გააშხაპუნეთ ჰაერში.

2. სანთლები

არომატული სანთლებიც ტოქსინებსა და კანცეროგენებს შეიცავენ. პრობლემა ფითილში იმალება.

იმ სანთლების შესამოწმებლად რომლებსაც თქვენ იყენებთ: აიღეთ ქაღალდი და მასზე სანთლის ფითილით სწორი ხაზის დახაზვა სცადეთ. თუ ზოლი გაჩნდება – სავარაუდოდ თქვენი სანთლის ფითილი – ტყვიისგან გახლავთ დამზადებული.

ასეთი სანთლის დანთებით, თქვენ სერიოზულად ვნებთ თქვენს ჯანმრთელობას. მისი სუნის შესუნთქვა- იგივე ეფექტს იძლევა რასაც დიდი ქალაქის გზაჯვარედინზე დგომა და გამონაბოლქვს შესუნთქვა.

3. პლასტმასისგან დამზადებული საშხაპე ფარდები

ეს უკანასკნელი შეიძლება პოლივინიქლორიდს (PVC) შეიცავდეს. ეს ყველაზე იაფფასიანი თერმოპლასტის სახეობაა, რომელიც რეგულარულად გამოყოფს შხამიან, კანცეროგენულ შენაერთებს.

მართალია PVC-ს საკანალიზაციო მილებში გამოყენება სახიფათო არ არის, მაგრამ თუ მას შხაპის ფარდებში იყენებენ, ეს ნიშნავს, რომ მის მიერ გამოყოფილ ტოქსინებს შემდეგ კანზე ისვამთ. ამ ყველაფრისგან პირველ რიგში სასუნთქი გზები ზარალდებიან. აჯობებს ნატურალური მასალით დამზადებული ფარდები გამოიყენოთ, ეს გაცილებით უსაფრთხოა თქვენი ჯანმრთელობისთვის.

4. ხალიჩის საწმენდი საშუალებები

იმ ქიმიკატებმა, რომლებიც ხალიჩიდან ლაქების ამოსაყვანად არის განკუთვნილი, შეიძლება ფილტვების კიბო გამოიწვიონ. მათ უმეტესობაში – პერქლორეთილენის ან ტეტრაქლორეთილენის შემცველობაა. ის სიმსივნის რამდნიმე სახეობის პროვოცირებას იწვევს. მეორე სახიფათო ელემენტია – ნაფტალინი. ის ზრდის ყელისა და ფილტვის სიმსივნის განვითარების ალბათობას.

ასე, რომ სცადეთ ნოხების საკვები სოდითა და ძმრით წმენდა და თავი მოარიდეთ ძვირადღირებულ, ქიმიური შემცველობის მქონე სარეცხ საშუალებებს. დააყარეთ ლაქას სოდა, შემდეგ კი ძმარში შერეული სუფთა წყლით ამორეცხეთ. კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ალტერნატივაა – ორთქლით წმენდა, მართალია ეს დანადგარი არც ისე იაფია, მაგრამ, აბსოლუტურად ეფექტური და უსაფრთხოა თქვენი ჯანმრთელობისთვის.

5. მშრალი სარეცხი საშუალებები

ისინი ხშირად შიცვაენ ტეტრაქლორეთილენს ან პერქლორეთილენს. ორივე კანცეროგენია. ამიტომ დარწმუნდით, რომ ის სარეცხი საშუალებები რომლებსაც თქვენს ჭურჭლის სარეცხად ან სამზარეულოს დასალაგებლად იყენებთ – მათ არ შეიცავენ.

6. საშუალებები შინაური ცხოველებისთვის

ალათ უკვე იცით, მაგრამ, მაინც შეგახსენებთ: ყველა საშუალება რომლებიც ძაღლისა და კატისგან რწყილების მოსაცილებლად გამოიყენება – სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ისინი შეიცავენ ფოსფორორგანულ ინსექტიციდებს, პერპეტრინს და კარბამატს, რომლებიც სრულიად სახიფათოა ადამიანებისთვის.

7. ანტიბაქტერიული პროდუქტები

ნუ გამოიყენებთ იმ საპონსა და კოსმეტიკას, რომლებსაც ანტიბაქტერიული ეფექტი აქვთ. ისინი ბევრ კანცეროგენულ ინგრედიენტებს შეიცავენ. მაგალითად ტრიკოლსანს, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში აკრძალულია!

თუ მიკრობების ძალიან გეშინიათ, დასაბანად ის საშუალებები გამოიყენეთ რომლებიც ნატურალური პროდუქტისგან შედგებიან.

ყოველ ჯერზე, როდესაც ჰიგიენურ საშუალებებს ყიდულობთ, ყურადღება მიაქციეთ მის შემცველობას. ეს გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე გგონიათ!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.