კულინარია
საუკეთესო საუზმე მათთვის, ვისაც მუცელი გამობერილი აქვს. მეუღლე მხოლოდ ასე საუზმობს
ჭარბი წონის პრობლემები არასწორი კვების შედეგია. სხეულის ფორმაში ბევრი რამის შეცვლას შეძლებთ, თუ თუნდაც საკვების ერთი მიღება სწორი იქნება.
საუზმის მიღებით ნაწლავების მუშაობას მთელი დღით ვააქტიურებთ, ამიტომ დილით მიღებული საკვები ძალიან მნიშვნელოვანია.
გთავაზობთ დაბალანსებულ და მკვებავ საუზმეს, რომლის რეგულარული მიღება ნივთიერებათა ცვლას გააუმჯობესებს, იმუნურ სისტემას გააძლიერებს და კუჭ-ნაწლავის ტრაქტს წიდებისგან გაწმენდს.
კერძი ვიტამინებით და მინერალებით მდიდარია. 1 თვის განმავლობაში მისი რეგულარული მიღების შემდეგ კანის მდგომარეობა, სახის ფერი, თმისა და ფრჩხილების ხარისხი გაუმჯობესდება. თქვენ 2,5 კგ-ის დაკლებას შეძლებთ, თუ, რა თქმა უნდა, კალორიების რაოდენობას არ გაზრდით.
იდეალური საუზმე
ინგრედიენტები:
- 4 ს/კ შვრიის ფანტელები
- 1 ჭიქა კეფირი ან უცხიმო იოგურტი
- 7 ცალი შავქლიავის ჩირი
- 1 ს/კ სელის ზეთი (ან დაუქუცმაცებული სელის თესლი)
- 1 ჩ/კ კაკაო
მომზადება:
1. საუზმის მომზადება საღამოს დაიწყეთ. შავქლიავის ჩირს 100 მლ მდუღარე წყალი დაასხით.
2. კაკაო, სელის ზეთი და მშრალი შვრია აურიეთ. ნარევს 1 ჭიქა კეფირი დაასხით.
3. შავქლიავი დაჭერით და დანარჩენ ინგრედიენტებს დაუმატეთ. შემდეგ საუზმის თეფში მაცივარში შედგით. დილამდე ყველაფერი გაიჟღინთება.
იდეალური გასახდომი საუზმე, შვრიის და ჩირის კომბინაცია რძის მჟავა ბაქტერიებთან, დღის პირველ ნახევარში ენერგიით აგავსებთ და საჭმლის მომნელებელ პროცესს დაარეგულირებს.
საუზმე ისედაც ტკბილი გამოვა, მაგრამ თუ ტკბილეულის მოყვარული ხართ, შეგიძლიათ დარიჩინი დაუმატოთ. გემო კიდევ უფრო ტკბილი და გაჯერებული გამოვა. დარიჩინი ნივთიერებათა ცვლის პროცესს ააქტიურებს, ამასთან სანელებელი დაბალკალორიულია.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.