Connect with us

ჯანმრთელობა

საუკეთესო სანელებელი სიმსუქნესთან, ანემიასა და პარაზიტებთან ბრძოლისთვის

ბეგქონდარა სანელებლის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ინდურ სამზარეულოში. ამ სანელებლის სასარგებლო თვისებები განუსაზღვრელია. გაგაცნობთ მის რამდენიმე, ყველაზე მთავარ თვისებას.

1. იგი ამსუბუქებს კუჭის დაავადებების სიმპტომებს

თუ კუჭის დაავადება გაქვთ, თანაბარი რაოდენობებით შეურიეთ მშრალი ჯანჯაფილი, ბეგქონდარა, შავი პილპილი და მარილი. ეს მასა სუფთა წყლის დაყოლებით უნდა მიიღოთ – 1 ს.კ. ოდენობით, ჭამის შემდეგ, და მდგომარეობა გაუმჯობესდება.

2. ატუტოვნებს ორგანიზმს

ბეგქონდრის მოხმარება შეიძლება უმად, რაც გეხმარებათ მჟავიანობის კონტროლირებაში. შეგიძლიათ, ასევე, იგი შაქარსა და ქინძს შეურიოთ თანაბარი რაოდენობით. მიიღეთ დღეში ორჯერ, დააყოლეთ წყალი და მჟავიანობა დარეგულირდება.

3. გაშორებთ პარაზიტებს

დილასა და საღამოს, მოამზადეთ 400 მლ სუფთა წყლისა და 15 გ ბეგქონდრის ნაზავი, რომელიც წინასწარ უნდა აადუღოთ, ხარშოთ მანამ, სანამ წყალი 100 მლ-მდე არ დაიკლებს. დალიეთ 20-40 მლ სითხე დღეში ორჯერ და პარაზიტებისგან უმოკლეს ვადაში გათავისუფლდებით.

4. გეხმარებათ ქრონიკული ღებინების დროს

ქრონიკული ღებინებისგან რომ გათავისუფლდეთ, შეურიეთ 1 ს.კ. მოხალული ბეგქონდარი ნატურალურ თაფლს და მიირთვით ყოველი ჭამის შემდეგ.

5. გეხმარებათ ხველისა და გაციების დროს

ბეგქონდრის ანტისეპტიკური თვისებები ეფექტურად გამოდევნის სისველეს ფილტვებიდან. ეს გაგათავისუფლებთ ხველისგან და შეგიმსუბუქებთ გაციების სიმპტომებს. უბრალოდ აადუღეთ ბეგქონდრის რამდენიმე თესლი, გადაწურეთ და დალიეთ სითხე.