Connect with us

ყვავილები

საუკეთესო ოთახის ჰაერის გამწმენდი: იდეალური მცენარე საძინებლისთვის

სანსევიერია

სანსევიერია. ხალხში მას ხშირად „დედამთილის ენა“ ან „ქარიყლაპიას კუდი“ ეწოდება. ის თითქმის ყველა სკოლაში, საავადმყოფოს დერეფანში თუ ოფისის კუთხეში გვინახავს — ქოთანში მდგომი, ზემოთ გაწვდილი მახვილისებრი ფოთლებით, მკაცრი, გამძლე და დროის მიმართ უგრძნობი.

ეს ყვავილი ნამდვილი გამძლეა. სანსევიერიას არ აშინებს ორპირი ქარი, კვირეობით შეუძლია მორწყვის გარეშე გაძლოს, იტანს ნახევრად ჩრდილსაც, არ ცვივა, არ ხმება და ზედმეტ ყურადღებას არ ითხოვს. ამასთან ერთად, იგი ჰაერსაც ასუფთავებს.

მეცნიერულად დადასტურებულია, რომ სანსევიერია ერთ-ერთი საუკეთესო ოთახის მცენარეა ჰაერის გასაწმენდად. მას შეუძლია შეიწოვოს ფორმალდეჰიდი, ბენზოლი, ქსილოლი და ღამითაც კი ნახშირორჟანგი. სწორედ ამიტომ ურჩევენ მის დადგმას საძინებელში — ის „სუნთქავს“ მაშინ, როცა თქვენ გძინავთ.

Advertisement
Advertisement