Connect with us

სხვა

საუკეთესო თილისმები 2020 წლის ოქტომბრისთვის

ოქტომბერი გრძნობებისა და მკვეთრი ემოციების დროა – თუმცა ყოველთვის სასიამოვნო ემოციების არა… ამ სტატიაში გასწავლით თუ როგორ უნდა შეარჩიოთ თილისმა, რომელიც ნებისმიერი სირთულის გადალახვაში და გეხმარებათ და თქვენს ცხოვრებას გააუმჯობესებს. პრაქტიკულად მთელი ოქტომბრის მანძილზე მზე სასწორის ზოდიაქოში იქნება და მისი გავლენა ცხოვრების ყველა სფეროზე გავრცელდება. ოქტომბერს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები ექნება. სევდის მსუბუქმა ტონალობამ შეიძლება დროუებით პოზიტიური შეხედულებები წაგართვათ. ნეგატივის ნეიტრალიზებაში და იღბლის მოზიდვაში ოქტომბრის თილისმები დაგეხმარებიან.

1. 100 ლარიანი კუპიურა. შეინახეთ და გაამრავლეთ დანაზოგი. როდესაც ხელფასს აიღებთ, ისევ გადადეთ 50 ან 100 ლარი. აირჩიეთ ყველაზე ახალი კუპიურები. ბანკნოტი საფულის ცალკე უჯრეში შეინახეთ და არ დახარჯოთ შემდეგ ხელფასამდე მაინც.

2. ორი თასი. ოქტომბრის თვის სიმბოლოს სასწორის ზოდიაქო ითვლება, სასწორის ერთ თასზე სიკეთე, მომავალი, კარიერა, იმედები დევს, მეორეზე კი ბოროტება, წარსული, შფოთვა და ეჭვები. მოახდინეთ თქვენი ენერგეტიკის გაწონასწორება. ამაში ეს ამულეტი დაგეხმარებათ. ამ თვეში პლანეტები არაერთხელ გამოცდიან თქვენს მოთმინებას, ხშირად დაგაყენებენ ცდუნებების წინაშე ამიტომ ეს ამულეტი შინაგან წინააღმდეგობებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ამულეტად გამოგადგებათ ნამდვილი სასწორი, ან სასწორი – კულონის, ბრელოკის ან უბრალო ფიგურის სახით. აქსესუარი შეგიძლიათ თან ატაროთ ან სამუშაო მაგიდაზე ან ოთახში მოათავსოთ.

3. ბლოკნოტი გეგმებით. თანამედროვე სამყაროში ბევრს დაავიწყდა ბლოკნოტების არსებობის შესახებ. თუმცა სასწორების თვეში აჯობებს გავიხსენოთ. იყიდეთ ლამაზი ბლოკნოტი ორგანაიზერი, ცაწერეთ მასში თქვენი გეგმების და ოცნებების შესახებ (ამის გაკეთება 1 – 5 ოქტომბრის პერიოდშია კარგი). ის სურვილების დაფაზე გაცილებით ეფექტურად იმუშავებს და მთელი ოქტომბრის მანძილზე თქვენი თილისმა იქნება.

4. წაბლი. წაბლს უდიდესი ძალა აქვს: ის ადამიანთან სიმშვიდეს, სიხარულს და წარმატებას იზიდავს. ხე ძლიერ ბუნებრივ თილისმად ითვლება, რომელიც სითბოს გჩუქნით და გაძლიერებთ სულიერად, გაშორებთ ტკივილს, აფრთხობს ენერგო ვამპირებს. მასთან ჩახუტებით დაღლილობის მოცილება შეიძლება. წაბლის ნაყოფისგან ან ფოთლებისგან დამზადებული თილისმა თქვენს ცხოვრებაში იღბალს, წარმატებას და კეთილდღეობას მოიზიდავს.

5. სერდოლიკი. ოქტომბერში აპათიისა და მელანქოლიის მომატებაა მოსალოდნელი, ასეთ დროს კი ცხოვრებისეული ძალები, საკუთარი თავის რწმენა და თვითრეაიზაცია აუცილებელია. სერდოლიკი ცეცლის სტიქიით არის დამუხტული, რაც ნიშნავს, რომ მას ისეთი თვისებების გაძლიერება შეუძლია, როგორიცაა – სულის სიმტკიცე, პოზიტიური აზროვნება და მიზანსწრაფულობა. ეს თვისებები ცხოვრების ყველა სფეროში გამოგადგებათ – როგორც სამსახურში, ასევე სიყვარულში.

6. კომპასი. შემოდგომაზე პასიურები ვხდებით და გადაწყვეტილების მიღება გვიჭირს. ადამიანები ბევრს ფიქრობენ, რეფლექსირებენ და ნერვიულობენ მომავალზე, შედეგად ძალიან ბევრ პერსპექტიულ შესაძლებლობებს კარგავენ. ოქტომბერში ეს პრობლემები ნათლად წამოიჭრება. კომპასი კი უფრო რაციონალურს გაგახდით, დაგეხმარებათ სიტუაციის ანალიზსა და შესაძლებლობების ადექვატურად გააზრებაში.

7. ლაბირინთი. ოქტომბერში ძალიან სასარგებლო თილისმა იქნება ლაბირინთი – ნახატის ან თავსატეხი კუბის სახით. შეგიძლიათ ლაბირინთის ფოტო ჩამოტვირთოთ და ტელეფონის ან კომპიუტერის ეკრანზე დაყენება. მაგიური სიმბოლო ინტუიციას და გამჭრიახობას გააძლიერებს და ნებისმიერი რთული სიტუაციიდნა გაპოვნინებთ გამოსავალს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.