Connect with us

საკითხავი

სასწაული, რომელსაც პისტის, ელპიდის, აღაპის და მათი დედის სოფიოს დღეს უნდა ელოდოთ

ქრისტიანები 30 სექტემბერს წმინდა მოწამეებს, პისტის, ელპიდის, აღაპის და მათი დედის სოფიოს ხსენების დღეს აღნიშნავს. ეკლესიაში წირვა–ლოცვა მიმდინარეობს. ეს დღე უნდა მიულოცოთ ყველას, ვინც ამ წმინდანების სახელებს ატარებს, ასევე ყველა ქალს. ამ დღეს წმინდანებს მშვიდობა, ქალური ბედნიერება და უსაფრთხოება შეგიძლიათ შესთხოვოთ.

პისტის, ელპიდის, აღაპის და მათი დედის, სოფიოს დღე

წმინდა წერილის მიხედვით, ეს დღე ყველა ქალისთვის განსაკუთრებულია. წმინდანების განვლილი ცხოვრება რწმენისადმი ერთგულებას გვასწავლის. ქრისტიანი პატარა გოგოები ქრისტეს რწმენისთვის აწამეს. მათ უფალზე უარი არ თქვეს. მათი წამებით სიკვდილის შემდეგ უფალმს დედის სულიც მიიბარა.

მოწამეების ტრაგიკული ბედი დედამიწაზე უფლის სასუფეველში მარადიული დიდებით შემობრუნდა. მოწამეებს პატივს ვაგებთ და ვლოცულობთ. პატარა მორწმუნეებმა მოთმინება და უფლისადმი ერთგულება გვასწავლეს. რთულ მომენტში მათ დახმარებისთვის მიმართეთ.

დღესასწაულის წესები

ამ დღეს რამდენიმე წესი დაიცავით. თუ შესაძლებელია, ეკლესიაში წადით და ილოცეთ. აკრძალულია კამათი და ჩხუბი, რომ სული არ წაბილწოთ. დრო ოჯახთან ერთად გაატარეთ. ბავშვებს მოეფერეთ, ტკბილეული დაურიგეთ.

30 სექტემბერს აკრძალულია ჯვრისწერა, ქორწილი და ნიშნობა. სახლში საქმეებს მოერიდეთ. დანარჩენები წესები სხვა მართლმადიდებლური დღესასწაულების მსგავსია.

ტროპარ–კონდაკი პისტის, ელპიდის, აღაპის და მათი დედა სოფიოს დღეს

დიდმოწამე სოფიას ავადმყოფი ბავშვის განკურნება, ქალური პრობლემების მოშორება, ბავშვის ჩასახვა შეგიძლიათ შესთხოვოთ. წმინდანების ხატთან რწმენაში გაძლიერებისთვის, სიყვარულისა და კეთილდღეობისთვის ილოცეთ. ამბობენ, თუ ქალი ქალურ ბედნიერებას და სიხარულს გულწრფელად ითხოვს და ილოცებს, აუცილებლად მიიღებს, მისი ცხოვრება გაუმჯობესდება.

კონდაკი: სოფიო პატიოსნისა რტოთა, წმიდად გამოჩინებულთა: პისტი, ელპიდი და აღაპი, განასულელეს სიბრძნეჲ ელინთა, მადლითა და მოღვაწებითა ძლევა შემოსილად გამოჩინებულთა, და გვირგვინი უხრწნელებისა ყოველთა მეუფისა ქრისტეს ღმრთისაგან მოიხვნეს.

ტროპარი: მოწამეთა შენთა უფალო პისტი, ელპიდი, აღაპი და სოფიო ღუაწლსა შინა მათსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.

როგორც ეკლესიაში, ასევე სახლში შეგიძლიათ ილოცოთ. მთავარია, წრფელი გულით ილოცოთ. წმინდანების ხსენების დღე სიმშვიდესა და ახლობლების გარემოცვაში გაატარეთ. უფალი გფარავდეთ!

Advertisement