Connect with us

ჯანმრთელობა

სასწაული, რომელიც მაშინ მოხდება, როცა ნაყიდ პურზე უარს იტყვით

ჯერ კიდევ მოზარდობის პერიოდში ჭარბ წონასთან შეჯახება მომიწია. გასახდომად რაციონიდან შაქარი და ტკბილეული გამოვრიცხე, ასევე ყველა ცომეული. მაშინ ვერ ვხვდებოდი, თუ რით შემეძლო პურის ჩანაცვლება. ახლა ამ საკითხს სხვანაირად ვუყურებ. დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რატომ უნდა მოიხმაროთ პური დიდი სიფრთხილით და რომელი პურის სახეობა არ აზიანებს სხეულის ფორმებს.

რით ჩავანაცვლოთ პური

მოდით, თავიდან დავიწყოთ. ალბათ, იცით, რომ პურის მრავალი სახეობა არსებობს. მაგალითად, მთელი მარცვლეულის პური, შვრიის, ჭვავის ან ქატოს პური. ასევე, ყველასთვის საყვარელი თეთრი პური, რომელიც ხორბლის ფქვილიდან ცხვება.

პურის შემადგენლობაზე კვებითი თვისებები და ორგანიზმზე მისი რაიმე სარგებელია დამოკიდებული. კვების სპეციალისტები ერთხმად გაიძახიან, რომ რაციონიდან სჯობს თეთრი პური გამოვრიცხოთ. ის ხომ უბრალოდ კვებითი ფიტულია. აი, მიზეზი, რომლებიც დაგარწმუნებთ, თუ რატომ უნდა თქვათ უარი თეთრ პურზე.

რაშია თეთრი პურის პრობლემა?

თეთრი პური ორგანიზმისთვის ნამდვილი მატყუარაა. თავიდან გგონია, რომ დანაყრდით, მაგრამ ცოტა ხანში შიმშილს იგრძნობთ. რაშია ხრიკი?

გარდა ამისა, თეთრი პურის ჭარბი მოხმარება უფრო სერიოზულ არახელსაყრელ შედეგებს იწვევს. გასაკვირი არაა, რომ სწორედ ამ პურით ადვილად შეიძლება წონაში მოიმატოთ.

„მაგრამ თეთრ პურს ხომ მაღალი ხარისხის ფქვილისგან ამზადებენ. განა ეს სასარგებლო არაა?“ – იკითხავთ თქვენ. საქმე იმაშია, რომ ხორბლის სასარგებლო თვისებები, მათ შორის უჯრედისი და მინერალები დაფქვის შემდეგ ნულდება.

წარმოიდგინეთ, თეთრი პურის წარმოების რამხელა მასშტაბი არსებობს. მოსავლიანობის გასაზრდელად მწარმოებლებს პესტიციდების გამოყენება უწევთ. გარდა ამისა, ნერგებს ხშირად ქიმიკატებით ამუშავებენ, რომ სხვადასხვა მავნებლებისა და სოკოებისგან დაიცვან. ეს ყველაფერი გრძელვადიან პერსპექტივაში თქვენს კეთილდღეობაზე გავლენას ახდენს.

სხვათა შორის, არ დაფიქრებულხართ, თუ საიდან იღებენ მწარმოებლები თოვლივით ქათქათა ფქვილს? ამისთვის სპეციალურ მათეთრებელ საშუალებებს იყენებენ, რომელთაც სასარგებლოს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.

გლუტენის შესახებ

თეთრი პური გლუტენის მთავარი წყაროა. მისი ჭარბი მოხმარება კანის მდგომარეობის გაუარესებას იწვევს. თუ ამჩნევთ, რომ სახეზე უსიამოვნო გამონაყარი გაჩნდა, რაციონს გადახედეთ. ამ ბოროტების ფესვი სწორედ პურშია.

გარდა ამისა, სპეციალისტები ამბობენ, რომ ფქვილიანი პროდუქტების ჭარბი მოხმარება ნაადრევ დაბერებას იწვევენ. პირველ რიგში, ეს სახის კანზე აისახება.

თუ არ გჯერათ, მარტივი ექსპერიმენტი ჩაატარეთ. თეთრ პურსა და ხორბლის ფქვილის სხვა პროდუქტებზე 1 თვით უარი თქვით. ყურადღება მიაქციეთ, თქვენი გარეგნობა შეიცვლება თუ არა. მერწმუნეთ, შედეგი დიდხანს არ დააყოვნებს.

სხვათა შორის, ყველამ არ იცის, თუ როგორ ვლინდება გლუტენის მიმართ მგრძნობელობა. თუ ცუდი საჭმლის მონელება ან ხშირი შებერილობა გაწუხებთ, ეს სახიფათო ნიშანია, რომ თეთრ პურზე უარი თქვათ. თეთრი პური მთელი მარცვლეულის პურით ჩაანაცვლეთ, რომელიც უფრო მეტ უჯრედისს შეიცავს. ასე კუჭ–ნაწლავის ტრაქტი მადლობას გეტყვით და საათივით ამუშავდება.

ჭარბი წონა

თუ რამდენიმე ზედმეტი კილოგრამის მოშორება გსურთ, რაციონიდან პური მთლიანად არ ამოიღოთ. გირჩევთ, ყურადღება თეთრი პურის სასარგებლო ალტერნატივაზე გაამახვილოთ. ესაა მთელი მარცვლეულის ან ჭვავის პური. მაგალითად, 100 გრ მთელი მარცვლეულის პური თითქმის 9 გრ ცილას შეიცავს. გარდა ამისა, ასეთი პური თეთრ მეგობართან შედარებით ნაკლებად კალორიულია.

სიტყვაზე, არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ გემრიელია. ჩვეულ პროდუქტებს თავიდან აღმოაჩენთ, თუ მათ მთელი მარცვლეულის ან ჭვავის პურთან ერთად მიიღებთ. თან უფრო მეტად დანაყრდებით: ყველაფერი პურში შემავალი სასარგებლო უჯრედისის წყალობით.

პრინციპრში, არც ერთ პურზე უარის თქმას არ გირჩევთ, მაგრამ თუ ექსპერიმენტების ჩატარება გსურთ, რამდენიმე რჩევა გაითვალისწინეთ. ცომეული მწვანე სალათებით ჩაანაცვლეთ. მაგალითად, სალათის ფურცლებში შეგიძლიათ ნებისმიერი შიგთავსი გაახვიოთ. შედეგად, ორიგინალური და სასარგებლო რულეტები გამოვა.

პური შეგიძლიათ ხრაშუნა პურით ჩაანაცვლოთ. თუმცა გახსოვდეთ, ეს პური არაა. შემადგენლობა აუცილებლად შეისწავლეთ და აირჩიეთ ის, რომელიც უხეშად დაფქული ფქვილისგან არის დამზადებული. ყველაზე ნაკლებად კალორიულად ბრინჯის ფქვილისგან დამზადებული ხრაშუნა პური ითვლება.

კიდევ ერთი სასარგებლო ალტერნატივა – გალეტი. ორცხობილა, რომელიც უმარილო კრეკერს ჰგავს. მას სხვადასხვა მეთოდით აწარმოებენ, მათ შორის ხორბლის ფქვილით. ჩვენ უხეშად დაფქული ფქვილის ან ქატოს გალეტებს გთავაზობთ.

რედაქციისგან

საკუთარ თავზე გამოცდილი მაქვს, თუ რას ნიშნავს საკვების შეზღუდვა და რას იწვევს ეს. რომელიმე პროდუქტის სრულად გამორიცხვის ნაცვლად სჯობს უფრო ღირსეული და სასარგებლო ალტერნატივით ჩაანაცვლოთ. თეთრი პურის შემთხვევაში მთელი მარცვლეულის ფქვილი გამოგადგებათ.