Connect with us

ყვავილები

სასუქები კიტრის გამოსაკვებად, რომ უხვი და ჯანსაღი მოსავალი აიღოთ

თებერვალში გაზაფხულის მალე დადგომის სურვილი მძაფრდება. თოვლი, სიცივე, თხილამურები, საშობაო არდადეგები უკვე მოგვბეზრდა. გვენატრება გაზაფხული, რომელიც თბილ და მზიან დღეებთან, ბევრ სეირნობასთან, ახალ კიტრთან და მწვანილთან, ბუნების გაღვიძებასთან ასოცირდება.

კიტრი არც ისე პრეტენზიული მცენარეა, მაგრამ მოვლის წესები უნდა დაიცვათ. კიტრი აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში უნდა დათესოთ, რომ შუა ზაფხულში ახალი კიტრი მიირთვათ. Аlltime.ge–ს რედაქცია გასწავლით მეთოდს, როგორ გაზარდოთ კიტრი ისე, რომ უკვე მაისში მოსავალი აიღოთ.

სასუქები, რომლებიც კიტრს სჭირდება

  1. კიტრის საადრეო ჯიშებს კალიუმის, აზოტის და ფოსფორის შემცველი სასუქები სჭირდება. ასეთი საკვების მისაღებად ხის ნაცარი, შარდოვანა და ძვლის ფქვილი აურიეთ. კიტრს ნამდვილად მოეწონება.
  2. ბალახების ინფუზია გააკეთეთ.დაგჭირდებათ სარეველა, რომელიც ყველგან იზრდება. მაგალითად, ჭინჭარი ბევრ სხვადასხვა სასარგებლო მიკროელემენტს შეიცავს. ლითონის ჭურჭელი არ გამოიყენოთ, რადგან იჟანგება. მინანქრის ან პლასტმასის ჭურჭელი გამოგადგებათ. ასე კიტრს ვეგეტატიური და ფესვების სისტემის განვითარებაში, ყვავილობის სტიმულირებაში და ნაყოფის ფორმირებაში დაეხმარებით.
  3. კიტრს ზრდაში რომ დაეხმაროთ გამოიყენეთ სუპერფოსფატის (40 გ), გულსოსანას (10 ლ) და კალიუმის სულფატის (10 გ) ხსნარი. ერთ ბუჩქზე 200 გ სასუქი გამოიყენეთ. თუ სურვილი გაქვთ, ბორიც დაუმატეთ.

საადრეო კიტრის დარგვის წესები

  • პირველ რიგში, კიტრის თესლები გადაარჩიეთ. მარილიანი წყალი დაასხით. უხარისხო თესლი ამოტივტივდება. ისინი მოაშორეთ.
  • კიტრი ღია გრუნტში რომ დათესოთ, მინიმუმ +16 გრადუსი უნდა იყოს, ამიტომ საჭირო ტემპერატურას დაელოდეთ.
  • ამ ბოსტნეულისთვის ნაკვეთზე უქარო და მზიანი ადგილი შეარჩიეთ.
  • გირჩევთ, იმ ადგილას დათესოთ, სადაც ადრე სტაფილოს, კომბოსტოს, პომიდორს, ხახვს ან კარტოფილს ზრდიდით.
  • თესლებს შორის დისტანცია დაიცავით, რომ სითხესა და მკვებავ ნივთიერებებზე არ იბრძოლონ.

საკუთარ ნაკვეთზე მოყვანილი კიტრით ვიტამინებით მდიდარი სალათის მომზადება ყოველთვის სასიამოვნოა. მას ახალი მწვანილი, ხახვი და სხვა ბოსტნეული დაუმატეთ. არომატიც მადის აღმძვრელია.

Advertisement