ჯანმრთელობა
სასმელი, რომელიც მადას აქვეითებს
ამბობენ, რომ წონაში დაკლება რთული პროცესია. მხოლოდ კალორიების დათვლა რა ღირს! არაფერს ვამბობთ მენიუს შედგენასა და ცხოვრების წესის შესაძლო ცვლილებებზე. თუმცა ფსიქოლოგიურად ყველაზე რთული შიმშილობაა. ის ძალას გვართმევს, ნერვებს აზიანებს და დიეტის დარღვევას იწვევს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორ შეამციროთ მადა.
Alltime.ge–ს რედაქცია გირჩევთ, რომ სინთეტიკური მედიკამენტები არ გამოიყენოთ, რომელიც კვებითი ქცევის აშლილობას მხოლოდ ამწვავებს. სჯობს ფინჯანი ცხელი ჩაი მოადუღოთ. ზუსტად რომელი, ჩვენი სტატიიდან გაიგეთ.
როგორ ვებრძოლოთ შიმშილის გრძნობას
ბევრი კვებითი ჩვევა ჭარბ წონას იწვევს. ხშირი წახემსება, გადაძღომა და ტკბილეული ბუნებრივად მოხდენილ ფორმებსაც დააზიანებს. ეს ყველაფერი უფრო ნერვულ სისტემას უკავშირდება, ვიდრე შიმშილს. თუ ამჩნევთ, რომ დიეტა ტანჯვად იქცა, დროა თქვენს სხეულს დაეხმაროთ.
არსებობს 100%–ით ნატურალური საშუალება, რომელიც თითოეულ სახლში მოიპოვება. ესაა მწვანე ჩაი. სწორედ მის საფუძველზე სჯობს მოამზადოთ მზა სასმელები, რომლებიც მადას აქვეითებენ. შიმშილის მოშორების გარდა მწვანე ჩაის ნუტრიციოლოგები რიგი სხვა დადებითი თვისების გამო აფასებენ:
- ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს და ცხიმების სწრაფად წვას ხელს უწყობს
- ბევრ ანტიოქსიდანტს შეიცავს
- სახსრების ტკივილის დროს გვეხმარება
- სიბერის პროცესებს ანელებს
- სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს, რაც მას შიმშილთან საბრძოლველად შეუცვლელს ხდის
მწვანე ჩაი გახდომის პროცესში თქვენი მთავარი დამხმარე გახდება. თუ ჭამა გსურთ, მაგრამ კვების დრო ჯერ არ მოსულა, ჩაი დალიეთ. ეს პროდუქტი მადას კომპლექსურად ებრძვის. ხშირად წყურვილი და შიმშილი ერთმანეთში გვერევა, ამიტომ მენიუში ბევრი სითხე (თუნდაც ეს ჩაი არ იყოს) უნდა შედიოდეს.
რომელი მწვანე ჩაი ავირჩიოთ
თუ გსურთ ჩაის მარაგის შევსება და წონის დაკლება, აირჩიეთ სახეობა. უხვმა არჩევანმა შეიძლება მარტივად დაგაბნიოთ. დიეტოლოგები გირჩევენ, რომ არჩევანი ჰიმალაის მწვანე ჩაიზე გააკეთოთ.
ჰიმალაის მწვანე ჩაის რიგი სასარგებლო თვისებები აქვს. ის დაღლილობას და ძილიანობას, იმუნიტეტს და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს ებრძვის. ჰიმალაის ჩაის რეგულარული მიღებით ნივთიერებათა ცვლას დააჩქარებთ და ეფექტურად დაიკლებთ. აუცილებელი არაა სუფთა სახით მიიღოთ. სჯობს რამდენიმე სხვა ინგრედიენტი დაუმატოთ.
მწვანე ჩაი ლიმონით და თაფლით
დიეტის დროს ბევრი მოთენთილობას აწყდება. კალორიების დეფიციტის გამო ბევრი სწრაფად იღლება. ჩაი ლიმონით და თაფლით ძალას და მხნეობას შეგმატებთ. ასეთი ჩაი თქვენს კანს და სხეულს ტონუსში მოიყვანს.
მწვანე ჩაი კოჭით და ლიმონით
კოჭა სწორად დაკლების პროცესში მთავარ როლს ასრულებს. ის სისუსტეს, გულისრევას და თავბრუსხვევას აქრობს. კოჭის ფესვი მუცლის შებერილობას და კუჭში სიმძიმეს აქრობს.
თუ მწვანე ჩაის თქვენს დიეტურ რაციონში ჩართავთ, დისკომფორტს დაივიწყებთ. ყველაფრის ჭამის მტანჯველი სურვილი თავისით გაქრება. ზაფხულში ჩაის დახმარებით სხეულის მოწესრიგება კიდევ უფრო სასიამოვნოა. მის საფუძველზე ცივი სასმელები მოამზადეთ. თქვენ როგორ ებრძვით შიმშილის გრძნობას დიეტის დროს?