Connect with us

ტესტები

სასიყვარულო ტესტი გაგიმხელთ, რას გაურბიხართ ურთიერთობაში

ფსიქოლოგიური ტესტი პოპულარული მეთოდია, რომელიც ხასიათის, ფარული თვისებების, ქვეცნობიერის მუშაობის უკეთ გარკვევაში გვეხმარება. თან ამას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება. სასიყვარულო ტესტიც მაღალი მოთხოვნით სარგებლობს.

Аlltime.ge–ს რედაქციამ იპოვა საოცარი ამოცანა, სადაც ერთ კითხვაზე პასუხით დეტალურ ახსნას მიიღებთ. გირჩევთ, ტესტი გაიაროთ. შეიძლება იპოვოთ პასუხები კითხვებზე, რომლებიც დიდი ხანია არ გასვენებთ.

სასიყვარულო ტესტი

ყველაფერი საკმაოდ მარტივია. ქვემოთ მოცემულ სურათს შეხედეთ და გვითხარით, რა დაინახეთ პირველად. შემდეგ პასუხების გაშიფვრაზე გადადით. ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ასე გაიგებთ, რას გაურბიხართ ურთიერთობაში.

1. თუ პირველი, რაც დაინახეთ, მამაკაცის სახეა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ცხოვრებისგან ყველაფრის აღების უნარი გაქვთ. წარსულის ცუდი გამოცდილება არ გბოჭავთ, უბრალოდ კარგი ცხოვრებისკენ სწრაფვას აგრძელებთ.

სპეციალისტები გირჩევენ, რომ ძველ შეცდომებზე დაფიქრდეთ, გაანალიზოთ და დასკვნები გამოიტანოთ. წარუმატებელი ურთიერთობა არა მხოლოდ ზიანს გვაყენებს, არამედ გამოცდილებას გვძენს. მათი გააზრებით ახალ ურთიერთობაში მსგავსი შეცდომის თავიდან არიდებას შეძლებთ.

2. თუ მოცემულ სურათზე პეიზაჟი ყველაზე თვალშისაცემი იყო, მეოცნებე ხართ. ცოცხალი კომუნიკაცია არ მოგწონთ. მის უპირატესობას ვერ ხედავთ. თქვენთვის ტელეფონით ან მესენჯერით კომუნიკაცია უფრო მისაღებია.

მარტო თავს კარგად გრძნობთ. განმარტოება დასვენებას და ძალების აღდგენაში გეხმარებათ. ეს საამაყო არაა. საყვარელ ადამიანთან ღიად საუბარი ისწავლეთ, უფრო გულახდილი გახდით. უთხარით, როდის გჭირდებათ მარტო ყოფნა. თუ არ შეგიძლიათ თქვენი აზრის გადმოცემა, არ გაბრაზდეთ, რომ დროებით განმარტოებას ვერ ახერხებთ.

3. დაინახეთ ბიჭის გამოსახულება? იღბლიანი ხართ, სხვებისგან ყველაზე მეტ სიხარულს იღებთ. ყურადღების ცენტრში ყოფნა არ მოგწონთ, მაგრამ ახლობლების მხარდაჭერით და სიყვარულით ღრუბლებში დაფრინავთ.

სასიყვარულო ურთიერთობაში პასუხისმგებლობის აღება გაშინებთ. სერიოზულ ურთიერთობას გაურბიხართ. ცდილობთ, საყვარელ ადამიანს მოვალეობები გადააბაროთ, რომ თავი უფრო მნიშვნელოვნად იგრძნოთ. გირჩევთ, თამამად იმოქმედოთ და შეცდომების დამოუკიდებლად დაშვების არ შეგეშინდეთ.

4. მგრძნობიარე ადამიანი მოცემულ სურათზე ორ ქოხს ხედავს. ემოციების შეკავება გიჭირთ. ბევრი ამას არასწორად მიიჩნევს, მაგრამ სავსებით გასაგები და ბუნებრივია.

ასეთი ადამიანი კონფლიქტს თავს არიდებს. კონსტრუქციული კრიტიკა სძულს და საფრთხედ მიიჩნევს. თქვენს ემოციებს დააკვირდით. გაარკვიეთ, რა იწვევს თქვენს გაბრაზებას და მისი შეკავება სცადეთ. კარგად დაფიქრდით, სანამ სიბრაზეს გამოხატავთ. შეიძლება სხვისი აზრი არასწორად გაიგეთ და უკმაყოფილების მიზეზი არ გაქვთ.

Advertisement