Connect with us

ჰოროსკოპი

სასაცილო და უხერხული: როგორ ფლავდებიან სამარცხვინოდ ზოდიაქოს ნიშნები

უბრალოდ სიმართლეს თვალებში უნდა ჩახედოთ: ჩვენ, ყველა ლამაზები ვართ, მაგრამ ხანდახან ისეთ უხეშ შეცდომას ვუშვებთ, რომ ვფლავდებით. შემდეგ კი, ვსხედვართ და თავის დაძვრენას ვცდილობთ.

ვერძი

სტერეოტიპები საჭირო არაა: ვერძი არა მხოლოდ იბრძვის და საწოლში გმირობებს ჩადის, არამედ სიმართლეს ამბობს, თან თვალებში. წარმოიდგინეთ სიტუაცია: ვერძი კაბინეტში შედის და უფროსის ცარიელ სამუშაო ადგილს ხვდება, იწყებს ყვირილს „ეს იდიოტი კიდევ სადღაც გაძვრა, მთელი კომპანია ჩემს კისერზეა!“ შემდეგ ხედავს, რომ ეს „იდიოტი“ მაგიდიდან ძვრება, სადაც დაკარგულ კვადრატულ თვლიან საყურეს ეძებდა – აი, ეს არის ვერძთან დაკავშირებული სიტუაცია.

ზოგადად, სადაც საჭიროა ტაქტის გამოჩენა ან ზედმეტად ყურადღების არ მიქცევა, ვერძი აუცილებლად შეცდომას დაუშვებს. მაგრამ ეს მისი პრობლემა არაა. უმეტეს შემთხვევაში ვერძის ისე ეშინიათ, რომ საქმის გარჩევის ნაცვლად ჭრილობების მოსაშუშებლად მიდიან.

კურო

სამარცხვინო შეცდომაში კუროს გამოჭერა რთულია. ზედმეტად ბევრს ფიქრობს, სანამ რამეს გააკეთებს. ყველაზე ხშირი შემთხვევა – გადაწყვეტილების დროულად არ მიღება, მაგრამ ეს გარკვეულ მომენტამდე. რაღაც მომენტში, კურო წუხს, რომ ასე ყველაფერს ხელიდან უშვებს და ნებისმიერ თავგადასავალში აზარტით გადაშვებას იწყებს, ოღონდ მეტად ინიციატივიანი გახდეს და ცხოვრებიდან ყველაფერი აიღოს.

რაც ყველაზე ცუდია, რომ კურო იყენებს პრინციპს „ყოველთვის თქვი დიახ“ და გარშემომყოფებს იზიდავს. იმდენად, რომ ძვირფას მეორე ნახევარს ჩუქნის წიგნს „სექსი დამწყებთათვის“, რომელმაც ახლახანს ბევრ რამეზე თვალი აუხილა. აქ, ხვდება, თუ რა არის რეალური მარცხი.

ტყუპები

არაპროგნოზირებადი, ამოუწურავი ფანტაზიით, ძალიან სასაცილო. ხშირად ხვდება ისეთ სიტუაციაში, სადაც ბიჭი დროულად კოცნის დროს თამამად ჩასჩურჩულებს „გამაოცე“, ის კი არანაკლებ კეკლუცად პასუხობს. და შემდეგ გულწრფელად უკვირს: ყველაფერი ხომ გასაოცარი და სასაცილო იყო!

შემდეგ შეცდომას უშვებს, როცა წინა დანაშაულის გამოსყიდვას ცდილობს. სადღაც ყველაზე გადამწყვეტ მომენტში თავში ცეცხლოვანი ხუმრობა უჩნდება, რომელსაც აქ მორალური მიზეზების გამო ვერ მოვყვებით. უბრალოდ გასაოცარია, რომ ტყუპებთან ურთიერთობას ვინმე იწყებს. ჩვეულებრივ, ეს ლომია, რომელსაც ნებისმიერი შოუს დაფასება შეუძლია და ტყუპებს ისე უყურებს, როგორც პირად სტენდაპ კომიკოსს.

კირჩხიბი

კირჩხიბი ყოველთვის შეცდომებს უშვებს, როგორც მინიმუმ, ასე ფიქრობს. პირველ რიგში, ყოველთვის ცდილობს კორექტული იყოს, ათას საზრუნავს იღებს და ბოლოს აღმოაჩენს, რომ ყვავილი, რომელსაც ყოველდღე გულმოდგინედ რწყავდა, პლასტმასის არის (და ხშირად ამას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს).

კირჩხიბი ძალიან ჩაკეტილია და არა ტყუილად. ჩვეულებრივ, გულწრფელობის რწმენას კარგავს თავს გადამხდარი ისეთი ისტორიების შემდეგ, როცა ქურდი მას საფულეს პარავს, მაგრამ საფულეს უკვე გამვლელი ბიჭი იპარავს და კირჩხიბთან მიდის. და როგორც კი კირჩხიბი წამოიყვირებს: „გმადლობთ, ცხოვრებაში ვერასდროს დავეწეოდი“ ბიჭი რაღაცას იაზრებს და საფულიანად გარბის, რომ სამუდამოდ გაქრეს.

ლომი

ლომი თუნდაც ყველაზე საშინელ და უხამს საქციელს ბრწყინვალედ აკეთებს და შემდეგ მეგობრებს, ნაცნობებს, მტრებს, მომავალი მეუღლის მშობლებს და, რაც ყველაზე ცუდია, საოცნებო პოზიციაზე გასაუბრების დროს ჰყვება. ცხოვრება არაფერს ასწავლის: მომავალ გასაუბრებაზე მოყვება, როგორ ჩაფლავდა წინაზე.

მხოლოდ ლომს შეუძლია გახალისდეს იმ ფაქტით, რომ ყურადღებით უსმენენ, მოყვეს ისტორიები იმის შესახებ, თუ როგორ გააქირავა თბილისელმა ბინა პატიოსან ხალხზე, შემდეგ მასში მცხოვრებ 20 კატასთან ერთად აღმოაჩინა, თან კატებს დივნების და სავარძლების დაკაწვრა უყვარდათ. ამ ისტორიას ყვება ზუსტად იმ მომენტში, როცა ბინის მფლობელის და აგენტის თანდასწრებით ბინის ქირაობის შესახებ ხელშეკრულებას აფორმებს.

ქალწული

ქალწული ყოველთვის თავისას აღწევს. მისი სახლი სავსე ჭიქა უნდა იყოს, სამსახური საოცნებო თუ არა, ის ადგილი მაინც, რომლითაც თავის ქებას შეძლებს, პარტნიორი კარგად ჩაცმული, ძაღლი ყოველთვის ნახატის მსგავსი.

ეს ქალწული აბაზანაში იხედება და საყვარელ ადამიანს, რომელიც შხაპს იღებს, დაშაქრული ხმით ეკითხება, შხაპის ქვეშ კომპანია ხომ არ სჭირდება და ვნებიანი „კის“ მიღებისას , პირიდან მკვდარ ჩიტ ამოღებულ ძაღლს მოაქანებს. და რა? ერთად ცურვა სახალისოა!

სასწორი

სასწორს მოსწონს, როცა ირგვლივ ყველა კარგად და ნასიამოვნებია, რომ სასწორი ამის გამო უყვარდეთ. სწორედ ამიტომ, ყოველ საუბარში თანამოსაუბრეს ხშირად ეთანხმება, თუნდაც ის უბრალოდ სხვა ნაცნობს ლაფში სვრიდეს. და ერთხელ სამივე ერთ სივრცეში ხვდება და იწყება: „აი, ქეთი ფიქრობს, რომ ასეთ მუსიკას მხოლოდ დებილები უსმენენ“, – „ქეთი, მოიცადე, შენ ხომ თავად თქვი, რომ.“ შენ არ ამბობდი, უბრალოდ თავს აქნევდი, მაგრამ ამის აღიარება სრული შეცდომა იქნება და აი, თქვენ წახდენილ გუნებაზე რაღაცას ბუტბუტებთ.

მორიელი

რაც არ უნდა მოხდეს მორიელის ცხოვრებაში, ეს ნამდვილი ჩაფლავებაა, ოღონდ სხვისი. მორიელი ამაზე აუცილებლად მიგითითებთ. მორიელს არ შეუძლია არ მიგითითოთ, ასეა მოწყობილი. თუ შხამს, რომელსაც სამრეწველო მასშტაბით აწარმოებს, გარეთ არ გამოუშვებს, შიგნით დაგროვდება და ფაქტიურად თავად აითვისებს.

მორიელი ხშირად სულელურ სიტუაციებში ხვდება და ამისთვის ფაქტიურად არაფერს აკეთებს. მაგალითად, შეუძლია საწოლზე იწვეს, როცა 8 კილოგრამიანი კატა კარადიდან მუცელზე დახტომას დააპირებს ( წარმოიდგინეთ, რა რეაქცია ექნება კუჭს). ან ქუჩაში იდგეს, როცა.. მორიელს ბევრი ასეთი ისტორია აქვს.

მშვილდოსანი

ფიქრობთ, რომ ტყუპები იმპულსურია? მშვილდოსანი ფორას მისცემს და შემდეგ გვერდზე მოსაწევად დატოვებს. ყველაფრის გამოცდის სურვილთან ერთად (როგორც კურო თავისი ცხოვრების წარუმატებელ პერიოდში) და აბსოლუტური, შეუკავებელი გულწრფელობით (როგორც ვერძი უფროსის არყოფნის დროს) მუდმივად ფლავდება, შემდეგ ნამდვილად ნანობს, სიტუაციას ასწორებს და კვლავ ფლავდება.

სადღაც 30 წლისას უკვე მოგვარებას სწავლობს. და მაინც, დგება მომენტი, როცა სადღაც მაკარონებსა და ჩაის შორის ბოლო 5 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ საყვარელი ადამიანი მშვილდოსანს ეკითხება: „დროა, დავქორწინდეთ“ და მშვილდოსანი დაბნეულად კითხულობს: „ვისთან?“

თხის რქა

იშვიათად მოსაწყენი თხის რქა დეტალების მიმართ ძალიან ყურადღებიანია და შედეგად, მთელი კონსტრუქციის ან მდგომარეობის გლობალურ ცვლილებას გვერდს უვლის. ეს თხის რქა შეცდომას უშვებს უფროსთან, რომელიც სხვებთან ერთად სასწრაფოდ გადაწყვეტს, რომ სკანდალის გამო მთელი სარეკლამო კამპანიის კონცეფცია შეცვალოს, როცა მესენჯერში მიწერს, ბანერზე შრიფტის შეცვლა ხომ არ ღირს, თუ არადა ცუდად იკითხება.

ზოგადად, თხის რქის შეცდომებზე წერა საშიშია, რადგან იმდენად ბოროტად ამახსოვრდებათ, რამდენადაც მოსაწყენია. თუ მორიელი შურს იძიებს და დამშვიდდება, თხის რქა პატარა კოვზით ტვინს შეგიჭამთ. ასე რომ, თხის რქაზე უპატივცემულოდ საუბარი ცალკე შეცდომაა.

მერწყული

ის, რაც ვერძს და მშვილდოსანს ენაზე აქვთ, მერწყული დაუყონებლივ აკეთებს. სასტიკი მაქსიმალისტია და აქედან ნაჩქარევი ქმედებები მოდის. როგორც კი ღალატში ეჭვი შეეპარება, რადგან ქმარმა საიდანღაც მთელი შეფუთვა ახალი საცვლები მოიტანა, თან წითურა თმით ამ პარკზე, იმ წამსვე ფანჯრიდან ნივთების, დოკუმენტების და კომპიუტერის დეტალების გადაყრას იწყებს. შემდეგ კარში ქმარს ხვდება, რომელთანაც დედა ახლახანს სტუმრად მოვიდა, რომ ახალი ფერით დაიკვეხნოს და აუცილებლად იტყვის: „ხომ გეუბნებოდი, რომ დალაგებული არაა. ნახე, ჩემ გარეშე ახალი საცვლებიც ვერ გიყიდა.“ არადა მანამდე 8 წელი გიღიმოდა და სახლში მომზადებული ნამცხვრები მოჰქონდა.

თევზები

საბედნიეროდ, თევზები მხოლოდ ნერვებზე თამაშობს. მართალია, ნერვი მუდმივად აქვთ: ამას დახვეწილი სულიერი ორგანიზაცია ეწოდება. თევზები ისე ცხოვრობს, როგორც ფრანგული კომედიის გმირი ძველი ჩინური ფაიფურების მუზეუმში – მუდმივად რაღაცას ამტვრებს და პანიკაშია. შემთხვევით, სხვის შარვალზე გაზიანი სასმელის გადასხმა და ყველაზე უხერხულ ადგილას მისი გაწმენდის უშედეგოდ მცდელობა, შემდეგ ბოდიშების მოხდა, დაზარალებულისთვის ცივი, სველი ჩვრის შეთავაზება და შემდეგ კვლავ ბოდიშების მოხდა, სანამ დაზარებული არ გადაწყვეტს, რომ თევზები უბრალოდ დასცინის – ეს თევზების სიტუაციაა. ზოგჯერ ამ შეცდომების ჯაჭვის გაწყვეტის ერთადერთი შანსია იატაკზე სახით ქვემოთ დაწვეთ და იტიროთ, რადგან ნებისმიერი აქტივობა თქვენს წინააღმდეგ მოქმედებს.