Connect with us

ყვავილები

სასარგებლო რჩევები, როგორ გავწმინდოთ ოთახის მცენარეების ფოთლები

შინაურ ცხოველს გამოკვება, დაბანა და დავარცხნა სჭირდება. ასეა მცენარეების შემთხვევაშიც. ბევრი ადამიანი მცენარეს სიმყუდროვის შესაგრძნებად და ოთახის გასაფორმებლად ყიდულობს. ყვავილი თვალს რომ ახარებდეს, მასზე კარგად უნდა იზრუნოთ. ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პროცედურა, განსაკუთრებით მსხვილ ფოთლებიანი მცენარეებისთვის, გაპრიალებაა. რით გავწმინდოთ ფოთლები, რომ ყოველთვის პრიალებდეს?

ყვავილების მაღაზიებში სპეციალური საპრიალებელი იყიდება. რა თქმა უნდა, მისი გამოყენების შემდეგ მწვანე ფოთოლი უფრო წვნიანი ჩანს და ლამაზად ანათებს. რა საჭიროა ძვირადღირებულ საშუალებაზე ფულის დახარჯვა, თუ ნატურალური მასალები შეგიძლიათ გამოიყენოთ. გაითვალისწინეთ, რომ გაპრიალება ყველა მცენარეს არ უხდება. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რომელი მცენარის ფოთლები უნდა გააპრიალოთ, რით და როგორ გააკეთოთ ეს სწორად.

რომელ მცენარეებს უყვარს გაპრიალება

ფოთლების გაპრიალებამდე დარწმუნდით, რომ ეს თქვენს მწვანე მცენარეს არ დააზიანებს. ფოთლის ზედაპირი გლუვი და ბზინვარე უნდა იყოს, ბუსუსების გარეშე. ასეთ ყვავილებს საკმაოდ მსხვილი ფოთლები აქვთ, რომელიც მათი მთავარი აქსესუარია. ასეთ მცენარეებს მიეკუთვნება მონსტერა, ფიკუსი, ასპიდისტირა, დიფენბახია და სხვები.

ახალგაზრდა მცენარე არ გააპრიალოთ, ასე შეიძლება დაზიანდეს. ისედაც კარგად ბზინავს. თუ თქვენს მცენარეს ხავერდოვანი, ბორცვებიანი ან ეკლიანი ფოთლები აქვს, გაპრიალება არ გამოგადგებათმ. სხვადასხვა კაქტუსს, გვიმრას, ბეგონიას და სხვა მცენარეებს მტვერი შხაპით უნდა მოაშოროთ.

როგორ მოვაშოროთ მტვერი

გაპრიალებამდე ყვავილი უნდა გაასუფთავოთ. მტვრის ფენა მცენარის სილამაზეს მალავს, თან მისთვის ზიანი მოაქვს. თუ ფოთლებს პერიოდულად არ გაწმენდთ, მტვრის ნაწილაკები სითხის აორთქლების პროცესს გაართულებს. ასევე ფოტოსინთეზის პროცესი დაირღვევა.

მსხვილი ფოთლები ხელით გაწმინდეთ. რბილი ჩვარი ან ღრუბელი გამოიყენეთ. ქსოვილი სუფთა წყალში დაასველეთ და ფოთლები ნაზად გაწმინდეთ. ჩვარი დაბინძურების მიხედვით გარეცხეთ.

როგორ დავბანოთ მცენარე 

ყვავილების ხელით გაწმენდა, რომელთაც პატარა, სქელი ან ფიგურული ფოთლები აქვთ, რთულია. სწორედ ამიტომ, შხაპით დაბანეთ. საშხაპე თავის წვრილი საცმი და თბილი წყალი გამოიყენეთ. ასე ჭუჭყს მოაშორებთ და მცენარეს განაახლებთ. მიწის დასველებას არ გირჩევთ. წყლის პროცედურამდე ქოთანს პარკი ჩამოაცვით.

ბანანით გაპრიალება

დროა ყვავილი გააპრიალოთ. ბანანის ქერქის ნაჭერი აიღეთ და უხეში ბოჭკოები მოაშორეთ. ახლა ფოთლის ზედაპირს გადაუსვით. აი, ნახავთ, რომ მცენარე რამდენიმე წამში პრიალა და ლამაზი გახდება. სასიამოვნო ბონუსი: მცენარე ბანანში შემავალ კალიუმს მიიღებს.

არ გამოიყენოთ საპრიალებლად ისეთი საშუალება, რომელიც ფოთოლზე ცხიმოვან ფირს ტოვებს. ასე მცენარეს სუნთქვის საშუალებას წაართმევთ. ბანანის ქერქის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხელ წყალში გაზავებული ლიმონის წვენი. ასეთი სილამაზის პროცედურის შემდეგ თქვენი ყვავილი იკაშკაშებს, როგორც ცნობილი ადამიანი წითელ ხალიჩაზე.

Advertisement