საკითხავი
სასარგებლო რჩევები, რა გააკეთოთ, თუ პური ობდება
გიობდებათ პური? ალბათ, ეს ბევრი დიასახლისისთვის ნაცნობი პრობლემაა. ზოგი პურს ობისგან დასაცავად მაცივარში ინახავს, განსაკუთრებით ზაფხულში. მაცივარში პურის გემო შეიძლება შეიცვალოს, თან სწრაფად მაგრდება. Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რომ პურის დაობება დაივიწყოთ.
3 რჩევა პურის შესანახად
საპურე სწორად შეარჩიეთ
ლამაზი, მაგრამ პლასტმასის საპურე გაქვთ? მასში პური სწრაფად დაობდება. გირჩევთ, რომ ხის საპურე (ღვიის საუკეთესო) შეიძინოთ. ასეთი საპურე ძვირი ღირს, მაგრამ დახარჯულ თანხას მალე ამოიღებთ იმის ხარჯზე, რომ ობიანი პურის გადაგდება აღარ მოგიწევთ.
ქვაბში შეინახეთ
ხის საპურის კარგი ალტერნატივაა. ამისთვის პური სელის პირსახოცში უნდა გაახვიოთ და ქვაბის ძირში ჩადოთ. ქვაბს 1 ვაშლი, კარტოფილი, ცოტა მარილი და შაქარიც დაუმატეთ. ბოლოს თავსახური კარგად დაახურეთ.
მარილი დაუმატეთ
ახალი პური დიდხანს რომ არ დაობდეს, საპურეში ორი მწიკვი მარილი მოათავსეთ. მარილი სოკოს განვითარებას აფერხებს. ბევრი მარილი საჭირო არაა, რადგან ასე პურის გემო შეიცვლება. საპურეს თავსახური მჭიდროდ დაახურეთ, რომ მარილმა ეფექტურად იმოქმედოს.
ობიანი პური: შეიძლება თუ არა მისი ჭამა
თუ პურს ნესტის სუნი აქვს, მასში სოკოს განვითარება უკვე დაწყებულია და ასეთი პურის ჭამისგან თავის შეკავებას გირჩევთ. პურში მიცელიუმის განვითარება და ზედაპირზე ობის ნიშნები თითქმის ერთდროულად ჩნდება. პური კარგად დაათვალიერეთ, სანამ შეჭამთ. თეთრი ობის პატარა ნიშანზეც მასზე უარი თქვით.