ვიდეო
სასარგებლო და მარტივი სასმელი ფარისებრი ჯირკვლებისთვის
ფარისებრი ჯირკვლები ჩვენს ორგანიზმში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ის აკონტროლებს, თუ ორგანიზმი ენერგიას რამდენად სწრაფად იყენებს. ამასთან ცილებს აწარმოებს და აკონტროლებს, თუ ორგანიზმი სხვა ჰორმონების მიმართ რამდენად მგრძნობიარეა.
ფარისებრი ჯირკვლების გავრცელებულ პრობლემას ჰიპერთირეოზი, ანუ ფარისებრი ჯირკვლების ზეაქტიურობა წარმოადგენს. ასევე ერთ-ერთი პრობლემაა ჰიპოთირეოზი, რაც ფარისებრი ჯირკვლების ჰორმონების არასაკმარისად წარმოებას წარმოადგენს.
ორივე მდგომარეობა ექიმის (სასურველია ენდოკრინოკოლიგის) მეთვალყურეობას მოითხოვს.
აი, ფაქტორები, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლების პრობლემებზე საუბრობს
ფარისებრი ჯირკვლების არასწორმა მუშაობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს წონაზე, განწყობაზე, ენერგიაზე, ქოლესტერინზე, ნაწლავებსა და ბევრ სხვაზე. მაგალითად, თუ შემდეგ კითხვებზე დადებით პასუხს გასცემთ, ეს ჰიპოთიეროზის მდგომარეობაზე მიუთითებს:
- თქვენ დეპრესია, მოთენთილობა და კანკალი გაქვთ?
- წონაში სწრაფად იმატებთ?
- ქრონიკული დაღლილობა გაწუხებთ?
- მშრალი კანი გაქვთ, თმის ცვენა, ეგზემა ან ზრდასრულებში აკნე გაწუხებთ?
- კუნთების ტკივილი, ყაბზობა და ხმის ხრიწინი გაწუხებთ?
- წინამენსტრუაციული სინდრომი ან მენსტრუაციული ციკლის დარღვევა გაქვთ?
- ფეხები შეშუპებული გაქვთ, ან ფრჩხილები გემტვრევათ?
- სურდოთი და გრიპით ხშირად ავად ხდებით? დაბალი ფარისებრი ჯირკვალი ინფექციის მიმართ მეტად დაუცველს გხდით.
შინაურული ტესტი დაბალი ფარისებრი ჯირკვლის არსებობის შესამოწმებლად
4 დღის განმავლობაში თერმომეტრი თქვენი ლოგინის გვერდით გქონდეთ. როგორც კი გაიღვიძებთ, თერმომეტრი იღლიაში 10 წუთით ჩაიდეთ.
ეს მანამ უნდა გააკეთოთ, სანამ ადგებით, რადგან ადგომის შემდეგ ზუსტ მაჩვენებელს ვერ მიიღებთ. თუ თქვენი ტემპერატურა 36,5 გრადუსზე ნაკლებია, დიდი ალბათობით ფარისებრი ჯირკვლების მუშაობა შემცირებულია.
ფარისებრი ჯირკვლების დაბალი მუშაობის მიზეზები
ზოგიერთი გავრცელებული მიზეზია იოდის დეფიციტი და რენტგენული გამოსხივება. ასევე ჰიპოფიზის და ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევა, ჰაერი და დაბინძურებული გარემო, გასახდომი აბების ჭარბი მოხმარება და სხვა მედიკამენტი, ასევე A, E და თუთიის დეფიციტი.
იმ შემთხვევაში, როცა ვიტამინების დეფიციტის სიმპტომები შეიძლება თვალსაჩინო იყოს, ეს კბილებსა და კანზე აისახება. მაგალითად, ის, რაც კანზე A ვიტამინის დეფიციტის გამო ხდება.
შავი და წითელი ბოლოკი ჰიპოთირეოზის სამკურნალოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ. ბოლოკის წვენი ფარისებრი ჯირკვლისთვის ძალიან სასარგებლო შეიძლება იყოს.
სასმელი ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის გასაუმჯობესებლად
ბოლოკში შემავალი გოგირდის ნაერთები (ე.წ. რაფანინები) თიროქსინის და კალციტონინის (პეპტიდური ჰორმონი) წარმოებაში ნორმალური ბალანსის შენარჩუნებაზეა პასუხისმგებელი. როცა ამ გოგირდის ნაერთის საკმარისი რაოდენობა სისხლში მოძრაობს, ფარისებრი ჯირკვლები ამ ჰორმონების მეტად ან ნაკლებად წარმოებისკენაა მიდრეკილი.
თესლი, კაკალი და მათი რძე, ბოსტნეულის წვენი (ნიახური, ოხრახუში, მცირე რაოდენობით სტაფილო, ჭანგა) და ქლოროფილის შემცველი ბევრი მწვანე სასმელი სისხლისთვის სასარგებლოა.
ბოლოკის სარგებელი ფარისებრი ჯირკვლისთვის
თუ ფარისებრი ჯირკვლის გაძლიერება გსურთ, რომელიც გართულებებით იტანჯება, შეგიძლიათ ბოლოკის წვენი სხვა ინგრედიენტებთან შერევის გარეშე დალიოთ. ეს პროფილაქტიკის კარგი მეთოდია, თუ პრობლემები არ გაქვთ: ზუსტად ½ ჭიქა წვენი დალიეთ.
თუ მომავალში ფარისებრი ჯირკვლის ნებისმიერი დისფუნქციის თავიდან აცილება გსურთ, დაახლოებით 1 საშუალო ზომის ბოლოკი აიღეთ და მაგალითად, კიტრის, ნიახურის და ლიმონი-სტაფილოს წვენთან ერთად დალიეთ.
სტაფილოს სარგებელი ფარისებრი ჯირკვლისთვის
სტაფილო დიდი რაოდენობით ბეტა-კაროტინს შეიცავს, რომელიც ორგანიზმში A ვიტამინის წინამორბედია. თუ A ვიტამინის დეფიციტი გაწუხებთ და თირეოტროპული ჰორმონის წარმოება შეზღუდულია, სტაფილო მიიღეთ.
B ჯგუფის ვიტამინები ფარისებრი ჯირკვლის სწორი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. კიტრი B ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს, ამიტომ ფარისებრი ჯირკვლებისთვის კარგ საკვებს წარმოადგენს.
გირჩევთ, რომ იოდის გასაზრდელად ამ ტონიკს ცოტა წყალმცენარე ან წყალმცენარის ფხვნილი დაუმატოთ.
ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ იოდი მნიშვნელოვან მიკროელემენტს წარმოადგენს, რომელიც ფარისებრი ჯირკვლების სწორი მუშაობისთვის აუცილებელია. სწორედ ამიტომ, იოდით მდიდარი პროდუქტების მიღება ფარისებრი ჯირკვლების სწორ მუშაობას უზრუნველყოფს.
კვლევამ აჩვენა, რომ რაციონში იოდის დეფიციტმა შეიძლება ფარისებრი ჯირკვლების ზრდა, დაღლილობა, იმუნური სისტემის დასუსტება, ნივთიერებათა ცვლის შენელება, წონის მომატება გამოიწვიოს.
ნებისმიერ შემთხვევაში წვენების გამოყენების წინ სპეციალისტთან კონსულტანცია გაიარეთ.