საკითხავი
საოჯახო საქმეს ბედნიერება უნდა მოჰქონდეს. სპეციალისტი იდეალურ დალაგებაზე ხელს იღებს
მარი კონდო სახლის მოწყობის ცნობილი სპეციალისტი და მწერალია. მისმა წიგნმა „ჯადოსნური დალაგება. წესრიგის დამყარების იაპონური ხელოვნება“ მსოფლიოში ბევრი დიასახლისის ცხოვრება შეცვალა და მათ ყოფის გამარტივებაში დაეხმარათ. ახლა დიასახლისებს ბინაში უწესრიგობა აღარ აშინებთ.
ბევრი დიასახლისი მარი კონდოს ბაძავს, მისით აღფრთოვანებულია. ცოტა ხნის წინ მარი კონდოს ცხოვრებაში ქაოსი შემოიჭრა და სპეციალისტი რაიმეს შეცვლას არ ჩქარობს. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა მოხდა და რას ფიქრობს მარი კონდო სახლის დალაგებაზე ახლა.
მარი კონდოს „ჯადოსნური დალაგება“
სახლის მოწესრიგების სპეციალისტი თავის წიგნში საუბრობს, როგორ მიიღოთ დალაგების პროცესიდან სიამოვნება. ღირებულ რჩევებს გვიზიარებს. მთავარი წესი ზედმეტი ხარახურის მოშორებაა.
მარი კონდო გირჩევთ, რომ შემოიკრიბოთ მხოლოდ ის ნივთები, რომლებიც გაბედნიერებთ. არის ნივთების კატეგორია, რომელსაც მარტივად შეგიძლიათ დაემშვიდობოთ? ამ ნივთების მოშორებით დაიწყეთ. საკუჭნაოში შენახულ ძველ ნივთებს აუცილებლად გადახედეთ. აქ ბევრ უსარგებლო საგანს იპოვით, რომლებიც მომავალში არ დაგჭირდებათ. თუ ასე არ მოიქცევით, ერთ დღეს ხარახურა თქვენს დახრჩობას ეცდება და სიტუაციის გამოსწორება გაგიჭირდებათ.
მწერალი ბევრი ქალისთვის მისაბაძი მაგალითი გახდა. ის ყოველთვის ყველაფერს ასწრებს და ამით გაოცებას და აღფრთოვანებას იწვევს. მას აქვს იდეალური დიასახლისის იმიჯი, რომელმაც სახლის მოწესრიგებასა და კომფორტის შექმნაზე ყველაფერი იცის.
კონდომ დაამტკიცა, რომ სრულყოფილი არავინ და არაფერია. მესამე ბავშვის გაჩენის შემდეგ მოწესრიგების სპეციალისტმა იდეალურ წესრიგზე უარი თქვა. „დღემდე სახლის დალაგებაში პროფესიონალი ვიყავი და ყოველთვის იდეალური წესრიგის შენარჩუნებას ვცდილობდი. ახლა ამ იდეაზე უარს ვაცხადებ. ჩემთვის შვილებთან დროის გატარება უფრო მნიშვნელოვანია“.
ახალი ფილოსოფია
ეს იმას არ ნიშნავს, რომ მარი კონდოს ჯადოსნური დალაგება წარსულში დარჩა. უბრალოდ სპეციალისტის ფილოსოფია შეიცვალა. 2021 წლის აპრილში დედა მესამედ გახდა. სამი შვილის ყოლამ მისი რუტინა შეცვალა.
როცა ხელში პატარა ბავშვი გიჭირავს და კიდევ ორი ცელქი ოთახებში დარბის, სახლის დალაგებას ბოლოს ახერხებთ. ახლა მარიმ უწესრიგობით ტკბობა ისწავლა. ამბობს, რომ ბედნიერება სახლში სისუფთავეზე დამოკიდებული არაა.
მარი თავის ბოლო წიგნში ცხოვრების იაპონურ პრინციპებზე, დროის გატარების იდეალურ მეთოდზე საუბრობს. სპეციალისტის თქმით, საოჯახო საქმეებს სიმშვიდე და ბედნიერება უნდა მოჰქონდეს. ამის მისაღწევად თქვენთვის მნიშვნელოვანი ნივთები უნდა შემოიკრიბოთ.
მაგალითად, ზოგს დილით ფინჯანი ყავის დალევა აბედნიერებს. ეს ჩემი სიმშვიდის რიტუალია. ზოგი წიგნის კითხვით ან ქსოვით სიამოვნებას იღებს. ხშირად გააკეთეთ ის, რაც გულით გსურთ, და ბედნიერება აუცილებლად მოვა.
„დალაგების პროცესი თქვენს ცხოვრებაში ყველაფრის მოწესრიგებას გულისხმობს. ეს არ არის მხოლოდ ტანსაცმლის და სხვა ნივთების დალაგება. ჯერ თქვენი ცხოვრება, გონება უნდა მოაწესრიგოთ“ – ამბობს მარი. ახლა ორგანიზების სპეციალისტი დალაგების მინიმალურ მეთოდს იყენებს. მის ცხოვრებაში შინაგანი ქაოსი აღარაა.
მარი კონდოს რჩევა
მარი კონდო თავის ბოლო წიგნში რჩევებს გვიზიარებთ. გვთავაზობს ახალი რუტინის, სიხარულის წესრიგის შექმნას. ქაღალდზე ჩამოწერეთ რიტუალები, რომლებიც ბედნიერებას და სიხარულს განიჭებთ. 10 დღის განმავლობაში ყოველდღე ეს რიტუალები შეასრულეთ. ბოლოს შეაჯამეთ, რა გავლენა მოახდინა თქვენს ცხოვრებაზე.
ბევრისთვის იდეალური წესრიგი რეალური არაა. იდეალების დევნა შეწყვიტეთ და ბედნიერების და სიხარულის მისაღებად იცხოვრეთ.