Connect with us

სხვა

საოცარი “ანგელოზი” ცაში – კამერაზე მოხვდა

ბრიტანეთის მთებში მოგზაურობისას, ფოტოგრაფმა იშვიათი მოვლენა აღბეწდა, რომლესაც “ცაში ანგელოზს” უწოდბენ.

ლი ჰაუდლი პიკ-დისტრიქტის ნაციონალურ პარკში სეირნობდა როდესაც შესანიშნავი, ნისლოვანი ჩრდილი შენიშნა.

გამოცდილმა ფოტოგრაფმა, ეს მოვლენა თავისი კამერით – Canon 5d Mk4-ით გადაიღო.

“ჩემი ჩრდილი უზარმაზარი ჩანდა. მას კი წრიული ცისარტყელა ჰქონდა გარშემორტყმული, – ყვება ლი ჰაუდლი. მე რამდენიმე სურათი გადავიღე და გზა გავნაგრძე. ის ანგელოზს გავდა, ნამდვილ სასწაულს”

ამ ფენომენს “ბროკენული მოჩვენება” ან “მთის მოჩვენება” ეწოდება. ბრიტანული მეტეოროლოგიის სამსახური მას “ყველაზე უცნაური ბუნებრივი მოვლენების” ათეულს მიაკუთვნებს.

“ეს ეფექტი მაშინ ჩნდება როდესაც დამკვირვებელი ღრუბლის ზედა ნაწილზე დგას (მთაზე ან სხვა შემაღლებაზე, მზე კი მის ზურგსუკან არის მოთავსებული. როდესაც ადამიანი თავის ჩრდილს უყურებს, შუქი ამგვარად აისახება. ჩრდილი, რომელიც ამ მოვლენის დროს ეცემა, შეიძლება ძალიან დიდად და რგოლით შემოსაზღვრულად მოგეჩვენოთ.

ეს ფენომენი შეიძლება მთაში შენიშნოთ, მისი დასახელება კი ჩრდილოეთ გერმანიაში არსებული, ბროკენის მწვერვალის მიხედვით წარმოიშვა.

ჰაუდლი მამ-ტორეზე იდგა, როდესაც ბროკენის მოჩვენება შენიშნა. მამ-ტორის სიმაღლე სიმაღლე 517 მეტრია.

“ამის მსგავსი ცხოვრებაში არაფერი მინახავს. მის შესახებ მხოლოდ ინტერნეტში წამიკითხვას, ამბობს ის – ეს არაჩვეულებრივი მოვლენაა. მე ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი მოვლენის აღბეჭდვის საშუალება მომეცა.”

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.