Connect with us

ჰოროსკოპი

სანთლით რიტუალები სახლის ენერგეტიკის გასაწმენდად. ეკლესიაში სანთელს ტყუილად არ ანთებენ

გსმენიათ სანთლით რიტუალების შესახებ? ეკლესიაში სანთელს ხომ ტყუილად არ ანთებენ. სანთელი განსაკუთრებულ ძალას და სარგებელს ფლობს. Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ მარტივ რიტუალებს სანთლით. თქვენი სახლის შეუცვლელი დამხმარე გახდება.

ერთი უბრალო სანთელი თქვენი სახლისა და ოჯახისთვის დიდ სარგებელს ფლობს. მას სახლის ნეგატივისგან გაწმენდა შეუძლია. როგორც არ უნდა სცადოთ, სახლში ნეგატიური ენერგია მაინც ხვდება. მაგალითად, როცა სტუმრები საკუთარი პრობლემებით და ჩივილით მოდიან.

ადრე თვლიდნენ, რომ ანთებული სანთელი სატყუარაა, რომელიც ბედნიერებას, კეთილდღეობას და სიუხვეს იზიდავს. ამისთვის სანთლებით სპეციალური რიტუალი უნდა ჩაატაროთ. საღამოს „მამაო ჩვენო“ წაიკითხეთ და სანთელი აანთეთ.

ანთებული სანთლით ყველა ოთახი მოიარეთ. ოთახის ცენტრში შეჩერდით და თქვით: „ყველაფერი უსარგებლო სანთლის ალში შევა და დაიწვება, ყველაფერი საჭირო სამუდამოდ დარჩება. ამინ!“

ოთახების შემოვლის შემდეგ სანთელი ფანჯრის რაფაზე დადეთ და ჩაწვით. სანთლის ალი ბედნიერებას იზიდავს. სანთლის ჩაწვის შემდეგ ფანჯარა ბოლომდე გააღეთ და ფიქრებით იღბალი სახლში დაპატიჟეთ.

სანთლის გამოყენება სახლში

სანთელი მიზეზით ან მის გარეშე შეგიძლიათ აანთოთ. ასე სახლში ხელსაყრელ ატმოსფეროს შექმნით. მაგალითად, სანთლის შუქზე ფილმს შეგიძლიათ უყუროთ, ივახშმოთ ან რომანტიკა შექმნათ. ეს ყველაფერი ერთგვარ რიტუალად შეგიძლიათ განიხილოთ.

შემდეგში, სანამ სადილს მოამზადებთ, სანთელი აუცილებლად აანთეთ და ილოცეთ. ამის შემდეგ ანთებული სანთლის ფონზე ისადილეთ. ნათურები არ ჩართოთ. ასე დადებითი ენერგიის და ფინანსების მოზიდვის შანსს გაზრდით.

სანთლის ფერსაც მნიშვნელობა აქვს. მწვანე სანთელი სიმდიდრეს იზიდავს. სანთელს მწვანე ლენტი შემოახვიეთ, გარშემო მონეტები დააწყვეთ და თქვით: „მწვანე ალით გარშემორტყმული ვარ, ფულის მაგიით გარშემორტყმული ვარ, მდიდარი ვარ, მალე უფრო მდიდარი გავხდები.“

ცოტა მწვანე ცვილი მონეტებს დააწვეთეთ და მოფარებულ ადგილას შეინახეთ. ასე სახლში ფულს მოიზიდავთ. მეტი ეფექტისთვის ერთდროულად 3 ან 6 სანთელი გამოიყენეთ.

სანთლები დაგეხმარებათ სახლში ენერგეტიკულად ყველაზე დაბინძურებული ადგილი იპოვოთ. ოჯახის ყველა წევრმა სანთელი უნდა აანთოს და ბინაში სიარული დაიწყოს. ადგილი, სადაც სანთელი ქრობას იწყებს, ნეგატივისგან უნდა გაწმინდოთ. ილოცეთ, ოთახი გაანიავეთ და შემოსასვლელ კართან ამულეტი დაკიდეთ.

სახლში სანთელი ხშირად აანთეთ. ბევრ სანთელს სასიამოვნო სურნელი აქვს. ხელნაკეთი სანთლები ძალიან ლამაზად გამოიყურება. ასე ინტერიერსაც გაალამაზებთ.

Advertisement