ყვავილები
სანამ ყველა კოლორადოს ხოჭოთი იტანჯება, დამავიწყდა, როგორ გამოიყურება. გიამბობთ, რას ვაკეთებ კარტოფილის დარგვისას
გამოცდილმა მებოსტნეებმა იციან, რომ ნაკვეთიდან კოლორადოს ხოჭოს მოშორება რთული, ზოგჯერ შეუძლებელია. მავნებელი მწერი არ დამშვიდდება, სანამ ბოლო ღერომდე ყველაფერს არ გადაჭამს. Alltime.ge-ს რედაქცია გიზიარებთ ეფექტურ საშუალებას, რომლის დახმარებით კოლორადოს ხოჭოს გარეგნობაც დაგავიწყდებათ.
ხოჭოს ხელით დაჭერა ერთ–ერთი ეფექტური, ეკოლოგიური, შრომატევადი მეთოდია. ხელით მწერების დაჭერა საკმაოდ დამღლელი პროცესია. დაჭერილი ხოჭოები საპნიან ან მარილიან ხსნარში ჩადეთ, რომ გაფრენა არ სცადოს. კარტოფილის ბუჩქი როგორც ზემოდან, ასევე ქვემოდან კარგად დაათვალიერეთ. ხოჭო კვერცხებს ფოთლის უკანა მხარეს დებს და ისინი აუცილებლად მოაშორეთ.
კოლორადოს ხოჭოს მოშორებაში დაგეხმარებათ ქათმები, ჭიამაიები, ხვლიკები და თხუნელები. რომელიმე მათგანი კარტოფილის კვლებში გაუშვით და ხოჭოს არსებობას დაივიწყებთ. მაგალითად, ქათამი ასეთ კერძს სიამოვნებით მიირთმევს.
კიდევ ერთი ეფექტური მეთოდი იმიდაკლოპრიდზე დაფუძნებული საშუალებაა. შეფუთვაზე გამოყენების წესი კარგად შეისწავლეთ და პროფესიონალს რჩევა ჰკითხეთ. ამ კომპონენტით ნაკვეთის დამუშავებისას სათვალე, ხელთათმანი და ნიღაბი აუცილებლად გაიკეთეთ, რადგან სასუნთქი ორგანოებისა და თვალის დამცავი გარსისთვის სახიფათოა.
დამუშავების შემდეგ საშუალება კარტოფილის ღეროსა და ყვავილზე გარკვეული დროით რჩება. კარგი მწერების, მაგალითად, ფუტკრების დასაცავად, მაშინვე მოჭერით. აყვავებული ყვავილი შეგიძლიათ მაშინვე დაკრიფოთ, რადგან მთავარი ფუნქცია უკვე შეასრულა.
იმიდაკლოპრიდზე დაფუძნებული კარტოფილის დამცავი საშუალება ფხვნილის ან თხევადი ფორმით შეიძლება იყიდებოდეს. ეს მებაღეებისთვის კომფორტული გამოყენებისთვის არის გაკეთებული. ზოგი თვლის, რომ მხოლოდ მწვანე აღმონაცენი უნდა დამუშავდეს, როცა კოლორადოს ხაჭო უფრო აქტიურია.
გირჩევთ, რომ კარტოფილის კლუმბები თხევადი ხსნარით დაამუშავოთ. ფრთხილად დანამეთ, სანამ კარტოფილს მიწაში მოათავსებთ. ასე ხოჭოებს 2 თვით დააშინებთ. ეს დრო კარტოფილს სრულად გასაზრდელად და გასავითარებლად ეყოფა. შემდეგ უკვე შეგიძლიათ კარტოფილი ამოთხაროთ. ამ პერიოდისთვის ხოჭო ბუნებაში პოპულარობით აღარ სარგებლობს. გაგვიზიარეთ ეფექტური მეთოდები და პირადი გამოცდილება, როგორ ებრძვით კოლორადოს ხოჭოს კარტოფილის მოსავლის დასაცავად.