Connect with us

ჯანმრთელობა

სამყურას ნაყენი დაავადებების სამკურნალოდ. საუკეთესო რეცეპტები

ძველად სხვადასხვა დაავადებას მხოლოდ ხალხური საშუალებებით მკურნალობდნენ. უცნაურია, მაგრამ ყოველთვის მუშაობდა. დიდი ხნის წინ სამყურას და სხვა ყვავილების, ასევე ბალახის ნაყენი მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენებოდა.

Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ 5 ეფექტურ საშუალებას, რომელთაც 100%–იანი შედეგი აქვთ. გაიგებთ, როგორ გააკეთოთ სამყურადან კომპრესი, მოამზადოთ ნაყენი და ჩაი, რომელიც პაციენტს მოკლე დროში ფეხზე წამოაყენებს.

რომელ დაავადებებს კურნავს სამყურას ჩაი და ნაყენი

მაღალი წნევა

თუ გულ–სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები გაწუხებთ, სამყურას ნაყენის რეგულარულად დალევას გირჩევთ. ამის გაკეთება ძალიან მარტივია. 6 ს/კ წითელ სამყურას 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით. ქვაბი შეფუთეთ და 1 საათით გააჩერეთ. მზა ნაყენი საღამოს დალიეთ.

სახსრების ტკივილი

გაწუხებთ ძლიერი ტკივილი სახსრებში? სამყურას და ცაცხვის ყვავილებიდან ეფექტური საშუალება მოამზადეთ. თანაბარი რაოდენობით აიღეთ. ქისა ყვავილებით გაავსეთ და 5 წუთით ადუღეთ. ცეცხლი გამორთეთ. ქისა 10 წუთით გააჩერეთ. შემდეგ გააგრილეთ. ქისა მტკივნეულ სახსრებზე დაიდეთ და შეიფუთეთ. ზემოდან შალის შარფი შემოიხვიეთ.

შაქრიანი დიაბეტი

ექიმები შაქრიანი დიაბეტის დროს გირჩევთ, რომ წითელი სამყურას სპეციალური ჩაი დალიოთ. მარტივად მზადდება. 1 ს/კ სამყურას ყვავილებს 300 მლ მდუღარე წყალი დაასხით. 1 საათით გააჩერეთ. ასეთი ჩაი დღეში 2–ჯერ 1 კვირის განმავლობაში უნდა დალიოთ.

სურდოს დაავადებები

სურდოს პირველივე ნიშნებზე სამყურას, ცაცხვის, ჟოლოს ფოთლების ნარევის ჩაი დალიეთ. კარგი არჩევანია. ამ საშუალებას სიცხის დამწევი და შარდმდენი თვისებები აქვს. რამდენიმე დღეში შვებას იგრძნობთ.

შაკიკი

 

გაწუხებთ ძლიერი თავის ტკივილი და ყურებში ხმაური? სამყურას ნაყენი გამოგადგებათ. ველური სამყურას ყვავილებით ერთლიტრიანი ქილა შეავსეთ და ბოლომდე არყით გაავსეთ. თავსახური დაახურეთ და გააჩერეთ იქ, სადაც მზის პირდაპირი სხივები არ ხვდება. 14 დღე გააჩერეთ. შემდეგ ნაყენი გადაწურეთ. 20 მლ ნაყენი ძილის წინ 3 თვის განმავლობაში დალიეთ. ორჯერ 10 დღით შეისვენეთ.

მოიისფრო–ვარდისფერი სამყურას ყვავილები მაისი–ივნისში ჩნდება. მომენტი არ გაუშვათ. ყვავილები სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად შეაგროვეთ. ორგანიზმი მადლობას გეტყვით. გახსოვდეთ, რომ მსგავსი ხალხური საშუალებების გამოყენების წინ ექიმთან კონსულტანცია აუცილებელია.

Advertisement