Connect with us

საკითხავი

სამუშაო ადგილების 47% გაქრება მომავალი 25 წლის განმავლობაში: ოქსფორდის გამოთვლები

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ჩვენი ცხოვრება სულ უფრო სწრაფად იცვლება. ცვლილებები ხდება ყველა სფეროში და არც შრომის ბაზარია გამონაკლისი.

ყველა განვითარებულ ქვეყანაში სამუშაო ადგილების 47%-ით შემცირება მოხდება მომავალი 25 წლის განმავლობაში – ასე თვლის არტ ბიგლერი, ვენტურული მეწარმე და პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის ბიზნეს-სკოლის მართველობის წევრი.

მისი ეს მოსაზრება გამომდინარეობს ოქსფორდის ბოლოდროინდელი გამოკვლევებიდან. ძირითადად, პრობლემა საშუალო კლასს ეხება.

შრომის მექანიზაცია ადამიანს ყოველთვის ართმევდა სამუშაოს. ფეხით სამართავი საქსოვი დაზგა მექანიკურად ქსოვდა, მასთან ერთად ახალი პროფესიები გაჩნდა და ერთმა სპეციალისტებმა მეორე ჩაანაცვლეს.

მეოცე საუკუნის დასაწყისში, ავტომობილების გაჩენასთან ერთად, შემცირდა მოთხოვნა მჭედლებზე, რადგანაც ნალები საჭირო აღარ იყო. მჭედელს მექანიკოსად გადაკვალიფიცირება მოუხდა.

თუმცა, ამჯერად ყველაფერი ასე არ მოხდება. განვითარებული ქვეყნების უმეტესობაში ყვავის უმუშევრობა, რომელიც სულ უფრო გაუარესდება.

2034 წლისთვის, 15 წლის შემდეგ, მოსალოდნელი ტექნოლოგიური რევოლუცია საშუალო ფენის სამუშაო ადგილების დიდ ნაწილს გაანადგურებს.

იმის გარდა, რომ კომპუტერები დავალებას უფრო იაფად შეასრულებენ, ისინი უფრო ეფექტურებიც გახდებიან, ვიდრე ადამიანები.

ბუღალტერები, ექიმები, იურისტები, მასწავლებლები, ბიუროკრატები და ფინანსური ანალიტიკოსები – ყველა მათგანი რისკის ზონაშია. The Economist-ის მონაცემებით, კომპიუტერი შეძლებს მონაცემთა ანალიზსა და შედარებას ფინანსური ან სამედიცინო გადაწყვეტილებების მისაღებად.

უკვე არსებობს ტექნოლოგები, რომლებიც პაციენტს უფრო ზუსტ დიაგნოსტს უსვამს, ვიდრე ექიმი, რომ აღარაფერი ვთქვათ უკვე დანერგილ სისტემებში, რომლებიც მონაცემების დიდ მოცულობას მოხსენებად და სიახლედ აქცევს.

მექანიზაციისა და კომპიუტერიზაციის შეჩერება შეუძლებელია. შეუძლებელია ჯინის ბოთლში დაბრუნება. პრობლემას ამწვავებს ძალიან დაბალი განათლება და ის, რომ ადამიანის ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

ერთ-ერთი შესაძლო გამოსავალია საბაზისო შემოსავალი, რომელმაც ადამიანის ცხოვრების მინიმალური დონე უზრუნველყოს.

კიდევ ერთი შესაძლებლობაა მეწარმეობა ან კრეატიულ პროექტებში მონაწილეობის მიღება.

ბილგერის თქმით, სასკოლო კლასები დღეს გადავსებულია, ბავშვები აუცილებლად უნდა გავზარდოთ იმ უნარებით, რომლებიც მომავალში დასჭირდებათ. უნდა მოვამზადოთ ისინი მომავალი სამუშაოებისთვის.

თქვენ რას ფიქრობთ ამ პრობლემის შესახებ?

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.