Connect with us

ჯანმრთელობა

სამკურნალო საშუალებები ბალახებიდან: როგორი არსებობს და როგორ მოვამზადოთ

ფიტოთერაპიით ბევრია გატაცებული, მაგრამ ყველამ არ იცის, თუ შეგროვებული სამკურნალო ბალახებიდან ესა თუ ის საშუალება როგორ მოამზადოს. არადა გამოყენების შედეგი შეიძლება ამაზე იყოს დამოკიდებული: ნახარშის ან ნაყენის მომზადების დროს დაშვებული შეცდომები მკურნალობის ეფექტურობაზე გავლენას ახდენენ.

მცენარეულ ნედლზე დაფუძნებული სხვადასხვა სამკურნალო ფორმის მოკლე მიმოხილვა ჯანსაღი ფიტოთერაპიიდან მაქსიმალური სარგებლის მიღებაში დაგეხმარებათ. ამასთან, სასარგებლო მცენარეების მომზადების დრო მოვიდა!

რისი მომზადება შეიძლება სამკურნალო ნედლი მასალიდან?

მცენარეული სამკურნალო ნედლი – ბალახი, ყვავილი, ფოთოლი, ფესვი, ქერქი, კვირტი, ნაყოფი – ხალხურ მედიცინაში ნახარში, ნაყენის, ზეთის, მალამოს, სიროფის და ფხვნილის მოსამზადებლად გამოიყენება.

ერთი და იგივე მცენარე შეგიძლიათ სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატის მოსამზადებლად გამოიყენოთ.  სწორი ფორმის შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თითოეული მეთოდი ნედლიდან გარკვეული მოქმედი ნივთიერების მიღების საშუალებას იძლევა, რომლითაც სამკურნალო ეფექტია განპირობებული. მაგალითად, ზოგი აქტიური ნაერთი წყალში კარგად იხსნება, ზოგს კი სპირტიანი ნაყენის მომზადება სჭირდება, მესამეს გაცხელება – თუ ამას არ გაითვალისწინებთ, მომზადებული საშუალება შეიძლება უსარგებლო იყოს ან საერთოდ ზიანი მოგაყენოთ.

გარდა ამისა, სამკურნალო ფორმის შერჩევა მიზანზეა დამოკიდებული. მაგალითად, მტკივნეული სახსრების ხანგრძლივი მკურნალობისთვის შეგიძლიათ მალამო ან ნაყენი გამოიყენოთ, სამკურნალო აბაზანისთვის ნახარში მოამზადეთ. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი საშუალება მომზადებისთანავე უნდა მიიღოთ – ისინი დიდხანს შენახვას არ ექვემდებარებიან (რამდენიმე საათიდან 1-2 დღემდე).

ფიტოპრეპარატების მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთი მცენარეული ნედლი ან რამდენიმე: ნარევი, რომელიც გარკვეული პროპორციით აღებული სხვადასხვა ინგრედიენტისგან მზადდება.

გთავაზობთ ყველაზე გავრცელებულ სამკურნალო ფორმებს, რომლებიც მცენარეულ ნედლზე დაფუძნებით მზადდება.

წყლიანი ნაყენი

ეს წყლიანი გაწურვაა, რომელიც ცივი ან ცხელი მეთოდით მზადდება. მის მოსამზადებლად მინის, კერამიკის ან ემალის ჭურჭელი გამოიყენეთ. ნედლი (როგორც ახალი, ასევე ხმელი) გამოყენების წინ დააქუცმაცეთ.

ცივი მეთოდით მომზადების დროს ნედლს ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყალი დაასხით, დიდხანს (მინიმუმ 4 სთ, ჩვეულებრივ 8-12 სთ) დააყენეთ. ეს ვარიანტი გამოგადგებათ, როცა აუცილებელია ნივთიერების შენახვა, რომელიც მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ადვილად ნადგურდება.

ხშირად წყლიან ნაყენს ასე ამზადებენ: დაქუცმაცებულ ნედლს მდუღარე წყალი დასხით. შემდეგი რეკომენდაცია შეიძლება აუცილებელი შედეგის მიხედვით განსხვავდებოდეს.

მეთოდი 1: დაქუცმაცებული ნედლით სავსე ჭურჭელს მდუღარე წყალი დაასხით, წყლის ორთქლზე 10-15 წუთით ხარშეთ, ადუღებამდე არ მიიყვანოთ, შემდეგ ოთახის ტემპერატურამდე მიიყვანეთ და გადაწურეთ.

მეთოდი 2: ნედლს მდუღარე წყალი დაასხით, თავსახური დაახურეთ, კარგად შეფუთეთ (პირსახოცით, გადასაფარებლით და ა.შ.) და 4-6 საათით გააჩერეთ, შემდეგ გადაწურეთ.

ასევე ზოგიერთი მცენარეული ნედლიდან ჩაის ამზადებენ: მდუღარე დაასხით, თავსახური დაახურეთ და ოთახის ტემპერატურაზე 5-15 წუთით გააჩერეთ, შემდეგ გადაწურეთ. ასეთი მომზადების მეთოდიც წყლიან ნაყენს მიეკუთვნება.

ორთქლით გამოხდა

მეთოდი წყლიანი ნაყენით მომზადებას ძალიან ჰგავს, მაგრამ ამ შემთხვევაში დაქუცმაცებულ ნედლს მდუღარე წყალში, მაღალ ტემპერატურაზე დიდხანს (8-10) ხარშავენ. ძველად მოსამზადებლად მთელი ღამე ფეჩში ტოვებდნენ, თანამედროვე პირობებში შეგიძლიათ ღუმელი ან თერმოსი გამოიყენოთ.

ნახარში

ახალი ან ხმელი სამკურნალო, დაქუცმაცებული ნედლის წყლიანი გაწურვა, რომელსაც სხვადასხვა მეთოდით ამზადებენ. მეთოდის არჩევა ნედლის კონკრეტულ სახეობასა და მისაღებ შედეგზეა დამოკიდებული. სამკურნალო საშუალების მისაღებად რეცეპტი მკაცრად დაიცავით.

მეთოდი 1: ნედლს სუფთა წყალი დაასხით და ოთახის ტემპერატურაზე 8-24 საათი გააჩერეთ, შემდეგ ადუღებამდე მიიყვანეთ და სუსტ ცეცხლზე 5-15 წუთით ადუღეთ. შემდეგ ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ და გადაწურეთ.

მეთოდი 2: დაქუცმაცებულ ნედლს ცივი წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და სუსტ ცეცხლზე 10-30 წუთით ადუღეთ, შემდეგ ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ, გაფილტრეთ და გადაწურეთ.

მეთოდი 3: ნედლს მდუღარე წყალი დაასხით, თავსახური დაახურეთ და მდუღარე წყლის ორთქლზე 20-30 წუთით ხარშეთ, რეგულარულად აურიეთ, შემდეგ გადაწურეთ.

ნაყენის, ნახარში და ორთქლის მოხდის მეთოდების განსაკუთრებულობა

მომზადების მეთოდის მიუხედავად ნაყენი, ნახარში და ორთქლით მოხდა სწრაფად ფუჭებად სამკურნალო საშუალებას წარმოადგენს და დიდხანს არ ინახება. ზოგიერთი სახეობა შეგიძლიათ მაცივარში მაქსიმუმ 2 დღე შეინახოთ. ამ შემთხვევაში გამოყენების წინ საშუალება წყლის ორთქლზე ოთახის ტემპერატურამდე უნდა შეათბოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ აადუღოთ.

ნახარშის და ორთქლით მომზადების დროს სითხის მოცულობა მნიშვნელოვნად მცირდება – ამ შემთხვევაში მზა საშუალებას თბილი, ანადუღარი წყალი დაასხით და საწყის მოცულობამდე აიყვანეთ. გაითვალისწინეთ, რომ გარეგანი გამოყენებისთვის უფრო მაღალი კონცენტრაციის ნაყენი და ნახარში გამოიყენეთ, ვიდრე შიგნით მიღების დროს.

სპირტიანი ნაყენი

მცენარეული სამკურნალო ნედლი მასალის სპირტიანი გაწურვა. მას 70%-იანი ეთილის სპირტით, არყით (40% სპირტი) ან ღვინით (იშვიათად) ამზადებენ. მნიშვნელოვანია: მხოლოდ მაღალ ხარისხიანი პროდუქტი გამოიყენეთ, რომ მოწამვლა გამორიცხოთ!

სპირტიანი ნაყენის უპირატესობა – დიდხანს ინახება და მცირე დოზით გამოიყენება (ჩვეულებრივ წვეთობით). მას უფრო მეტი უკუჩვენება გააჩნია. სპირტიანი ნაყენის მიღება 12 წლამდე ბავშვებისთვის, ორსულებისა და მეძუძურე დედებისთვის არ შეიძლება. სპირტის შემცველი პრეპარატის ხანგრძლივი და უკონტროლო მიღება რეკომენდებული არაა. გარდა ამისა, თითოეულ სამკურნალო ნედლს თავისი შეზღუდვები გააჩნია.

სპირტიანი ნაყენის მოსამზადებლად მცენარეული ნედლი მინის ქილაში აურიეთ, სპირტი (არაყი, ღვინო) დაასხით, კარგად შეფუთეთ და 2-5 კვირა ბნელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე შეინახეთ. მინის ქილა რეგულარულად (დღეში მინიმუმ ერთხელ) შეანჯღრიეთ.

მზა სპირტიანი ნაყენი გადაწურეთ. გამონაკლისი იშვიათად, მაგრამ არსებობს – მაგალითად, ხმელი მელაკუდას (სოკო) სპირტიან ნაყენს არ წურავენ, გამოყენების წინ ანჯღრევენ და ნალექთან ერთად იღებენ. სპირტიანი ნაყენი კარგად შეფუთულ მინის ტარში (სასურველია, მუქი ფერის იყოს), ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე შეინახეთ.

სპირტიანი ნაყენი რთული რეცეპტით ბევრ ინგრედიენტს შეიცავს, მათ შორის თაფლს ( და ფუტკრის სხვა პროდუქტს), სიროფს, კაკალს, სანელებელს და ა.შ. მათ ბალზამი ეწოდებათ. მათ, როგორც წესი, ზოგადი გამაძლიერებელი, იმუნომასტიმულირებელი მოქმედება გააჩნიათ და პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენება. უკუჩვენება ისეთია, როგორც სხვა სპირტიანი ნაყენის გამოყენებისას.

მალამო

მცენარეული ნედლით სამკურნალო მალამო გარეგანი გამოყენებისთვის მზადდება. ცხიმოვანი ბაზის სახით ხარისხიანი კარაქი, ღორის ქონი და ვაზელინი გამოიყენება. გაითვალისწინეთ, რომ ცხოველური წარმოშობის მალამო კარგად იწოვება და ეფექტურად მოქმედებს, მაგრამ ვაზელინზე დაფუძნებული დიდხანს ინახება.

მცენარეული ნედლი ფხვნილის მიღებამდე დაფშვენით. იშვიათად ნახარში ან სპირტიანი ნაყენი გამოიყენება, ბაზას კარგად აურიეთ. ზოგიერთი პრეპარატის მოსამზადებლად მცენარეულ ინგრედიენტებს ცხიმთან (კარაქთან) ერთად წყლის ორთქლზე ხარშავენ, შემდეგ წურავენ და აგრილებენ. მზა მალამო გრილ ადგილას შეინახეთ.

ზეთი

სამკურნალო ზეთი ეთერზეთში არ აგერიოთ. ეს პრეპარატი მცენარეული, სამკურნალო ნედლის ზეთოვან გაწურვას წარმოადგენს, რომელიც ზეითუნის, მზესუმზირას, იშვიათად სიმინდის ან სეზამის ზეთზეა დაფუძნებული. ასეთი საშუალება სამკურნალო და კოსმეტიკური მიზნით როგორც შიგნით (რეკომენდებულია, ნელ-ნელა მოწუწნოთ, წყალი არ დააყოლოთ), ასევე გარეგნულად გამოიყენება.

ზეთის მოსამზადებლად ნედლი დააქუცმაცეთ (ხშირად ახალი, იშვიათად ხმელი ნედლი), მცენარეული ზეთი დაასხით და 2-4 კვირა ბნელ ადგილას დააყენეთ, შემდეგ გადაწურეთ. ზოგიერთი ზეთი მხოლოდ მზეზე მზადდება. მაგალითად, კრაზანას ზეთი, ვარდის ფურცლების ზეთი, ბარამბოს ზეთი და ა.შ. მზა ზეთი გრილ ადგილას, კარგად შეფუთულ მუქი ფერის ბოთლში შეინახეთ.

როგორც ხედავთ, სამკურნალო მცენარეებიდან სამკურნალო საშუალების მომზადების უამრავი მეთოდი არსებობს. რომელი მათგანიც არ უნდა აირჩიოთ, გახსოვდეთ, რომ რეცეპტის და მიღების რეკომენდაციების მკაცრად დაცვა აუცილებელია. ასევე გაითვალისწინეთ უკუჩვენებებიც – ფიტოპრეპარატი ორგანიზმს სარგებელს მხოლოდ ამ შემთხვევაში მოუტანს.