ჯანმრთელობა
სამკურნალო თაფლის მომზადება გოგრისგან
ეს ნამდვილი ბალზამია თქვენი ღვიძლისთვის, ის საკვების მონელებასაც აუმჯობესებს და გამხსნელი ეფექტიც აქვს. გოგრის თაფლი რეკომენდებულია სიმსუქნის, თირკმლისა და შარდის ბუშტის დაავადებების დროს.
თაფლიანი გოგრის მოსამზადებლად:
- უნდა აიღოთ გოგრა, მოაჭრათ ზედა ნაწილი და ამოაცალოთ შიგნეულობა.
- შემდეგ გოგრაში ჩაყარეთ შაქარი კიდემდე, დაახურეთ მოჭრილი ნაწილი და ჩადგით დიდ ჯამში.
- გოგრა უნდა იდგეს ჯამში სანამ მისი კანი რბილი არ გახდება.
- კანის დარბილების შემდეგ მისი შიგთავში შუშის ქილაში გადმოასხით.
ეს არის გოგორის თაფლი. შეინახეთ ის მაცივარში. შეგიძლიათ ის ნებისმიერი რაოდენობით, ნებისმიერ დროს დალიოთ.