Connect with us

საკითხავი

საკუთარ თავს, დედას, ბებიას, დაქალს ერთ ჭიქა „მარადიულ ახალგაზრდობას“ ვუსხამ. სხეული თითქოს შიგნიდან განახლდა

უძველესი დროიდან ადამიანები ახალგაზრდობის და ჯანმრთელობის მუდმივად შენარჩუნების მეთოდს ეძებდნენ. ძველი მკურნალები და ალქიმიკოსები სხვადასხვა ელექსირების შემადგენლობას ქმნიდნენ და ყველა შესაძლო ინგრედიენტს იყენებდნენ. სასმელში სამკურნალო მცენარეს, ძვირფას ქვას და შხამსაც კი ამატებდნენ. თუმცა სასწაულ მოქმედი სასმელი, რომელიც კაცობრიობას დაბერებისგან იხსნიდა, არ არსებობს.

და მიუხედავად იმისა, რომ დაბერების თავიდან აცილება შეუძლებელია, რამდენიმე წლით მისი შეფერხების ბევრი მეთოდი არსებობს.

დღეს არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ახალგაზრდობის გახანგრძლივება პირდაპირ დაკავშირებულია იმასთან, თუ რას ვჭამთ და ვსვამთ. სპეციალისტები მხოლოდ ნატურალური სასმელის და პროდუქტის მოხმარებას გვირჩევენ. ერთ-ერთ ასეთ პროდუქტს მწვანე ჩაი კოჭით წარმოადგენს.

ჩაის სარგებელი ორგანიზმისთვის

ეს ჩაი მთელ ორგანიზმს განახლებაში ეხმარება. ის ვიტამინებით და მინერალებით სავსეა. ნატურალური ინგრედიენტების უნიკალური კომბინაციით სხეულით შიგნიდან განახლებას ახდენს. ჩაი ყველა შინაგან ორგანოს მუშაობაში ეხმარება.

ექიმები ასეთი სასმელის მიღებას გირჩევენ შეშუპების, სითხის შეკავების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების, ასევე ქოლესტერინის მაღალი დონის დროს.

დაბალი ლიბიდო, სიმსივნის მიმართ გენეტიკური მიდრეკილება, მე-2 ტიპის დიაბეტი, სიცივის მიმართ მგრძნობელობა, კუჭის მჟავიანობის გაზრდა და აშლილობა, ასევე ქრონიკული დაღლილობა ან ფიბრომიალგია – ყველა ეს უსიამოვნება ერთი ჭიქა კოჭის ჩაის მოდუღებისთვის კარგი მიზეზია.

გარდა ამისა, ბევრი ადამიანი მწვანე ჩაის გასახდომად სვამს და სწორად იქცევა!

თავად მწვანე ჩაი ანტიკანცეროგენული და ანტიოქსიდანტური პროდუქტია, რომელიც სტრესს აქრობს და ნაადრევ დაბერებას აფერხებს. ეს სასმელი ალერგიის სიმპტომებს მოგაშორებთ, ნივთიერებათა ცვლას დააჩქარებს და კანის დაავადების დროს დაგეხმარებათ.

კოჭა რეპროდუქციული სისტემის და მსხვილი ნაწლავის სიმსივნური დაავადების პროფილაქტიკას წარმოადგენს. მას ანთების გაქრობის, საჭმლის მომნელებელი სისტემის დარეგულირების და ჭარბი სითხის გამოდევნის თვისებები აქვს. კოჭა იმუნიტეტს აძლიერებს, სასუნთქი გზებიდან ლორწოს აქრობს და თავის ტკივილს ებრძვის.

დარიჩინი სხეულს ენერგიით ავსებს და ნატურალურ აფროდიზიაკს წარმოადგენს. ეს სანელებელი სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს და ქოლესტერინს ამცირებს, ასევე ძვლებს და სახსრებს აძლიერებს.

კოჭის ჩაის რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • 1 ლ წყალი
  • 1 ჩ/კ გახეხილი კოჭა
  • 2 ჩ/კ მწვანე ჩაი
  • 1 ჩ/კ დარიჩინი

დარიჩინს და კოჭას წყალი დაასხით და გაზზე დადგით. წყლის ადუღებიდან 5 წუთის შემდეგ მწვანე ჩაი დაუმატეთ. სითხე ცეცხლიდან გადმოდგით და 1 საათით დააყენეთ, შემდეგ გადაწურეთ და კომფორტულ ჭურჭელში გადაასხით.

1 ჭიქა სასმელი დილით გაღვიძებისთანავე დალიეთ, ასევე დღის განმავლობაში და ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.