Connect with us

საკითხავი

საკუთარი ხელით მომზადებული სითხე დასაუთავებლად – უთოობის პროცესი გაიმარტივეთ

ტანსაცმლის, თეთრეულის და ფარდების დაუთოება ბევრ დროს და ძალისხმევას მოითხოვს. ეს შრომატევადი პროცესი ცოტას თუ მოსწონს. თანამედროვე საშუალებები ამოცანის გამარტივებაში გვეხმარებიან – ქსოვილზე უთოს მოძრაობას აუმჯობესებს, სიახლეს მატებს და ჭუჭყის მიმართ უფრო ამტანს ხდის. აეროზოლი სახამებლით სპრეის ან უთოში ჩასასხმელი თხევადი საშუალების სახით იყიდება. ჩვენ გირჩევთ, რომ მაღაზიის ქიმიასა ფული არ დახარჯოთ და საშუალების ნატურალური ანალოგი საკუთარი ხელით თავად მოამზადოთ.

როგორ გავაკეთოთ დასაუთავებელი სპრეი

საუთავებლად სახამებლის საშუალების მოსამზადებლად, თქვენ შემდეგი ინგრედიენტები დაგჭირდებათ:

  • 2 ჭიქა თბილი წყალი
  • 1 ს/კ სიმინდის სახემებელი
  • 1-2 წვეთი ეთერზეთი (სურვილის მიხედვით)
  • ცარიელი ბოთლი სპრეი თავსახურით დასანამად

ჭურჭელი თბილი წყლით აავსეთ, 1 ს/კ სიმინდის სახამებელი, რამდენიმე წვეთი საყვარელი ეთერზეთი დაუმატეთ, თავსახური დაახურეთ და კარგად შეანჟღრიეთ, რომ სახამებელი კარგად გაიხსნას. თქვენ რძის მსგავსი მღვრიე ნარევი უნდა მიიღოთ.

გამოყენების წინ ბოთლი შეანჯღრიეთ. კარგად რომ დააუთოვოთ, 25-35 სმ-ის დაშორებიდან ქსოვილი სითხით დანამეთ. 15-20 წამით გაჩერდით, უთო ქსოვილის ეტიკეტის მიხედვით საჭირო ტემპერატურის რეჟიმზე დააყენეთ და დაუთოება დაიწყეთ. მცირე რაოდენობაც კი დიდხანს გეყოფათ, ამიტომ ერთდროულად ბევრი საშუალება არ გამოიყენოთ. შემდეგ შეგიძლიათ მიღებული სითხით კიდევ დანამოთ, მაგრამ ეცადეთ, რომ არ გადააჭარბოთ! ყოველი გამოყენების წინ ბოთლი შეანჯღრიეთ.

სახამებლის სპრეი ღია და მუქი ფერის ქსოვილზე ლაქებს არ დატოვებს, ასევე მისი კვალი უთოზეც არ დარჩება. თუმცა გახსოვდეთ, რომ ზოგიერი ქსოვილი შეიძლება დაუთოების პროცესში დაზიანდეს, ამიტომ სპრეი შეუმჩნეველ ქსოვილის ნაკვეთზე მოსინჯეთ. სანამ დამუშავებას შეუდგებით, ეტიკეტი კარგად შეისწავლეთ და დარმუნდით, რომ ნივთის დაუთოება შეიძლება.

საყოფაცხოვრებო ხრიკები დროის მნიშვნელოვნად დაზოგვის საშუალებას გვაძლევს, რომელიც შეგიძლიათ უფრო სასიამოვნო საქმეს დაუთმოთ. ბუნებრივია, დასაუთავებელი სპრეი ყველა საყოფაცხოვრებო პრობლემას ვერ მოგიგვარებთ, მაგრამ ცხოვრებას ოდნავ მაინც შეგიმსუბუქებთ.