Connect with us

ჯანმრთელობა

საკმაოდ არასტანდარტული მეთოდები! ექიმის ვერდიქტი: „წყალბადის ზეჟანგს უფრო მეტი შეუძლია..“

წყალბადის ზეჟანგი აბსოლუტურად უსაფრთხო და ნატურალურ ანტისეპტიკურ საშუალებად ითვლება. ეს იაფი, მაგრამ მაღალ ეფექტური საშუალება სახლის აფთიაქში ყველას უნდა ჰქონდეს!

წყალბადის ზეჟანგის ხსნარით შეგიძლიათ არა მხოლოდ ჭრილობა დაამუშაოთ, არამედ არატრადიციული მიზნით გამოიყენოთ. გაითვალისწინეთ, რომ გამოიყენება მხოლოდ 3%–იანი ხსნარი, რომელიც ნებისმიერ აფთიაქში იყიდება!

წყალბადის ზეჟანგი ყოფაცხოვრებაში

1. ტანსაცმელს ათეთრებს

თეთრი თეთრეული ან პირსახოცი წყლის და წყალბადის ზეჟანგის ნარევში გაავლეთ. ეს დაგეხმარებათ, რომ ნივთები დროთა განმავლობაში არ გაყვითლდეს. წყალბადის ზეჟანგი ასევე რთულად მოსაშორებელ ლაქებს აქრობს. ცოტა საშუალება ლაქას წაუსვით, 1 წუთით გააჩერეთ, ჯაგრისით კარგად გაწმინდეთ და ცივ წყალში გარეცხეთ.

2. ფეხის სოკოს კურნავს

წყალბადის ზეჟანგი და წყალი (1:1 პროპორცია) აურიეთ. ცოტა ნარევი დაზიანებულ ნაწილზე ყოველ საღამოს წაისვით.

3. კისრის ტკივილს აქრობს

შესანიშნავი საშუალება მათთვის, ვინც დიდი ხნით არაკომფორტულ პოზაში ზის. თუ კისერი გაგიშეშდათ, კუნთებში უსიამოვნო შეგრძნება გაგიჩნდათ, ცხვირსახოცი აიღეთ და წყალბადის ზეჟანგში დაასველეთ. კისერზე დაიდეთ, ზემოდან პირსახოცი დაიფარეთ. ასეთი კომპრესი 10-20 წუთით გაიჩერეთ. კომპრესი კუნთებს კარგად გაახურებს, ტკივილს და დაძაბულობას გააქრობს!

4. სურდოს დროს დაგეხმარებათ

1 ს/კ წყალბადის ზეჟანგი 1 ჭიქა მინერალურ, უგაზო წყალში გახსენით და ეს ხსნარი როგორც ცხვირის სპრეი გამოიყენეთ.

5. პირის ღრუს სავლები საშუალება

პირში წყლულები და ჭრილობები რომ მოიშოროთ, 10 მლ წყალბადის ზეჟანგი პირში 5 წუთით დაიგუბეთ, მაგრამ არ გადაყლაპოთ. ეს საშუალება კბილებსაც გაათეთრებს და კარიერის წარმოქმნის რისკსაც შეამცირებს. მაღაზიაში პირის ღრუს სავლები საშუალების ყიდვის ნაცვლად წყალბადის ზეჟანგი გამოიყენეთ. ის შეგიძლიათ შინაურულ კბილის პასტას დაუმატოთ.

6. კონტაქტური ლინზების დეზინფექცია

ზოგჯერ კონტაქტური ლინზების სადეზინფექციო, სააფთიაქო ხსნარი შეგიძლიათ წყალბადის ზეჟანგით ჩაანაცვლოთ. ის ლინზებში დაგროვებულ ცილებს შლის.

7. სახლის დალაგებას ამარტივებს

წყალბადის ზეჟანგი მიკრობებს ანადგურებს. შეგიძლიათ ცოტა ხსნარი ჩვარს წაუსვათ ან საწმენდ საშუალებას დაუმატოთ. წყალბადის ზეჟანგი სარკეს და მინას კარგად წმენდს, შეგიძლიათ სააბაზანო ოთახის გასაწმენდად გამოიყენოთ. ის ობს და ლაქებს შესანიშნავად ებრძვის!

8. ყელის ტკივილს კურნავს

ყელის ტკივილის დროს ½ ჭიქა თბილი წყალი ¼ ჭიქა წყალბადის ზეჟანგს აურიეთ და ყელში კარგად გამოივლეთ. ეს შესანიშნავი პროფილაქტიკაა სურდოს დაავადების დროს, რადგან წყალბადის ზეჟანგი პათოგენებს კლავს.

9. ყურებს წმენდს

რამდენიმე წვეთი წყალბადის ზეჟანგი თბილ წყალში გააზავეთ. ხსნარში რამდენიმე ყურის ჩხირი დაასველეთ და გამოიყენეთ. ასე ყურში დაგროვებულ გოგირდს მარტივად მოიშორებთ.

წყალბადის ზეჟანგი ყოველთვის თან იქონიეთ. ეს რჩევები გამოიყენეთ და ნებისმიერი უსიამოვნო სიტუაციისთვის მზად იყავით!

წყალბადის ზეჟანგის სასარგებლო თვისებების შესახებ ცოდნა მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.