Connect with us

ჯანმრთელობა

საკვები სოდა სიმსივნის წინააღმდეგ: იტალიელი ექიმის წარმოუდგენელი თეორია

ტულიო სიმონჩინი ყოფილი იტალიელი ონკოლოგია, რომელმაც შეიმუშავა თეორია იმის შესახებ, რომ ყველა სახის სიმსივნე გამოწვეულია სოკოთი სახელწოდებით Candida Albicans.

„სიმსივნე სოკოვანი დაავადებაა და მისი განკურნება შესაძლებელია ნატრიუმის ბიკარბონატით“ – აცხადებს სიმონჩინი. კვლევის ფარგლებში მან აღმოაჩინა, რომ ყველა სახის სიმსივნე თავს ერთნაირად ავლენს იმის მიუხედავად, თუ რომელ ორგანოში ან ქსოვილში წარმოიქმნა.

სიმონჩინის თანახმად, ორგანიზმში ონკოლოგიური დაავადების განვითარება შემდეგნაირად ხდება: როცა იმუნიტეტი სუსტდება, სოკო კანდიდა გამრავლებას იწყებს და ერთგვარ „კოლონიას“ ქმნის.

უცხო სხეულის (რძიანა) შემოჭრისგან თავდასაცავად იმუნური უჯრედები ორგანიზმის უჯრედებისგან ბარიერს ქმნიან. სწორედ ამ პროცესს მედიცინაში ონკოლოგიურ დაავადებას უწოდებენ.

ტრადიციული მედიცინა ვარაუდობს, რომ „ავთვისებიანი“ სიმსივნის გავრცელება მეტასტაზების გავრცელებაა. მაგრამ სიმონჩინი ირწმუნება, რომ მეტასტაზებს იწვევს სოკო კანდიდა, რომელიც მთელ ორგანიზმში მდებარეობს. თუ სოკოს შეუძლია გაანადგუროს ჯანსაღი უჯრედები, სრულყოფილად მომუშავე იმუნიტეტი, მაშინ გამოჯანმრთელების გასაღები არც მეტი არც ნაკლები იმუნური სისტემაა.

სოდა სიმსივნის წინააღმდეგ

როგორც ცნობილია, სოკო Candida – ანაერობია, ანუ ჟანგბადის არ არსებობის შემთხვევაში ენერგიას წარმოქმნიან. ამის შემდეგ სოკო სისხლში ხვდება, მას სხეულის გარკვეულ ნაწილზე კოლონიების შექმნა და ამ არეში ჟანგბადის მნიშვნელოვნად შემცირება შეუძლია.

შედეგად, ადგილობრივი უჯრედები არ იღუპებიან, არამედ ენერგიის წარმოება იმ სისტემაზე გადააქვთ, რომელიც ჟანგბადს არ იყენებს. სიმსივნის უჯრედები მსგავს სისტემას იყენებს, რადგან მათ საკვების მოლეკულებიდან ენერგიის მისაღებად ჟანგბადი არ სჭირდებათ.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ქალები, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე 25-ჯერ ან უფრო მეტად ანტიბიოტიკებს იღებდნენ, ძუძუს კიბოს მიღების რისკს 2-ჯერ ზრდიდნენ. ამ შემთხვევაში იმუნიტეტი მცირდება, სოკო კანდიდას მეტი შანსი აქვს, რომ ნაწლავებში მოხვდეს და მთელ ორგანიზმში სისხლის დახმარებით გავრცელდეს.

მრავალრიცხოვანი ექსპერიმენტების თანახმად, სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტები Candia Albicans–ის წინააღმდეგ არაეფექტურია. მხოლოდ დროში გამოცდილი, იაფი და ხელმისაწვდომი საშუალება, ნატრიუმის ბიკარბონატი, გახდა აღმოჩენა არა მხოლოდ ექიმის, არამედ მისი პაციენტებისთვისაც.

სანამ სიმონჩინმა თავისი თეორია არ განავითარა, ის პატივსაცემი იტალიელი ონკოლოგი იყო.

თუმცა ჩვეულებრივი საკვები სოდით სიმსივნეთან ბრძოლა იტალიელი კოლეგებისთვის ბოლო წვეთი იყო. ექიმის წინააღმდეგ მასმედიაში მასშტაბური კამპანია წამოიწყეს, სამედიცინო ლიცენზია წაართვეს (იმის გამო, რომ პაციენტებს კურნავდა მედიკამენტებით, რომლებიც აღიარებული არ იყო) და 3 წელი ციხეშიც კი ჩასვეს.

სიმონჩინის მიხედვით სიმსივნის მკურნალობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ორგანიზმში შეიქმნას ისეთი პირობები, სადაც კანდიდა აყვავებას ვერ შეძლებს. რაც მთავარია, ასეთი სამკურნალო საშუალება ძვირი არაა და ყველასთვის ცნობილია.

იტალიელ ექიმს დაუჯერებთ თუ არა, ეს თქვენი ნებაა. თუმცა ამ დაავადებასთან ბრძოლა დღემდე მიმდინარეობს და ექიმები თავდაუზოგავად ეძებენ კაცობრიობის გათავისუფლების გზებს, რაც მომავლის რწმენას და ოპტიმიზმს გვაძლევს. დაე, დაავადებები თქვენ არ გაგეკაროთ!