თავის მოვლა
საკვები სოდა ახალგაზრდობის და სილამაზის შესანარჩუნებლად
საკვებ სოდას არა მხოლოდ ყოველდღიურობაში, არამედ კოსმეტიკური მიზნით იყენებენ. ის ეფექტურია ხალიჩის და სხვადასხვა ზედაპირების გასაწმენდად, ტანსაცმლის გასათეთრებლად და სუნების გასაქრობად. სოდას კოსმეტიკურ პროცედურებამდე სხვადასხვა ინსტრუმენტის გასაწმენდად, ასევე თავად პროცედურისთვის იყენებენ. ცოტამ თუ იცის, რომ სოდა თმის და კანის მოვლის პროცედურებში ხშირად გამოიყენება.
სოდის უპირატესობა სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის
1. კბილების გასათეთრებლად
ნებისმიერი მათეთრებელი კბილის პასტა სოდას შეიცავს. სოდა შეგიძლიათ სახლის პირობებში კბილების გასათეთრებლად გამოიყენოთ. ამისთვის წყალბადის ზეჟანგს აურიეთ. კბილები რომ არ დააზიანოთ, პროცედურა მხოლოდ კვირაში ერთხელ ჩაიტარეთ.
2. აკნეს მოშორება
აკნეს და გამონაყარის მოსაშორებლად ხშირად ძალიან ძვირადღირებულ სამედიცინო პრეპარატებს ვიყენებთ. თუმცა ასეთი საშუალებები ყოველთვის ეფექტური არაა. გირჩევთ, ამ მიზნით სოდა გამოიყენოთ. პასტის მისაღებად წყალს აურიეთ. ნარევი პრობლემურ ადგილას დაიდეთ, გახმობას დაელოდეთ და თბილი წყლით (არა ცხელით) ჩამოიბანეთ.
3. კანის დარბილება
გსურთ ნაზი, ხავერდოვანი ხელის კანი გქონდეთ? აიღეთ საპონი, წყალი და სოდა. ყველაფერი აურიეთ. ხელები ნარევში ჩადეთ და გაშრობას დაელოდეთ. ამის შემდეგ ხელები თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურა კანს ატენიანებს და უსიამოვნო არომატს აქრობს.
4. უსიამოვნო სუნის გაქრობა
უსიამოვნო სუნის გასაქრობად თბილი წყლით შხაპს ან აბაზანას ვიღებთ. ბაქტერიები და სუნი რომ მოიშოროთ, აბაზანას სოდა დაუმატეთ. 250 მლ სოდა წყლით სავსე აბაზანას დაუმატეთ.
5. სუნთქვის გაჯანსაღება
პირის ღრუს უსიამოვნო სუნი დიდი პრობლემაა. ზოგჯერ მის გაქრობაში პიტნაზე დაფუძნებული საშუალებები გვეხმარება. ხალხური მეთოდი გამოიყენეთ. ამისთვის 1 ჩ/კ სოდა 250 მლ წყალში გააზავეთ. ნარევი პირის ღრუს და ყელის სავლებად გამოიყენეთ. ასე ბაქტერიებს გაანადგურებთ და უსიამოვნო სუნის მიზეზს მოიშორებთ.
6. ფრჩხილების გაწმენდა
ფრჩხილების გასაწმენდად და კუტიკულას დასარბილებლად სოდის და წყლის პასტა (3:1 თანაფარდობა) მოამზადეთ. ნარევი რამდენიმე წუთით ფრჩხილებზე წაისვით. გამდინარე წყლით მოიშორეთ.
7. თმის გაწმენდა
შამპუნის და კონდიციონერის გამოყენება ყოველთვის სასურველ შედეგს არ იძლევა. ზოგჯერ, პირიქით, თმას აზიანებს. ამ შემთხვევაში სოდა დაგეხმარებათ. ის არა მხოლოდ თმას და კანს გაწმენდს, არამედ ph დონეს დაარეგულირებს. თვეში ერთხელ გამოიყენეთ. თქვენი თმა ჯანმრთელობით იბზინებს.
8. ოფლის სუნის გაქრობა
ოფლის უსიამოვნო სუნის გასაქრობად დეზოდორანტებს ვყიდულობთ, თუმცა მისი მომზადება თავადაც შეგიძლიათ. ამისთვის ეთერზეთი და სოდა დაგჭირდებათ. ინგრედიენტები აურიეთ და რამდენიმე წვეთი იღლიების ქვეშ წაისვით. ასე ბაქტერიებს და უსიამოვნო სუნს გააქრობთ. სიჯანსაღე რამდენიმე საათი გაგრძელდება.
როგორც ხედავთ, სოდას გამოყენების ფართო სფერო აქვს. სწორედ ამიტომ, სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ. ასე მინიმალური ხარჯით სილამაზის და ახალგაზრდობის შენარჩუნებას შეძლებთ.