Connect with us

ჯანმრთელობა

საკვები პროდუქტები კოსმეტიკის ნაცვლად: რა უნდა მივირთვათ იმისთვის რომ ლამაზი და გლუვი კანი გვქონდეს

სწორი დიეტა შეიძლება ისეთივე სასარგებლო იყოს როგორც ლოსიონი, კრემები და მასაჟები, ამ ფრაზას დევიდ ვულფის წიგნში “სილამაზის დიეტაში” ამოიკითხავთ. ავტორის მტკიცებით, თუ ყოველდღიურ რაციონში განსაზღვრულ პროდეუქტებს შეიტანთ, კანი გაცილებით მბზინვარე, ჯანმრთელი და ლამაზი იქნება.

ვულფის აზრით აუცილებლად უნდა მივიღოთ ბევრი ავოკადო, კინოა და კაკაო. ასევე უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ანტიოქსიდანტებსა და “სუპერ-ზეთებს”, მაგალითად, ქოქოსის და ქაცვის ზეთებს.

დიეტოლოგის აზრით ნამდვილ ჯადოსნურ საშუალებას წარმოადგენენ ალოე ვერა და კურკუმა. მისი აზრით ამ ორ პროდუქტს შეუძლიათ ასაკობრივი ცვლილებების ნამდვილ ბარიერად იქცნენ.

გარდა ამისა ვულფი გვირჩევს დიეტას გასნაზღვრული მინერალები დავუმატოთ, პირველ რიგში კი მაგნიუმი.

დიეტოლოგის რჩევაა მეტი ბულგარული წიწაკა, კიტრი და პომიდორი მივირთვათ, რადგან მათში ბევრი მინერალებია რომლებიც ამაგრებენ ფრჩხილებს, თმას და კანს. ასევე მნიშვნელოვანია გოგირდი, რომელიც კანის ელასტიურობაზეა პასუხისმგებელი და მის რეგენერაციის უნარს ამარლებს. ყველაზე მეტ გოგირდს ქათმის კვერცხი შეიცავს, ამიტომ აუცილებლად ჩართეთ ის რაციონში.