სახლი და დიზაინი
საინტერესო იდეები, რა გააკეთოთ ლიტრიანი ბოთლებით
ლიტრიანი, ნახევარ ლიტრიანი ბოთლები, მინა თუ პლასტმასი შესანიშნავი მასალაა შემოქმედებისთვის. პროცესი გართობას და მძიმე ფიქრების მოშორებას ხელს უწყობს, თან საინტერესო ნივთს ქმნით, რომელსაც ფუნქციური და/ან დეკორატიული დანიშნულება აქვს.
ბოთლებიდან მრავალი რამ შეგიძლიათ გააკეთოთ. მაგალითად, ლარნაკი, ჭიქა, ტერარიუმი. ყველაფერი, რაც გსურთ. ფანტაზია ჩართეთ და იმოქმედეთ. შეზღუდული არ ხართ. Alltime.ge-ს რედაქცია გიზიარებთ საინტერესო იდეებს, როგორ გამოიყენოთ ლიტრიანი ბოთლები შემოქმედებაში.
იდეა, როგორ შეცვალოთ ინტერიერი ბოთლიდან გაკეთებული ნივთებით. მოდური და ბიუჯეტური სასანთლე საოცარია ვარიანტია.
ბოთლის დახმარებით მაგიდის ნათურა შეგიძლიათ გააკეთოთ. თავად ბოთლი შეგიძლიათ დეკუპაჟის ტექნიკით გააფორმოთ.
თუ ბოთლებს აკრილის ან აეროზოლის საღებავით შეღებავთ, ასეთ მოდურ ლარნაკებს მიიღებთ.
ასეთი ლამაზი დეკორის ქონით ყველას გააოცებთ. მეგობრებს შეშურდებათ!
მებაღეებს ეს იდეა მოეწონებათ. რთული გასაკეთებელია, მაგრამ ნამდვილად ღირს.
კიდევ რამდენიმე საინტერესო იდეა, რომელიც აგარაკზე გამოგადგებათ.
ხელნაკეთი სანათი რომანტიკული ატმოსფეროს შესაქმნელად საუკეთესო ვარიანტია.
ბოთლიდან ლარნაკის გაკეთება ყველაზე გავრცელებული იდეაა. იდეის განსახორციელებლად აუცილებელი არაა, რომ ხელოვნებაში ჩახედული ადამიანი იყოთ. თან ასეთ ნივთს ყოველთვის გამოიყენებთ. ბოთლი, სამღებრო ლენტი, პრაიმერი და საღებავი მოიმარაგეთ. ლენტა კარგად დაამაგრეთ, რომ საღებავი არ ჩამოიწვეთოს. თხელი ფენა წაუსვით, ასე უფრო ლამაზი გამოვა.
ბოთლით ჭაღიც შეგიძლიათ გააკეთოთ.
და კიდევ ერთი ჭაღის იდეა.
თუ მინის ბოთლებს მინის სახელოსნოში წაიღებთ და გადაადნობთ, სასურველი ფორმის ორიგინალური ჭურჭლის მიღებას შეძლებთ.
ამით ბოთლებით ხელნაკეთი ნივთების იდეები არ მთავრდება. ყველაფერი მხოლოდ თქვენს წარმოსახვაზეა დამოკიდებული. ასეთი გატაცებით საინტერესო დეკორს გააკეთებთ და გარემოს სარგებელს მოუტანთ.