Connect with us

კულინარია

საზღვარგარეთის ჰალვის შეძენა არ ღირს: 4 რეცეპტი ტკბილეულის სახლში მოსამზადებლად

ჰალვა შესანიშნავი აღმოსავლური ტკბილეულია კაკლით, ჩირით და თესლით. მისი მომზადება პირველად ირანში დაიწყეს, აქედან კი ევროპის და აზიის სხვა ქვეყნებში გავრცელდა. სწორედ ამიტომ, არაბული ქვეყნებიდან წამოღებული საუკეთესო საჩუქარი ტკბილი ჰალვაა.

ამ დესერტის ორი მთავარი სახეობა არსებობს: ფქვილზე და შაქარზე დაფუძნებული და დაქუცმაცებული კაკლით და თესლით. ყურადღება მეორე ვარიანტზე გაამახვილეთ, რომელიც უფრო მკვებავი და სასარგებლოა. ჰალვის სახლში მომზადება საკმაოდ მარტივია. აი, ნატურალურ პროდუქტებზე დაფუძნებული 4 მთავარი რეცეპტი.

როგორ მოვამზადოთ შინაურული ჰალვა

ჰალვის რეცეპტი მზესუმზირას თესლით

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა მზესუმზირას თესლი
  • 120 გრ ქიშმიში
  • 2-3 ს/კ არარაფინირებული მზესუმზირას ზეთი

მომზადება:

  1. მზესუმზირას თესლები გაფცქვენით და ბლენდერით კარგად დააქუცმაცეთ.
  2. ქიშმიში დაუმატეთ და დააბლენდერეთ. ზეთი ჩაასხით და აურიეთ.
  3. შესაფერის ფორმას საკვები ცელოფანი დააფინეთ და ჰალვა მასში მოათავსეთ.
  4. ნარევი კარგად ჩატუმბეთ, ის მკვრივი უნდა იყოს. ჰალვა ამოიღეთ და საკვები ცელოფანი მოაშორეთ.

ჰალვის რეცეპტი სელის და სეზამის თესლებით

ინგრედიენტები:

  • 150 გრ მზესუმზირას თესლი
  • 50 გრ სელის თესლი
  • 5 ს/კ სეზამის თესლი
  • 5 ს/კ თაფლი
  • 0,5 ჩ/კ დარიჩინი

მომზადება:

  1. თესლები გაფცქვენით და ფქვილის მიღებამდე დააბლენდერეთ.
  2. სეზამი და სელის თესლი აურიეთ და თაფლი და დარიჩინი დაუმატეთ.
  3. მზესუმზირას თესლი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
  4. ჰალვის ფორმები გააკეთეთ. წებოვნება თუ დაგაკლდებათ, ცოტა წყალი დაუმატეთ.
  5. სურვილის მიხედვით თესლები მოაყარეთ და მაცივარში 1 საათით გააჩერეთ.

ჰალვის რეცეპტი სელის თესლით

ინგრედიენტები:

  • 200 გრ სელის თესლი
  • 3 ს/კ თაფლი
  • 1 ჩ/კ ფორთოხლის ცედრა
  • 2-3 ს/კ ფორთოხლის წვენი
  • 2 ს/კ სეზამის ფქვილი
  • კაკალი გემოვნებით

მომზადება:

  1. სელის თესლი დააბლენდერეთ ისე, რომ ფქვილი მიიღოთ. ფორთოხლის წვენი დაუმატეთ.
  2. ამის შემდეგ თაფლი და ფორთოხლის ცედრა დაუმატეთ, სეზამის ფქვილი მოაყარეთ და აურიეთ. სურვილის მიხედვით დაქუცმაცებული კაკალი დაუმატეთ.
  3. ჰალვის ბურთები გააკეთეთ. წებოვნებისთვის ცოტა თაფლი აურიეთ. მაცივარში 1-2 საათით გააჩერეთ.

ჰალვის რეცეპტი სეზამის თესლით

ინგრედიენტები:

  • 2 ჭიქა სეზამის თესლი
  • 0,5 ჭიქა ქოქოსის ფანტელები
  • 1-1,5 ს/კ კაკაო
  • 2 ს/კ სქელი თაფლი
  • ვანილი გემოვნებით

მომზადება:

  1. ქოქოსის ფანტელები და სეზამის თესლი ბლენდერით კარგად დააქუცმაცეთ.
  2. ნარევს კაკაო და 1 ს/კ თაფლი დაუმატეთ. აურიეთ და დანაყეთ. ნარევით ფორმები კარგად უნდა კეთდებოდეს. აუცილებლობის შემთხვევაში ცოტა თაფლი დაუმატეთ.
  3. ფორმას საკვები ცელოფანი დააფინეთ და ჰალვა ჩატუმბეთ. მაცივარში 2 საათით შეინახეთ. მზა ჰალვა ფორმიდან ამოიღეთ და საკვები ცელოფანი მოაშორეთ.

სახლის პირობებში მომზადებული ჰალვა შესანიშნავად ინახება. მას შეგიძლიათ ჩირი და კაკალი დაუმატოთ. ამით აღმოსავლური დესერტი კიდევ უფრო გემრიელი გახდება. თავად სცადეთ და მეგობრებს გაუმასპინძლდით. მაღაზიაში ჰალვის შეძენაზე აღარ იფიქრებთ.