Connect with us

ჯანმრთელობა

საზამთროს თესლი არტერიულ წნევას და სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს

როცა წვნიანი საზამთროთი პირს იტკბარუნებთ, ყავისფერ ან შავი თესლს ჩვეულებრივ ვაშორებთ ან ვყრით, როგორც ალუბლის ან მოცვის თესლს, რადგან გვგონია, რომ ისინი საჭმელად უვარგისი არიან.

არსებობს მითი, რომლითაც ბავშვებს აშინებენ, რომ თუ საზამთროს თესლს შეჭამთ, ის კუჭიდან ხედ გაიზრდება.

ბევრ ადამიანს საზამთროს თესლის ჭამა შესაძლო ქიმიკატების გამო ეშინია, ზოგი კი მას სასარგებლოდ და გემრიელად არ მიიჩნევს. ცხოვრების წესის მიუხედავად, საზამთროს თესლი ძალიან მკვებავია და ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს.

რა მოხდება, თუ საზამთროს თესლს გადაყლაპავთ?

განსაკუთრებული არაფერი მოხდება, ის უბრალოდ საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოხვდება, როგორც საღეჭი რეზინა, რადგან მუქი გარე გარსის გამო გადამუშავებას ვერ მოახერხებს. ეს მუქი გარსი მკვებავი ნივთიერებების ათვისებას ხელს უშლის.

გაღვივებული და შემწვარი საზამთროს თესლი ისეთი მკვებავი ნივთიერებების მდიდარი წყაროა, როგორიცაა B ვიტამინი, მაგნიუმი და ცილა. 1 ჭიქა ხმელი თესლი 40 გრ მონო უჯერ და ნახევრად უჯერ ცხიმებს შეიცავს, რომლებიც სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებენ. ასევე შეიცავს ომეგა-6 ცხიმოვან მჟავას, რომელიც არტერიულ წნევას ამცირებს.

30 გრ საზამთროს თესლი 160 კალორიას შეიცავს, ხოლო მთელი ჭიქა 600 კალორიას შეგმატებთ, ამიტომ რეკომენდებულია ზომიერად მიიღოთ. თესლის გემო მზესუმზირას გაღვივებული თესლის გემოს ჰგავს იმის გამოკლებით, რომ ისეთივე ცხიმიანი და მტვრევადი არაა.

როგორ გამოვიყენოთ საზამთროს თესლი საკვებად?

გაღვივებული თესლი ყველაზე უფრო გავრცელებული მეთოდია, რომელსაც მყარი მუქი გარსის დროს მოსაშორებლად იყენებენ, რომელიც თავის მხრივ მკვებავი ნივთიერების ათვისებას ხელს უშლის. ამ მეთოდის ერთადერთი ნაკლი ისაა, რომ ბუნებრივ დაყოფას რამდენიმე დღე სჭირდება.

თესლის დალბობა წყალში რამდენიმე დღით გარეგან გარსს აშორებს, შიდა ფენა კი გაღვივებას იწყებს. ამის შემდეგ შეგიძლიათ შეფუთოთ და მზეზე გააშროთ.

თესლი შეგიძლიათ 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით შედოთ, ის ხრაშუნა გახდება, თუმცა კვების პროფილი ოდნავ დაზიანდება. თუ ცოტა ზეითუნის ზეთს და ზღვის მარილს დაუმატებთ, ის ჯანსაღი მსუბუქი წასახემსებელი გახდება.

საინტერესოა, რომ დასავლეთ აფრიკაში საზამთროს თესლისგან ზეთი ოტანგა იწარმოება, რომელიც საკვების მოსამზადებლად და სალათების მოსართავად გამოიყენება. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.