Connect with us

ჰოროსკოპი

სავსე მთვარე ივლისში. რა არ უნდა გააკეთოთ, რომ უბედურება არ მოიზიდოთ

2023 წლის 3 ივლისს სავსემთვარეობა იქნება. მოსამზადებლად საკმარისი დრო გაქვთ. არის რამდენიმე რამ, რისი გაკეთებაც ამ დღეს არ ღირს. Аlltime.ge–ს რედაქცია დეტალურად გიამბობთ, რაზე უნდა თქვათ უარი სავსე მთვარის დღეს.

სავსემთვარეობა 2023 წლის ივლისში

სავსემთვარეობის ფაზა ყოველთვის რაღაც ციკლის დასასრულს მიუთითებს. სწორედ ამიტომ, 3 ივლისი ახალი საქმის დასაწყებად შეუფერებელია. ეს ეხება სამსახურს, პირად ურთიერთობებს და უბრალოდ გეგმებს. ყველა საქმე, რაც თქვენს ცხოვრებაში რაღაც ახლის დაწყებას უკავშირდება, დროებით უნდა გადაიდოს.

თუ საპირისპიროდ მოიქცევით და სამსახურში ახალ პროექტს აიღებთ, უსიამოვნებას ელოდეთ. მაგალითად, დამკვეთმა დასახულ გეგმაზე შეიძლება უარი თქვას ან ამოცანის შესრულებისას პრობლემები შეგხვდეთ. გამორიცხული არაა, რომ ყველაფერი დათხოვნით ან დროებითი გათავისუფლებით დასრულდეს.

განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ისინი, რომლებიც მეორე ნახევარს აქტიურად ეძებენ. 2023 წლის 3 ივლისს უარი თქვით ნებისმიერ პაემანზე და რომანტიკულ შეხვედრებზე. ურთიერთობის დასაწყებად საუკეთესო დრო არაა.

საქმე იმაშია, რომ სავსემთვარეობას ხალხი სხვადასხვა ემოციამ შეიძლება შეიპყროს. მათი კონტროლი ყოველთვის შესაძლებელი არაა. მოგვიანებით რომ არ ინანოთ, სასიყვარულო პერიპეტიებში ზედმეტად არ შეხვიდეთ. თავგადასავლების დრო არაა.

რა არ უნდა გააკეთოთ სავსე მთვარის დღეს

ამავე მიზეზით სავსე მთვარის პერიოდში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება არ ღირს. სავარაუდოდ, მოგვიანებით ინანებთ, მაგრამ ვეღარაფერს გამოასწორებთ. ამ დღეს არაგონივრულად იფიქრებთ. ის შემთხვევა არაა, როცა ემოციებს უნდა აჰყვეთ, რადგან ტოტალურად წაგებული შეიძლება გამოხვიდეთ.

თუ 3 ივლისს ვინმე სერიოზულად დალაპარაკებას ეცდება, შეხვედრის გადადება სცადეთ. დამიჯერეთ, ასე თქვენთვის და თქვენი თანამოსაუბრისთვის უკეთესი იქნება. რთული საკითხის მოსაგვარებლად ძალით გაჭრა არ ღირს. უბრალოდ საკუთარ თავს დრო მიეცით.

ექსპერტები გირჩევენ, რომ 3 ივლისს სახლი არ დაალაგოთ. ბაღში ან ბოსტანში საქმეც სხვა დროისთვის გადადეთ. თუ 3 ივლისს სახლის გენერალურად დასუფთავებას გადაწყვეტთ, საცხოვრებელს ნეგატიური ენერგიით აავსებთ.

სავსე მთვარემდე რამდენიმე დღით ადრე და შემდეგ სახლის დასასუფთავებლად იდეალური დროა. მით უფრო, ივლისში სავსე მთვარე ორშაბათს იქნება. ნუთუ ვინმე ისურვებს სახლის დალაგებას კვირის ასეთ მძიმე დღეს? ეს საქმე შაბათ–კვირამდე გადადეთ!

სახლში სარემონტო სამუშაოების დაწყება არ ღირს. თუ რემონტს უკვე აკეთებთ, 3 ივლისს დაისვენეთ. სავსემთვარეობის წინა დღეს ბინიდან არაფერი გაიტანოთ. მაშინაც კი, თუ მეზობელი რამეს გთხოვთ, თავაზიანად უარი უთხარით.

რედაქციის რჩევა

სხვა ყველაფერთან ერთად, მსხვილ შესყიდვებზე და ფინანსურ ინვესტიციებზე უარის თქმას გირჩევთ. შეყვარებულებმა ამ დღეს საქორწილო ცერემონია არ უნდა დაგეგმონ. თუ გსურთ, რომ დარჩენილმა წელმა მშვიდად და უსაფრთხოდ ჩაიაროს, ჩვენი რეკომენდაციები გაითვალისწინეთ.

ასევე გირჩევთ, ახალ ნაცნობებს თავი აარიდოთ, რადგან სარისკოა. თუმცა თუ ემოციების მართვა და ცივი გონების შენარჩუნება შეგიძლიათ, მაშინ ახალი ადამიანები შეგიძლიათ გაიცნოთ. მხოლოდ გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი საეჭვო კომპანია სხვა დღესაც სიკეთეს არ მოგიტანთ.

აკრძალვებში გავერკვიეთ. რა შეგვიძლია გავაკეთოთ სავსემთვარეობას? ეს დღე თქვენს სასარგებლოდ გაატარეთ. გააკეთეთ ის, რაც გახარებთ. ახლობლებს შეხვდით, მოამზადეთ გემრიელი ვახშამი და ერთად დატკბით სავსე მთვარის სილამაზით.

Advertisement