Connect with us

კულინარია

სად უნდა შევინახოთ მცენარეული ზეთი: მაცივარში, მაგიდაზე თუ კარადაში

მცენარეული ზეთის შენახვის საკითხზე დიასახლისები ვერასდროს თანხმებიან, თუმცა მათ უმეტესობას ზეთის ბოთლი გაზქურის კუთხეში ან ხელის გაწვდენაზე არსებულ კარადაში უდგას. თუ ზეთის ბოთლს შემოვაბრუნებთ და წვრილი ასოებით დაწერილ ტექსტს დავაკვირდებით, ამოიკითხავთ: “გახსნის შემდეგ, შეინახეთ მაცივარში”.

მცენარეული ზეთის შენახვის წესები

უნდა შევინახოთ თუ არა ზეთი მაცივარში?!
თან კი, თან – არა! მოდით განვიხილოთ ეს საკითხი. ყველა მცენარეულ ზეთს ყავს 4 მტერი: შუქი, სითბო, ჟანგბადი და ტემპრატურის მკეთრი ცვლილებები. მათი ზემოქმედება მცენარეს ამჟავებს, ოდნავ მომწარო გემოს აძლევს, აკარგვინებს გემოს, არომატსა და სასარგებლო თვისებებს. ამისგან თავდასაღწევი საშუალებაა – მისი წესების დაცვით შენახვა.

ტემპერატურული რეჟიმი

მცენარეული ზეთის შენახვისთვის იდეალური ტემპერატურა +8-დან +17 გრადუსამდე მერყეობს. ზაფხულში ცხელ ქურასთან ეს ტემპერატურა ზოგჯერ +40 გრადუსსაც აღწევს, ხოლო მაცივარში კი +4 გრადუსს არ აღემატება. ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ ზეთის შესანახად საუკეთესო ადგილი კარადაა მაგრამ, რატომ გვირჩევს მწარმოებელი მის მაცივარში შენახვას?!

ზეთი კარადაში გახსნამდე უნდა შეინახოთ. გახსნის შემდეგ მასში ჟანგბადი ხვდება და ზეთის გაფუჭება და დამჟავება იწყება. თუ ზეთის გახსნილ ბოთლს კარადაში ინახავთ, ის მაქსიმუმ 3-4 კვირის მანძილზე უნდა გამოიყენოთ. მაცივარში არაუმეტეს 11 გრადუს ტემპერატურაზე ის 3-4 თვის მანძილზე ინახება.

ზეთის შენახვის რეკომენდაციები რომლებსაც ყოველთვის არ ვითვალისწინებთ

ბნელი ადგილი

ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით ზეთი ქიმიურ შემადგენლობას იცვლის, ასევე სწრაფად იცვლის ფერს და გემოსაც. ამიტომ იდეალური შეფუთვა ზეთისთვის – მუქი შუშისგან უნდა იყოს დამზადებული. პლასტმასის ბოთლები, რომლებშიც ყველაზე ხშირად ასხავენ ზეთებს – ეკონომიის მიზნით, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მავნე ნივთიერებებს გამოყოფს. ამიტომ აჯობებს ზეთი გახსნის შემდეგ მუქ შუშის ბოთლში გადაიტანოთ და კარადაში შეინახოთ.

გრილი ადგილი

საუკეთესო ადგილი ზეთის შესანახად – დახურული კარადაა, სასურველია ეს კარადის ქვედა თაროები იყოს, რადგან იქ უფრო გრილა. შეგიძლიათ ზეთის დიი ბოთლი კარადაში შეინახოთ, ხოლო ყოელდღიური მოხმარებისთვის ის პატარა ბოთლში გადაასხათ და ქურასთან ახლოს გქონდეთ.

მაცივარი

გახსნილი ზეთის ბოთლი მაცივარში, ხილის და ბოსტნეულის განყოფილებაში უნდა შეინახოთ, რადგან როგორც წესი იქ ტემპერატურა 8 გრადუსამდეა. შუა ტაროებზე ტემპერატურა უფრო დაბალი 4-5 გრადუსია, ეს კი ზეთისთვის მავნეა. ზეთის შესანახად მაცივრის კარიც არ გახლავთ კარგი ვარიანტი.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.