Connect with us

მოდა და სტილი

საბჭოურმა ბაკელიტის სამკაულმა ნამდვილი აჟიოტაჟი გამოიწვია

საკუჭნაო, სხვენი ან სარდაფი ძველი ნივთების დასაკრძალავი ადგილია. თუ ძველ ნივთებს გადახედავთ, ბევრ საინტერესო რამეს იპოვით. ახლახანს დედის ძველ ზარდახშასთან მსგავსი რამ მოხდა. ზარდახშა ვიპოვე სხვა ნივთების გროვაში, რომელთა გადაყრასაც ვგეგმავდით. მასში სხვადასხვა საბჭოური სამკაული ვიპოვე. ჩვენ ისინი არ გვჭირდებოდა, ამიტომ გაყიდვა გადავწყვიტეთ. ზედმეტი ლარი ხელს არასდროს გვიშლის.

წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როცა ამ პლასტმასის სამშვენისის ამჟამინდელი ფასი გავიგე. მისი ღირებულება ნატურალური ქვის ნაწარმის ღირებულების ტოლი იყო. საქმე იმაშია, რომ სამკაული ბაკელიტისგან არის დამზადებული. ამ პლასტმასს უნიკალური თვისებები აქვს და ამის წყალობით ბიჟუტერიის წარმოებაში ერთ–ერთი საუკეთესოა. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, თუ რა თავისებურება აქვს ბაკელიტს.

რატომ არის უნიკალური საბჭოური ბაკელიტის სამკაული

ბიჟუტერიის მწარმოებლები ბაკელიტს უპირატესობას ანიჭებდნენ, რადგან გამაგრების შემდეგ არ დნებოდა და არ ხურდებოდა. გამძლეობის გარდა, მასალის კიდევ ერთი უპირატესობაა სიმსუბუქე. ბაკელიტის სამკაული ყურის ბიბილოს არ წელავს და კისერს არ აწვება.

ბიჟუტერია, იქნება ეს საყურე თუ მძივი, თავისი მრავალფეროვნებით და ფორმით აღფრთოვანებას იწვევს. ზოგიერთი ნაწარმი ცნობილი ქვების იმიტაციას წარმოადგენს, ზოგი ფერების წარმოუდგენელი კომბინაციით გვაოცებს. როგორი ორიგინალური სახელები აქვთ: დამწვარი შაქარი, კვერცხის გული, ორაგულის, მისისიპის ტალახი ან შოკოლადის პლომბირი.

ბაკელიტი იმდენად პოპულარული იყო, რომ 1927 წელს ბევრმა მოდის სახლმა თავისი ბრენდის ქვეშ სამკაულების წარმოება დაიწყო. თავად კოკო შანელიც ბაკელიტის ნაწარმს ჩვენებებზე იყენებდა. დღეს ასეთი ბიჟუტერია ვინტაჟურად ითვლება. კოლექციონერები მზად არიან ახალი ნიმუშის შესაძენად დიდი თანხა გაიღონ.

როგორც სხვა ძვირფას მასალას, ბაკელიტს ხშირად აყალბებენ. საბედნიეროდ, ორიგინალის და ყალბის გარჩევა მარტივია. აი, რამდენიმე მეთოდი:

1. საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებით შემოწმება. ბამბის ჩხირი საწმენდ საშუალებაში დაასველეთ და ნაწარმის უკანა მხარეს მსუბუქად წაუსვით. თუ სამკაული ყალბია, ბამბაზე ყვითელ ლაქას დაინახავთ. ნაწარმი დაუყონებლივ გარეცხეთ, რომ არ დააზიანოთ.

2. ცხელი წყლით შემოწმება. სამკაული ცხელ გამდინარე წყალში გააჩერეთ ან მასში ჩადეთ. შემდეგ დასუნეთ: ნაწარმს ფორმალდეჰიდის სპეციფიკური სუნი უნდა ჰქონდეს.

ყოველწლიურად უნიკალური პლასტმასი სულ უფრო მცირდება, შესაბამისად, მისი წარმოებაც მცირდება. ხოლო მასალის დამფასებელთა რაოდენობა მხოლოდ იზრდება. მემკვიდრეობის მოშორება არ იჩქაროთ. ძალიან მალე ვინტაჟური ბიჟუტერია ფასით ძვირფასი ლითონისგან დამზადებული სამკაულის ფასს გაუტოლდება.