ჯანმრთელობა
რძე სუნელებით – ყველაზე სასარგებლო სასმელი შემოდგომაზე
ცივ შემოდგომაზე ბევრი თბილი სასმელი უნდა დალიოთ, რათა გათბეთ და თავი უფრო მყუდროდ იგრძნოთ. ერთ-ერთი საუკეთესო სასმელი, რომელიც ორგანიზმს საშემოდგომო ავადმყოფობებისგან დაიცავს სუნელებ დამატებული რძეა.
ითვლება, რომ რძე საღამოს დასალევია, ამიტომ აჯობებს თუ მას მზის ამოსვლამდე ან საღამოს 6 საათის შემდეგ მიიღებთ.
უძილობისას რძე მიხაკთან ერთად უნდა მიიღოთ, მოდუნებისთვის და მშვიდი ძილისთვის კი წიწაკასთან ერთად. მიხაკი ძალიან ძლიერი ანტისეპტიკია, კარგია თუ მას მაშინ მიიღებთ როდესაც გარეთ ცივა და წვიმს.
თუ დეპრესია გაქვთ, ცუდი განწყობა და ძალების ნაკლებობა, რძეს კარდამონი (ილი) და კამა დაუმატეთ.
ვუმკურნალოთ გაციებას, ავიმაღლოთ იმუნიტეტი და ავაჩქაროთ რძის გადამუშავება კურკუმას მეშვეობით. კურკუმა ქალურ ენერგიას ასაზრდოებს, არაჩვეულებრივად მოქმედებს სხეულზე, წმენდს კანს და სისხლს, კურნავს დაავადებებს, ხსნის სახსრების შესუპებას, აღადგენს ღვიძლის მოქმედებას, ამაგრებს ძვლებს და სხვა ძალიან ბევრ სასარგებლო გავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე.
ზაფრანა – სუნელების მეფეა, მას რძეში დილით ძალიან ადრე ამატებენ, რათა გამხნევდნენ. ზაფრანა რძის ათვისებაში მათაც კი ეხმარება ვისაც რძის აუტანლობა ჭირს. მისი დახმარებით შეიძლება სახის კანის ფერის გაუმჯობესება, კანისთვის სიგლუვის დაბრუნება, ორგანიზმის გაწმენდა და გაძლიერება, ორგანიზმიდან ნაღველის გამოტანა და მეხსიერების გაუმჯობესება, ასევე ახალგაზრდობის გახანგრძლივება და არამარტო!
იყავით ფრთხილად, ძალიან ხშირად ბაზარში ზაფრანის ნაცვლად ჩვეულებრივ კურკუმას სთავაზობენ. ზაფრანას მოწითალო ფერი აქვს.
დარიჩინიც აჯობებს რძეში დილით დაამატოთ, ის სხეულს ათბობს და აღმგზნები ეფექტი აქვს. აჯობებს დარიჩინი ჩხირების სახით შეიძინოთ რადგან მას ძალიან ხშირად აყალბებენ. დარიჩინი აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, თირკმელების, ნაღვლის ბუშტის მოქმდებას.
კოჭა ორგანიზმს ტოქსინებისგან ასუფთავებს, აძლიერებს იმუნიტეტს.
კამა კარგია საკვების მომნელებელი სისტემისთვის და აუმჯობესებს იმუნიტეტს. სასარგებლოა ყველასთვის. ხსნის ანთებას, აყუჩებს ტკივილს, აქვს შარდმდენი და ანტიოქსიდანტური ეფექტი, სასარგებლოა მეტეორიზმის დროს. აუმჯობესებს სახის კანის ფერს.
მუსკატის კაკალი აუმჯობესებს მეხსიერებას, ამარცხებს თავის ტკივილს და უძილობას. კურნავს კეთილთვისებიან სიმსივნეებს, სექსუალურ დარღვევებს. ასტიმულირებს და ატონიზირებს, ამიტომ აჯობებს ის ღამე არ მიიღოთ!