Connect with us

ჯანმრთელობა

რჩევები, როგორ მოიშოროთ სტრესი დამამშვიდებლის გარეშე და სწრაფად დაიძინოთ

იცით, რომ კომპიუტერთან ან ქაღალდებთან მჯდომარე მუშაობისას თვალები ყველაზე მეტად იღლება. ექსპერტების თქმით, თუ თვალებს მოადუნებთ, მთელი სხეულიდან დისკომფორტს და სტრესს მოიშორებთ. ძილის წინ პრაქტიკული ვარჯიში შეასრულეთ, რომ სტრესი მოიშოროთ და დამამშვიდებლის გარეშე სწრაფად დაძინება შეძლოთ.

თვალის მოდუნების მნიშვნელობა

თვალი, შუბლი და მთელი სახე უფრო მეტად იძაბება, ვიდრე ზურგი ან კისერი, რომელსაც პირველ რიგში ვაქცევთ ყურადღებას. მთელი სხეულის მოდუნება თვალიდან იწყება. თუ სტრესის მოშორება გსურთ, თვალების მოდუნებაზე იზრუნეთ. ვარჯიში ძილის წინ შეასრულეთ. ყოველდღე 20 წუთი საკმარისია, რომ დილით მხნედ გაიღვიძოთ.

თვალის სავარჯიშო

1. მოხერხებული პოზა მიიღეთ. სხეული არ უნდა დაიჭიმოს. მედიტაციის ექსპერტები გირჩევთ. ორი ვარიანტია. პირველი: ზურგი გამართეთ და სწორად დაჯექით, თან რამეს დაეყრდენით. ზურგს უკან ბალიშის დადებაც კარგი აზრია. მეორე ვარიანტი: დაწექით, სხეული გაასწორეთ და მოდუნდით.

2. თვალები დახუჭეთ. დაძაბულობის გამო დისკომფორტს იგრძნობთ, თვალების გახელას ისურვებთ. ამას ოთახში, სადაც დუნდებით, კაშკაშა სინათლეც ხელს უწყობს. სწორედ ამიტომ, პროცედურის დაწყებამდე ოთახში სინათლის წყაროები გამორთეთ. მხოლოდ ღამის ნათურა შეგიძლიათ დატოვოთ.

3. სუნთქვას ყურადღება მიაქციეთ. ცხვირიდან ღრმად და დიდხანს ჩაისუნთქეთ, ფილტვები გააფართოვეთ. ჰაერით გულმკერდის ავსება უნდა იგრძნოთ. შემდეგ პირიდან ნელ–ნელა და თანაბრად ამოისუნთქეთ. ასე 5-7 წუთი ისუნთქეთ და მშვიდ რიტმზე გადადით.

4. თვალებს დააკვირდით. სუნთქვის ვარჯიშის შემდეგ თვალები სრულად უნდა მოდუნდეს, დისკომფორტი და თვალების გახელის სურვილი უნდა გაქრეს. თვალების მეტად მოდუნება სცადეთ.

5. სახის და თავის მოდუნება სცადეთ. წარმოიდგინეთ და შეიგრძენით, როგორ გადადის მოდუნების დიდი ტალღა ზემოდან ქვემოთ, ჯერ კეფაზე, შემდეგ ზურგზე და მთელ სხეულზე. პირველ პროცედურაზე ეს შეიძლება ვერ გააკეთოთ, მაგრამ ტალღის გადასვლა უნდა წარმოიდგინოთ.

100%–იანი შედეგის მისაღებად პირველი რამდენიმე პროცედურა საკმარისია. ყოველდღე ძილის წინ 20 წუთით მოდუნდით და მალე სრულ რელაქსაციას შეიგრძნობთ. ქუთუთოების გაკონტროლების, სხეულის მოდუნების და სუნთქვის გაკონტროლების სწავლით ჩვილივით მშვიდად დაიძინებთ, ხოლო დილით მოზღვავებული ენერგიით გაიღვიძებთ.

Advertisement