ჰოროსკოპი
რჩევები, როგორ გახდეთ ვნებიანი საყვარელი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
თითოეული ადამიანის სანუკვარი სურვილი განსხვავებულია. ეს სასიყვარულო ამბავში განსაკუთრებით ვლინდება. თუ ასტროლოგებს დავუჯერებთ, ჩვენს მოთხოვნილებებსა და სურვილებზე გავლენას ახდენს ზოდიაქოს ნიშანი, რომლის ქვეშაც დავიბადეთ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა გსურთ სიყვარულში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.
ვერძი
რომანტიკის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. ერთი ღამის კავშირებს არ ეძებს. ჯანსაღი და შეხმატკბილებული ურთიერთობის აგებას ცდილობს და ამ საკითხში ინტიმური ურთიერთობა დიდ როლს თამაშობს. სანდო პარტნიორთან თამამ ექსპერიმენტებს თავს არ არიდებს. იზიდავს ლამაზი გარეგნობა, რეპუტაცია და ინტელექტი. სჭირდება გულისხმიერი და მოსიყვარულე პარტნიორი, რომელსაც სანუკვარ სურვილებს გაუმხელს. უჩვეულო ადგილზე სიყვარულის გამოვლენაზე უარს არ ამბობს. ეს უნდა იცოდეთ.
კურო
კურო ისეთ პარტნიორს ეძებს, რომელიც დომინანტის როლს დაუთმობს. სასიყვარულო ამბავში ექსპერიმენტები უყვარს. ერთი და იმავეს გაკეთება არ მოსწონს. საკუთარ გრძნობებზე არ საუბრობს. უაზრო ლაპარაკს მოქმედება ურჩევნია. მისთვის სიყვარული ხელოვნებაა.
ტყუპები
გარეგნულ მიმზიდველობას იყენებს, რომ სასურველი მიიღოს. სასიყვარულო უნარებს სრულყოფილებამდე ავითარებს. ღირსეულ პარტნიორთან უნარებში გაწაფვა ერთი სიამოვნებაა. სასურველს ადვილად იღებს, ფლირტი და ხალხით მანიპულირება იცის. ემოციური კავშირი არ სჭირდება, რომ ინტიმური ურთიერთობა ჰქონდეს. საკუთარ სხეულზე გიჟდება და მისი ფასი იცის. უპირატესობას ანიჭებს ურთიერთსასარგებლო ურთიერთობას, სადაც პარტნიორები ინტიმური კავშირიდან მაქსიმალურ სიამოვნებას იღებენ.
კირჩხიბი
ამ ზოდიაქოს ნიშანს უყვარს, როცა სიყვარულზე ესაუბრებიან. გამგებიანი საყვარელია, რომელიც პარტნიორის სურვილებს ყოველთვის ითვალისწინებს. თუ ადამიანთან ემოციური კავშირი არ აქვს, რომანტიკულ ურთიერთობას არ აგრძელებს. საწოლში საკმაოდ ვნებიანია.
ლომი
პლატონური სიყვარული არ აინტერესებს. ყველაფერს აკეთებს, რომ პარტნიორთან ინტიმურ კავშირს რაც შეიძლება მალე მიაღწიოს. ძალიან მომთხოვნია. მზად არაა, რამე დათმოს, რომ სასურველი მიიღოს. ემოციური კავშირი მნიშვნელოვანია.
ქალწული
მის მიმართ კარგ ურთიერთობას აფასებს, მაგრამ თავად თავაზიანი არაა. პირდაპირ ამბობს, თუ ურთიერთობაში რამე არ მოსწონს. ქალწულის აზრი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, განსაკუთრებით სასიყვარულო ურთიერთობაში.
სასწორი
მგრძნობიარეა, პარტნიორის სურვილებს გრძნობს და ითვალისწინებს. რომანტიკული ურთიერთობა მოსწონს და არა პირდაპირი სიახლოვე. ხშირად ტანჯავს ფიქრები, თუ რამდენად მიმზიდველია.
მორიელი
სჭირდება, რომ თავი სასურველად იგრძნოს. ურთიერთობა ინტიმის გარეშე ვერ წარმოუდგენია. ახალი რომანი ახალი თავგადასავალია, რომელშიც თავით ეშვება, რომ მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს. პარტნიორთან ღრმა გრძნობების განცდა სჭირდება, ამის გარეშე ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდება. მცირედით არ კმაყოფილდება. რომანტიკოსია და ასეთივე ბუნების პარტნიორს ეძებს.
მშვილდოსანი
არაპროგნოზირებადი მშვილდოსანი რუტინას ვერ იტანს და ეს სასიყვარულო ამბავშიც ვლინდება. რაოდენობაზე მეტად ხარისხს აქცევს ყურადღებას. პარტნიორში უფრო ინტელექტი იზიდავს, ვიდრე გარეგნობა. ურთიერთობისგან როგორც ვნება, ასევე რომანტიკა სჭირდება.
თხის რქა
თხის რქა სასიყვარულო ურთიერთობას სერიოზულად უდგება. მასზე ამბობენ: დამდგარ წყალში ბევრი ბაცილებიაო. მისთვის აკრძალული არაფერია. ექსპერიმენტები და მრავალფეროვნება უყვარს.
მერწყული
ურთიერთობაში იდუმალება მოსწონს, მაგრამ ინტიმური კავშირის გადადება არ სურს. ეს შეიძლება პირველივე პაემანზე მოხდეს. ძლიერი კავშირის შესაქმნელად მხოლოდ ეს საკმარისი არაა.
თევზები
მიმზიდველი და რთული ნიშანია, რომლის კეთილგანწყობის მოპოვება გაგიჭირდებათ. თუ შეძლებთ, იცოდეთ: ჯეკპოტი თქვენს ხელშია. ინტიმური ურთიერთობისთვის ემოციური კავშირის შეგრძნება სჭირდება. გულწრფელი გრძნობის გარეშე ამის იმედი არ გქონდეთ.