ყვავილები
რჩევები, როგორ გაზარდოთ დიდი ნიორი პატარა კბილებიდან
როდის და როგორ დავრგოთ ნიორი, რომ დიდი და წვნიანი გამოვიდეს ამინდის პირობების მიუხედავად? ამ და სხვა კითხვებზე, რომლებიც მებოსტნეებს აწუხებთ, Alltime.ge–ს რედაქცია გიპასუხებთ.
როდის დავრგოთ ნიორი
ნიადაგის მომზადება და სარგავი მასალა
მაღაზიებში ლამაზი იმპორტული ნიორი შეგიძლიათ იყიდოთ, მაგრამ ჩვენს პირობებში გასაზრდელად შეიძლება არ გამოგადგეთ. სწორედ ამიტომ, სარგავი მასალა მეზობელს სთხოვეთ. მსხვილი და ძლიერი ნივრის თავები ერთ–ორ მეზობელს სთხოვეთ. ასე დარწმუნდებით, რომ რეგიონალურია.
ნიორი დარგვამდე მარილის ხსნარში ჩაალბეთ. ასე სოკოს დაავადებებისგან დაიცავთ. სხვათა შორის, ბევრი მფლობელის აზრით, ნიორი ყველაზე უკეთ მარილში ინახება. მთელი გაუსუფთავებული ნივრის თავები სუფთა ქილაში მოათავსეთ და მსხვილი სუფრის მარილი უხვად დააყარეთ. ქილებს თავსახური დაახურეთ და გრილ ადგილას შეინახეთ.
სანამ კვლებს დასარგავად მოამზადებთ, მარგანცოვკის სუსტი ხსნარით მორწყეთ. 100 მლ ხსნარი 5 ლ წყალში გააზავეთ ისე, რომ კონცენტრირებული ჭარხლის წვენის ფერი მიიღოთ. მარგანცოვკა აფთიაქში ან ყვავილების მაღაზიებში შეგიძლიათ იყიდოთ.
კვლების ზედმეტად დაბარვა რეკომენდებული არაა. ამ შემთხვევაში მიწის სტრუქტურა ირღვევა, სასარგებლო ჭიაყელები ზიანდება, მაგრამ გარანტია არ გაქვთ, რომ სარეველები განადგურდება. რა თქმა უნდა, მძიმე თიხიანი მიწის დაბარვა არა თუ შეიძლება, არამედ აუცილებელია. თუ მიწა ნაყოფიერია, გაფხვიერებას გვერდი აუარეთ.
ნივრის დარგვა
ნივრის კბილები „დედას“ მოაშორეთ, რომ ზრდა არ შეაფერხოს. კბილები მზა ორმოებში ჩააწყვეთ. ამის გაკეთება მარტივია სპეციალური ხელსაწყოთი, როგორიც ფოტოზეა. ერთი მოძრაობა და 6 ორმო მზადაა. მარტივი და მოსახერხებელია!
ორმოების სიღრმე – 7-10 სმ დარგვის მეთოდისა და დროის მიხედვით. რიგებს შორის დაშორება – 20-25 სმ. ნივრის კბილები ორმოში ფესვებით ქვემოთ ჩადეთ. სხვათა შორის, ნივრები გვერდით მზის ამოსვლის მხარეს უნდა ჩარგოთ. ასე კარგად გაიზრდება და ფოთლები ერთმანეთს ხელს არ შეუშლის.
ნიორს ღუმელის ან მაყალის ნაცარი მოაყარეთ დამატებითი დეზინფექციისთვის და გამოსაკვებად. კვლები ფოცხით დაფარეთ. ახლა ტორფის, ფიჭვის წიწვით ან დაცვენილი ფოთლების მულჩით დაფარეთ. თოვლის შესანარჩუნებლად (ანუ თბილი საბნის შესაქმნელად) ზემოდან ფიჩხი მოაყარეთ. გაზაფხულზე მულჩის მოშორება არ დაგავიწყდეთ!
როდის დავრგოთ ნიორი
1. შემოდგომაზე
გამოცდილი მეაგარაკეები გირჩევენ, რომ ზამთრის ნიორი მოსალოდნელ ყინვამდე არა უადრეს 30 დღით ადრე დარგოთ. კვლებზე ნალექის მოსვლამდე 4-5 კვირით ადრე უნდა იზრუნოთ.
თუ მოგვიანებით დარგავთ, ნიორი გაფესვიანებას ვერ მოასწრებს, თუ ადრე – გაიზრდება და ყინვაში მოკვდება. გამოდის, თუ ნიორს 20 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე დარგავთ, მაშინ სექტემბრის დასაწყისში კვლებს უნდა მიხედოთ.
2. გაზაფხულზე
როდის არის საუკეთესო დრო მარტში ნივრის დასარგავად? ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ნიორი 5-დან 8 მარტამდე, ასევე 29-30 მარტს უნდა დაირგოს. აპრილში შესაფერისი თარიღებია 1, 3, 5, 8, და 9, 28–ც შესაფერისია. მაისში, ნიორი სჯობს 2-დან 6 რიცხვამდე დარგოთ .
ჩნდება ლოგიკური კითხვა: „ძალიან ადრე ხომ არ გვირჩევს მთვარის კალენდარი ნივრის დარგვას?“ არ ინერვიულოთ, პირიქით. თბილ ამინდში ნიორი ფესვების სისტემას სრულად ვერ ავითარებს, ამიტომ მთელი ზრდა ზემოთ იქნება მიმართული. თუ ბოსტნეულს გრილ პერიოდში დარგავთ, გაძლიერებას მოასწრებს, სანამ დათბება. სწორედ ამიტომ, ბევრი მებოსტნე ნივრის დარგვას ჩქარობს.