საკითხავი
რჩევები, რით გაწმინდოთ გაზქურის გისოსები და დაზოგოთ დრო
თუ სუფთა სამზარეულოს შენარჩუნება გსურთ, ყოველდღე დაალაგეთ, სამუშაო ზედაპირები და ტექნიკა გაწმინდეთ. მათ შორისაა გაზქურა. ეს მონოტონური, შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია. გაზქურის ზედაპირის გაწმენდა მარტივია, მაგრამ გისოსების გარეცხვა რთული, განსაკუთრებით მაშინ, თუ დიდხანს არ გაგირეცხავთ.
გაზქურის გისოსებზე გროვდება მტვერი, ცხიმი, ნამწვი და საჭმლის ნარჩენები. მათ მოშორებას ღრუბლით და ჭურჭლის სარეცხით ვერ შეძლებთ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ხალხურ ხრიკს მდოგვის ფხვნილით გაზქურის გისოსების გასაწმენდად.
გაზქურის გისოსების უსაფრთხოდ გაწმენდა
ძირითადად მინანქრის და თუჯის გისოსები გვხვდება. თითოეულ მასალას საკუთარი ღირსებები და ნაკლოვანებები აქვს. გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ უნივერსალური საწმენდი საშუალება გისოსების გასარეცხად.
მდოგვის ფხვნილი, როგორც სარეცხი საშუალება
მდოგვის ფხვნილი აბსოლუტურად ნატურალური და რბილი ფხვნილია ნებისმიერი დიასახლისისთვის. ნაზი მოქმედება აქვს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ჭურჭლის გასარეცხად, უსიამოვნო სუნის გასაქრობად, მცენარეების მოსავლელად და გაზქურის გისოსების გასარეცხად.
აუცილებელი მასალები:
- 50 გ სარეცხი საპონი
- 10 ს/კ მშრალი მდოგვი
- 400 გ კალცინირებული სოდა
- 3 ლ წყალი
როგორ მოვამზადოთ მდოგვის ხსნარი
- ღრმა თასი აიღეთ. მასში წვრილად გახეხილი საპონი ჩაყარეთ.
- მდოგვის ფხვნილი და სოდა დაუმატეთ.
- მდუღარე წყალი დაასხით. ერთგვაროვანი ნარევის მიღებამდე აურიეთ.
- დახურულ აბაზანაში ან დიდ ვედროში მდოგვის ნარევი ჩაასხით.
- მასში გისოსები ჩადეთ. თუ გისოსები წყლით დაფარული არაა, წყალი დაუმატეთ.
თუჯის გისოსები 2 საათით, ხოლო ლითონის მთელი ღამე გააჩერეთ. ცხიმი დარბილდება და ნამწვი მოშორდება. ამის შემდეგ ჯაგრისით გახეხეთ და წყალში გარეცხეთ.
გაზქურის გისოსების გაწმენდას დრო და საჭირო მასალები სჭირდება, მაგრამ შედეგით კმაყოფილი დარჩებით.