ყვავილები
როცა ყვავილების მაღაზიას ჩაუვლით, ეს ჯადოსნური მცენარე აუცილებლად შეიძინეთ
სანსევიერა პოპულარული ოთახის მცენარეა. საოცარი თვისებები აქვს, ამიტომ სახლში ადგილი აუცილებლად უნდა მიუჩინოთ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რატომ უნდა შეიძინოთ სანსევიერა.
ოთახის სანსევიერა უპრეტენზიო და ძალიან ლამაზი მცენარეა, რომელიც სხვა მცენარეებთან კარგად მეზობლობს. ოთახში ჰაერს ჯადოსნურად წმენდს ტოქსინებისგან, როგორიცაა ბენზოლი და ტრიქლორეთილენი. ამ ტოქსინებს ძილის ხარისხის გაუარესება და თავის ტკივილის გამოწვევა შეუძლია. სწორედ ამიტომ, სანსევიერა საძინებელ ოთახში თქვენი დამხმარე გახდება.
2-3 ქოთანი სანსევიერა საკმარისია, რომ ჰაერი გაწმინდოთ. ეს სასუნთქ და იმუნურ სისტემებზე დადებითად იმოქმედებს. სანსევიერა ჭარბ ტენიანობასაც ამცირებს. ჭარბი ტენიანობის პირობებში დაძინება და ყურადღების კონცენტრირება რთულდება. მცენარე ამ პრობლემებს მოგაშორებთ.
თუ ალერგიული ხართ, სანსევიერა თამამად შეიძინეთ, რადგან რეაქციებს არ იწვევს. მისი ფოთლები ორთქლით ან მაღალი ტენიანობით არ ზიანდება, ამიტომ საძინებელში ან სამზარეულოში დადგით. ქუჩის მხარეს ფანჯრის რაფა შესაფერისი ადგილია, ასე ოთახში დაბინძურებულ ჰაერს გაწმენდს.
მცენარის ნაკლოვანებები – მისი წვენი საპონინებს შეიცავს. გარე გამოყენებისას სამკურნალო ეფექტი აქვს, მაგრამ შიგნით მოხვედრისას მოწამვლა შეიძლება გამოიწვიოს. მცენარე ბავშვებს და ცხოველებს მოარიდეთ. გადაჭრილი ფოთოლი მაშინვე მოიშორეთ. მასზე ზრუნვისას ხელთათმანი აუცილებლად გაიკეთეთ.
სანსევიერის მოვლის წესები
თუ მცენარის მოსავლელად დრო არ გყოფნით, სანსევიერა შესაფერისია. უპრეტენზიო მცენარეს მარტივად გაზრდით. ტემპერატურის ცვლილებებს იტანს, მზიან მხარეს კარგად იზრდება. მთავარია, მზის პირდაპირ სხივებს მოარიდოთ, რომ ფოთლები დაწვისგან დაიცვათ.
იშვიათად მორწყვა სჭირდება, რადგან წყალს სქელ ფოთლებში აგროვებს. გვალვის დიდხანს გაძლება შეუძლია. მორწყვის გარეშე 1 თვე ძლებს, მაგრამ ასე დიდხანს მორწყვის გარეშე მაინც არ დატოვოთ. გაზაფხულიდან შემოდგომამდე მაშინ მორწყეთ, როცა მიწა გახმება. ზამთარში უფრო იშვიათად მორწყეთ.
ცრურწმენები სანსევიერის შესახებ
ოთახის მცენარეს მეტსახელად „სიდედრის ენას“ უწოდებენ. ამის გამო სახლში მისი ქონა ცუდ ნიშნად ითვლება. თუმცა მცენარე სახლს ნეგატიური ენერგიისა და ბოროტი თვალისგან იცავს. მის მრგვალ ფოთლებს მხოლოდ დადებითი გავლენა აქვს. მცენარე ნეგატივს შთანთქავს, მიზნის სწრაფად მიღწევაში გვეხმარება.
ასეთი ჯადოსნური მცენარე სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ. როცა ყვავილების მაღაზიას ჩაუვლით, ერთი ქოთანი სანსევიერა სახლისთვის აუცილებლად იყიდეთ!