Connect with us

მოდა და სტილი

რომელ ტანსაცმელს არ უნდა შეუხამოთ ბერეტი და როგორ შევარჩიოთ შესაფერისი

შემოდგომა არა მხოლოდ სიმყუდროვე, ლამაზი ფერები, არამედ წვიმა, ქარი და სიცივეა. ამ პერიოდში ნაცრისფერი თაგვივით რომ არ იყოთ, გემოვნებით და მოდურად უნდა ჩაიცვათ. მოდური ბერეტით სტილის გაძლიერებას შეძლებთ, რადგან ეს ნამდვილად უნივერსალური თავის აქსესუარია, რომელიც გამონაკლისის გარეშე ყველას უხდება. გასაოცარი არაა, რომ 2019 წლის შემოდგომის მოდაში ბერეტი ნამდვილი ჰიტი გახდა.

დღეს გიამბობთ, თუ ამ შემოდგომაზე ბერეტის რომელი მოდელები შეარჩიოთ. 5 ყველაზე მოდური ვარიანტი წლის ცივი პერიოდისთვის!

ბერეტი შემოდგომაზე

1. მარტივი და გამოხატული სტილის ნაქსოვი ბერეტი ამ სეზონზე ისე პოპულარულია, როგორც არასდროს. ხშირად ზომის და მასალის წყალობით მოცულობითად გამოიყურება. ამობურცული მაქმანი ან კლასიკური ინგლისური რეზინა – ქსოვის ყველაზე პოპულარული ვარიანტებია. ნაზ პასტელურ ფერებში წარმოდგენილი მოდური ფერადი გამა შთაბეჭდილებას აძლიერებს.

2. ტყავის მასალა! თქვენი გემოვნებით შეარჩიეთ: პრიალა თუ გლუვი. მოდის სტილისტები ტყავის ბერეტთან ერთად მსხვილი აქსესუარების გაკეთებას გირჩევენ, რომ ესტრავაგანტულ სტილს ხაზი გაუსვათ.

3. თუ ძალიან ცივი ამინდები არაა, კლასიკურ ვარიანტს ყურადღება მიაქციეთ. ფეტრის ქსოვილისგან დამზადებული მსუბუქი და საკმაოდ თბილი მოდელები სხვადასხვა სტილის ექსპერიმენტების საშუალებას გაძლევთ. ფასონი თითქმის მარადიულია, დროის და მოდის მიერ გამოცდილია. ასეთი ბერეტით ქალურ და მოდურ ლუქს შექმნით.

4. ზამშის ქსოვილისგან დამზადებული შესახებად სასიამოვნო, მოდური და კომფორტული თავის აქსესუარი ნებისმიერ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და აქსესუარებს მოუხდება. მსგავს მოდელს წყალგაუმტარი ეფექტით ქმნიან, ანუ წვიმიან ამინდში დაგიცავთ.

5. ბეწვის ბერეტი გვიან შემოდგომასა და ზამთარში გამოგადგებათ. ასეთი აქსესუარი ელეგანტურად და მოდურად გამოიყურება პალტოსთან, შუბასთან და ქურთუკთანაც კი!

თუ მოდური ბერეტის შეძენას აპირებთ, მაგრამ არ იცით, თუ რომელი შეარჩიოთ, ჩვენი რჩევები გაითვალისწინეთ.

ბერეტის არჩევა

1. მოსაცმელი ტანსაცმლისგან განსხვავებული ფერის ბერეტი შეარჩიეთ. ასე სტილს უფრო საინტერესოს და კონტრასტულს გახდით. მაგალითად, ფეხსაცმლის მსგავსი ფერის ბერეტი მოდურად გამოიყურება.

2. მასალაზე ექსპერიმენტი გააკეთეთ. აქ ყველაფერი თქვენს გემოვნებასა და გარდერობზეა დამოკიდებული. აირჩიეთ ტყავის (გლუვი და პრიალა) ბერეტი, ზამში, ხავერდი, ბეწვი ან ველვეტი.

3. თავზე ბერეტი შეგიძლიათ ღრმად ჩამოიცვათ ან მსუბუქად გაიკეთოთ – ყველაფერი თქვენი სახის და სხეულის ფორმებზეა დამოკიდებული. ქალურ ლუქს ქუდი-ბერეტით შეავსებთ.

ამ მოდელების უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ პრაქტიკულად ყველა ქალს უხდება, მოდური კეპიანი ქუდის და შლიაპისგან განსხვავებით. გარდა ამისა, ბერეტში ჩადებული ქალურობა წაუგებელი შანსია, რომ ლუქს განსაკუთრებული ხიბლი შემატოთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.