ჰოროსკოპი
რომელ საქმეში შეაქცევს ზურგს იღბალი, ზოდიაქოს ნიშნებს ოქტომბერში
2 ოქტომბერს პლანეტა ვენერა პედანტურ ქალწულის ნიშანში შევიდა და აქ 28 ოქტომბრამდე დარჩება. პრაქტიკული და ორგანიზებული ქალწული მოსიყვარულე და შემოქმედებით ვენერას სრულად ეწინააღმდეგება. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ურთიერთობებზე სერიოზულად უნდა დაფიქრდეთ, პირად ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენები კრიტიკულად შეაფასოთ. ეს ტრანზიტი როგორც ფინანსურ, ასევე სასიყვარულო სფეროზე გავლენას მოახდენს. ყველაზე მეტად გავლენას იქონიებს მიწის ნიშნებზე: კურო, ქალწული და თხის რქა.
რა უიღბლობას უნდა ელოდონ ზოდიაქოს ნიშნები, სანამ ვენერა ქალწულშია (2-28 ოქტომბერი)
ვერძი
პრობლემები მოსალოდნელია მშობლების ან თქვენს ოჯახში, პიროვნული ურთიერთობები წინ წამოიწევს. მოსალოდნელია პარტნიორთან კამათი ან დაშორება. შესაძლოა ჯანმრთელობა, კვების ხარისხი გაუარესდეს. ეცადეთ, ვალები არ აიღოთ. ხარჯებს ყურადღება მიაქციეთ, ანგარიშზე ფული შეიძლება შემცირდეს. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯები.
კურო
ბავშვებთან ურთიერთობა შეიძლება უკმაყოფილობით დასრულდეს. მოსალოდნელია ფინანსური პრობლემები. მოგეჩვენებათ, რომ პარტნიორი თქვენს მიმართ გულგრილი გახდა და სათანადო ყურადღებას არ იჩენს. ღალატზე ეჭვები გაგიჩნდებათ. გართობა სიამოვნებას არ მოგიტანთ ან სადმე გასვლის სურვილი არ გექნებათ ან, პირიქით, სიამოვნებისთვის შეიძლება ზედმეტად ბევრი დახარჯოთ. ამან შეიძლება გამოიწვიოს ვალების გაზრდა. ფინანსები და სურვილები აკონტროლეთ. გამოცდების ჩასაბარებლად და დისერტაციის დასაცავად საუკეთესო დრო არაა.
ტყუპები
ამ პერიოდში პირადი ტრანსპორტის ან ახალი ბინის შეძენა არ ღირს, წინააღმდეგ შემთხვევაში წაგებული დარჩებით და შენაძენი იმედს გაგიცრუებთ. მოსალოდნელია ემოციური არასტაბილურობა, ბედნიერების ნაკლებობა და ცრემლების ღვრა, დედასთან ურთიერთობის გამწვავება ან მასთან დაკავშირებული პრობლემები. შესაძლოა მასზე და/ან შვილებზე ხარჯი გაიზარდოს. რემონტის დაწყება არ ღირს, რადგან გაურკვეველი ვადით გაიწელება. ამ პერიოდში სახლში სისუფთავის დაცვა ტვირთი გახდება.
კირჩხიბი
ლექციების წასაკითხად და სტატიების დასაწერად საუკეთესო დრო არაა. ამ პერიოდში მუზა მიგატოვებთ. სხვებთან კომუნიკაციის სურვილი გაქრება, ნათესავებთან ურთიერთობა გაგიჭირდებათ. იუმორის გრძნობა და ხიბლი გაქრება. წარუმატებელი მოგზაურობები იმედს გაგიცრუებთ.
ლომი
პირველ რიგში, მოსალოდნელია მატერიალური ზარალი, პრემიის დაკარგვა, ხელფასის დაგვიანებით ჩარიცხვა, მოგების შემცირება, მათ შორის არასათანადო ინიციატივის გამოჩენის და პირადი ძალისხმევის შემცირების გამო.
ქალწული
გარკვეული იმედგაცრუება ქალწულსაც შეეხება. არაფრის კეთების, არსად გამოჩენის და პიროვნული განვითარების შეწყვეტის სურვილი გექნებათ. წარმატების დაჭერა გაგიჭირდებათ, ამიტომ სარისკო ინვესტიციებისგან თავი შეიკავეთ. პარტნიორული ურთიერთობები როგორც ბიზნესში, ასევე ოჯახში ჩიხში მოხვდება. საზღვარგარეთ მოგზაურობამ შეიძლება არ გაამართლოს, სჯობს შორს არ წახვიდეთ.
სასწორი
სასწორს ყველაზე რთულ ტრანზიტში იქნება. მოსალოდნელია სახლში უსიამოვნება, მშობლებთან და ახლობლებთან რთული ურთიერთობა. სახლის საქმეები გაგაღიზიანებთ. განმარტოებას და საკუთარ თავში ჩაღრმავებას ვერ შეძლებთ. შემოქმედებითი უნარების გასავითარებლად პირობები არ გექნებათ. კრიზისი სულიერ კომფორტს შეეხება და გაიძულებთ თავი ცუდად იგრძნოთ. მოსალოდნელია ახლობლების დაკარგვა ან ავადმყოფობა.
მორიელი
მოსალოდნელია გავლენიანი ხალხის და პარტნიორების დაკარგვა. ახლა რაღაც ახლის დაწყება არ ღირს. სურვილი არ აგისრულდება ან ცხოვრების სხვადასხვა სფეროში დანაკარგს გამოიწვევს. მოსალოდნელია ბავშვებთან, საყვარელ ხალხთან დაკავშირებული პრობლემები. როგორც საზღვარგარეთ, ასევე ხანმოკლე მოგზაურობა სჯობს გადადოთ.
მშვილდოსანი
პრობლემური სფეროა სამსახური და ფინანსები. სამსახურში დაწინაურებას არ ელოდოთ. ფულადი ნაკადი შემცირდება. სჯობს კრედიტი და ვალი არ აიღოთ. ეს ეხება დიდ კრედიტებს უძრავის ქონების და პირადი ტრანსპორტის შესაძენად.
თხის რქა
სამსახურში პრობლემები თხის რქასაც შეეხება. რაიმეს კეთების სურვილი არ გექნებათ. შესაძლოა დაღლილი ხართ და უბრალოდ დასვენება გჭირდებათ. ბავშვები შეიძლება იმედგაცრუებულნი იყვნენ, გართობა სიამოვნებას ვერ მოგიტანთ.
მერწყული
ნაკლებ სავარაუდოა, რომ სადაზღვევო კომპენსაცია მიიღოთ, თუ საქმე ავარიას ეხება. მის მისაღებად მუდმივად დაბრკოლებები შეგექმნებათ. იგივე ეხება ანდერძის მიღებას. ყველაფერი, რაც პირად მოძრავ ან უძრავ ქონებას ეხება, პრობლემებს მოგიტანთ. შეძენა წარუმატებელი აღმოჩნდება, გაყიდვა წამგებიანი. მოსალოდნელია სასამართლოში საქმის წაგება.
თევზები
ამ პერიოდში მეუღლესთან ან პარტნიორთან ურთიერთობა შესუსტდება. საზღვარგარეთ მოგზაურობა, მივლინება პროდუქტიული არ იქნება. ვენერამ შეიძლება განქორწინების საქმეს ხელი შეუწყოს.
ყველაზე გულუხვი ხალხიც 20 ოქტომბრის შემდეგ კაპიტალის და ქონების მიმართ ფრთხილ დამოკიდებულებას შეამჩნევს. რამდენიმე დღეში ძუნწი არავინ გახდება, არამედ ყველაფერი დაგროვებას და არა გაფლანგვას ხელს შეუწყობს.
ვენერა ქალწულში დაუფიქრებელი ფინანსური გადაწყვეტილების მიღებისგან გაფრთხილებთ. ადამიანი 2–ჯერ ფიქრობს, სანამ რაიმეს შეიძენს. ამ დროს პირადი ხარჯის კონტროლი იზრდება. ქალწული შრომისმოყვარეობას მფარველობას, ამიტომ თვის მეორე ნახევარში მარტივ შემოსავალს არ უნდა ელოდოთ. ამ დროს ბევრს ფულის დაზოგვა და ოჯახის ბიუჯეტის ცვლილებების შეტანა მოუწევთ. მეორე მხრივ, ვენერა ქალწულში დოკუმენტების მოწესრიგებაში დაგეხმარებათ.
სტილი შეიცვალეთ
ქალწული კრიტიკულობით გამოირჩევა, ვენერას გავლენით კი საკუთარ გრძნობებსა და მოტივაციებში გარკვევა გაგიადვილდებათ. 2-28 ოქტომბერი კარგი დროა იმიჯის შესაცვლელად. გარდერობი შეცვალეთ, გარეგნობას მიხედეთ. სილამაზის სალონში ჩაეწერეთ. თვითჩაღრმავებას შეეშვით. ასე მხოლოდ თვითშეფასებას შეიმცირებთ და ეს კარგს არაფერს მოგიტანთ.
ჯანმრთელობაზე იზრუნეთ
მავნე ჩვევებზე უარი თქვით, გამოკვლევები ჩაიტარეთ. თუ ორსულობას გეგმავთ, ახლა ორგანიზმის მოსამზადებლად კარგი დროა.
ახალი საქმე ისწავლეთ
თუ ახალი საქმის ათვისებას გეგმავდით, მაგრამ მასალა რთული გეჩვენებოდათ ან კონცენტრირებას ვერ ახდენდით, ახლა კარგი დროა, კვლავ სცადოთ. კარგი დროა ხელსაქმისთვის, სწავლებისთვის, კვლევისთვის, სახლის მოსაწესრიგებლად, საქმის დასაგეგმად და პროცესების დასამუშავებლად.
ურთიერთობა გამძლეობაზე შეამოწმეთ
ვენერას ქალწულში გადასვლა ურთიერთობის გაციებას და გაუცხოებას მოიტანს. ამ დროს ხალხი უფრო მეტს ფიქრობს, ვიდრე გრძნობს. ემოციების ნაკლებობა ურთიერთობის გამძლეობაზე აისახება. მეორე მხრივ – შეცდომებისა და დაუფიქრებელი ქცევებისგან დაგიცავთ. მოსალოდნელია რომანი სამსახურში. განსაკუთრებით ეს ეხება მიწის ნიშნებს, რომლებსაც ვენერა უფრო რომანტიკულს გახდის.
ერთობლივი მუშაობა დაგაახლოებთ, ამიტომ ურთიერთობის გაგრძელების იმედი გაგიჩნდებათ. ქალწულს პარტნიორის ბინძურ თეთრეულში ქექვა უყვარს, მის ყველა ქცევას ცუდად ნუ მიიღებთ. იდეალური ადამიანები არ არსებობენ. ზედმეტი კრიტიკურლობა, მუდმივი ირონია და უკმაყოფილება ჩხუბს გამოიწვევს. რეკომენდებულია, სარკაზმი დათრგუნოთ. 2-28 ოქტომბერს შეყვარებულებს უნიკალური შანსი ექნებათ, რომ ურთიერთობა გამძლეობაზე შეამოწმონ. მთავარია, დრო გონივრულად გამოიყენოთ.