სხვა
რომელ სავარჯიშოს ასრულებენ დილაობით ლამაზი ქალბატონები
უკვე ზაფხულის მეორე ნახევარია, თუმცა თავის ფორმაში მოყვანა არც ახლაა გვიანი. იშვიათია სავარჯიშო, რომელიც ისეთი სასარგებლო და ეფექტურია ტანისთვის, როგორც სავარჯიშო ამოტრიალებული თამასა. ის სხეულს დამატებითი ინვენტარის გარეშეც მოიყვანს ტონუსში. ერთადერთი რაც დაგჭირდებათ ცვლილებების სურვილი და სიბეჯითეა.
ამოტრიალებული თამასა
შესრულების ტექნიკა
1. დაჯექით იატაკზე. ფეხები გაშალეთ და გაასწორეთ.
2. ხელის გულები იატაკზე დააბჯინეთ ისე რომ თითები ფეხების მიმართულებით იყოს. თითები მაქსიმალურად გაშალეთ, რათა უკეთ დაეყრდნოთ.
3. ამოისუთქეთ და ამოსუნთქვის პარალელურად სხეულის კორპუსი მაღლა აწიეთ. იდეალურ ვარიანტში სხეული ერთ ხაზზე უნდა იყოს.
4. დაძაბეთ მუცლის კუნთები და შეკუმშეთ.
5. ამ მდგომარეობაში 60 წუთი გაჩერდით.
6. ნელ-ნელა დაუშვით კორპუსი. სავარჯიშო 3-10-ჯერ გაიმეორეთ (შესაძლებლობების მიხედვით).
გამოცდილ მოვარჯიშეებს სავარჯიშოს გართულებაც შეუძლიათ. როდესაც პოზას დაიჭერთ, ფეხები რიგ-რიგობით მოხარეთ მუხლში და მკერდთან მიიტანეთ.
ვარჯიშის ეფექტი
ამობრუნებული თამასა ტანის თითქმის ყველა უკანა კუნთს ავარჯიშებს.
1. ნავარჯიშები ფეხები და დუნდულა კუნთები. ტიპიური თამასასგან განსვავებით, უკუ-თამასა სხეულის უკანა კუნთებს გაცილებით მეტ დატვრთვას აძლევს.
2. გათავისუფლებთ ზურგის ტკივილისგან. ეს ვარჯიში ხერხემლის და წელის ღრმა კუნთებს ავარჯიშებს. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა მშობიარობის შემდეგ ან მათტვის ვისაც საოფისე სამსახური აქვს და მუდმივად ზის.
3. სწორი მუცელი. თამასა ავარჯიშებს მუცლის კუნთებს, შესაბამისად მუცელი უფრო მოჭიმული და სწორი ხდება. შედეგებს ვარჯიშის მეორე კვირიდან შეამჩნევთ.
4. დგომის გაუმჯობესება. ეს ვარჯიში ასწორებს ხერხემალს, შესაბამისად მხრები უფრო გაშლილია და იცვლება თქვენი დგომიც. ის უფრო დახვეწილი და ლამაზი გახდება. შეასრულეთ ეს სავარჯიშო კვირაში 3-4-ჯერ მაინც და სწორი ხერხემალი და მხრები ჩვეულ ნორმად იქცევა!