ტესტები
რომელ თითზეც ატარებთ ბეჭედს, ისეთი შინაგანი სამყარო გაქვთ
აქსესუარები როგორც ქალებს, ასევე კაცებს უყვართ. ამასთან ძვირფასი ლითონის ან ქვის აქსესუარის ტარება აუცილებელი არაა. ახლა ისეთი ბიჟუტერია იქმნება, რომელიც სილამაზით ძვირფასეულობას არ ჩამოუვარდება.
იცით თუ არა, რომ ბეჭედს ადამიანის ხასიათის ისე კარგად გამოცნობა შეუძლია, როგორც ფსიქოანალიტკოს? საქმე იმაშია, თუ რომელ თითზე ხართ მიჩვეული ბეჭდის ტარებას. მაგალითად, ნეკა თითი შეიძლება ქორწინებაზე მინიშნება იყოს, მაგრამ ეს ერთადერთი განმარტება არაა. დღევანდელი სტატიიდან გაიგებთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს თითს, რომელზეც ბეჭედს ატარებთ.
ცერა თითი
ტრადიციულად, ამ თითს მარსის გავლენას აწერენ. ის ადამიანის ემოციურ მდგომარეობასა და გადაწყვეტილების მიღების უნარს ასახავს. ადამიანი, რომელიც ცერა თითზე ბეჭდის ტარებას უპირატესობას ანიჭებს, ძლიერი ნებისყოფით და ხასიათით გამოირჩევა.
ამასთან, მასში სიჯიუტე, ფეთქებადი ხასიათი, აგრესია ჭარბობს. საკუთარი ნაკლოვანებების შესახებ კარგად იცის და ზოგჯერ ეწინააღმდეგება, ოღონდ ყოველთვის არ გამოდის.
ცერა თითი ძალაუფლებასთან კავშირშია, ამიტომ ამ თითზე ბეჭდის ტარება თვითდამტკიცებისკენ სწრაფვას ასახავს. გარშემომყოფებს მასთან ურთიერთობა უჭირს, მაგრამ მისი დახმარების იმედი ყოველთვის შეგიძლიათ გქონდეთ.
კიდევ ერთი მნიშვნელობა: არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისკენ მიდრეკილება. გოგოები, რომელთაც იმავე სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა აქვთ, ბეჭედს მარჯვენა ხელის ცერა თითზე ატარებენ. თავისუფალი ქალები – მარცხენა ხელზე. ამას ყურადღება მიაქციეთ, როცა სამკაულის არჩევას გადაწყვეტთ.
საჩვენებელი თითი
ეს თითი იუპიტერთან კავშირშია. ეს პლანეტა გავლენიან და ძალაუფლებიან ხალხს მფარველობს. თუ აქსესუარს საჩვენებელ თითზე ატარებთ, ამით ძალაუფლებისკენ სწრაფვის სურვილს გამოხატავთ.
დიდი ალბათობით, ჯანსაღი ამბიციები გაქვთ, მაგრამ ამასთან ამაყი ხართ. ეს ეხება მათ, ვინც ბეჭედს მარჯვენა ხელზე იკეთებს. მარცხენა ხელისთვის დამახასიათებელია ამპარტავნება, ისტერიკა, ამპარტავნობა.
თუ შეუპოვრობა გაკლიათ, ბეჭედი საჩვენებელ თითზე ხშირად გაიკეთეთ. ასე იუპიტერის ენერგიას გამოიყენებთ და თავდაჯერებულობას გაზრდით. სპეციალისტები გირჩევენ, რომ ოქროს ან კალას ბეჭედი შეიძინოთ.
შუა თითი
ის სატურნის ენერგიასთან კავშირშია. თავისი არსით, საკუთარ მომხიბვლელობაში იმდენად დარწმუნებული ხართ, რომ ამის დადასტურება არ გჭირდებათ. თვლით, რომ მთელი თავით სხვებზე მაღლა დგახართ.
ჯერ კიდევ უძველესი დროიდან საგვარეულო ბეჭდის შუა თითზე ტარება ტრადიცია იყო. ის ოჯახურ კავშირებს და ტრადიციებს აძლიერებს, ბოროტ ძალებთან ბრძოლაში გვეხმარება. სამკაული მაღალი ძალებით დაგაჯილდოებთ.
თუ ბედი თქვენ მიმართ კეთილგანწყობილი არაა, ბეჭედი შუა თითზე ხშირად ატარეთ. ასე ბოროტებასთან გამკლავებას შეძლებთ. სამკაული იღბლიანს ვერ გაგხდით, მაგრამ წარმატების შანსს გაზრდის.
არათითი
ამ თითს მზესთან კავშირი აქვს. ჩვეულებრივ, ადამიანის ოჯახურ მდგომარეობას ასახავს. ტრადიცია ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტიდან მოდის. ითვლება, რომ არტერია, რომელიც არათითიდან მოდის, გულს უკავშირდება. სწორედ ამიტომ, ამ თითზე საქორწილო ბეჭდის ტარება დაიწყეს. თავიდან მინის, კერამიკის და სხვა ლითონის ბეჭდებს ატარებდნენ, შემდეგ ოქროს, ძვირფასი ქვის გამოყენება დაიწყეს.
არათითზე ბეჭდის ტარება მხოლოდ ოჯახურ მდგომარეობას არ უკავშირდება. ის მდიდრული ცხოვრებისკენ სწრაფვას ასახავს. გარდა ამისა, ნიჭიერ ხალხს ააშკარავებს, რომელიც კრეატივს და შემოქმედებას უპირატესობას ანიჭებს.
თუ პატარა ბეჭედს ატარებთ, ეს საკუთარ ძალებში მშვიდი თავდაჯერებულობის სიმბოლოა. დიდი ზომის სამკაული მიუთითებს, რომ მის მფლობელს ვნებების შეჩერება არ შეუძლია. ზოგჯერ, ეს სრულ უმართაობაზე საუბრობს.
თუ მზის ენერგიის მოზიდვა გსურთ, ნაკლებად ბრჭყვიალა ბეჭდები შეარჩიეთ. ასე პროფესიულ სფეროში საქმის დალაგებას შეძლებთ. შემოქმედებით პიროვნებას თვითრეალიზაციაში დაეხმარება.
ნეკა თითი
ეს თითი მერკურს უკავშირდება, რომელიც ადამიანთა ზოგიერთი ჯგუფის მფარველად ითვლება. ის ორატორის, ქირურგის და სხვა უნარის მქონე ადამიანის ნიჭის გამოვლენას ხელს უწყობს. სამკაული სხვებთან კონტაქტის დამყარებას ხელს უწყობს.
ზოგჯერ ნეკა თითზე ბეჭდის ტარება ტყუილის თქმის და ეშმაკობის უნარზე საუბრობს, თუმცა აუცილებლად ასე არაა. ქალებს, რომლებიც ნეკა თითზე ბეჭედს ატარებენ, ჩვეულებრივ, საკუთარი თავი უყვართ და ყველა მამაკაცთან ფლირტაობენ. ასევე ამ თითზე ბეჭედი ფლანგველობისა და აზარტული თამაშებისგან დაგიცავთ.
ბეჭედი ფეხის თითზე
თუ ბეჭედს ფეხზე ატარებთ, ეს სხვებისგან გამორჩევის სიგნალია. არ მოგწონთ, როცა ვინმეს ჰგავხართ, ამიტომ ცდილობთ მათგან გამორჩეული იყოთ. ზოგჯერ თქვენი სურვილი საკუთარი შესაძლებლობის და ნარცისიზმის ზედმეტად შეფასებას მიუთითებს.