Connect with us

ჰოროსკოპი

რომელ ზოდიაქოს ნიშანს მოუწევს ოცნებებთან შესახვედრად ტანკივით გზის გაკაფვა

„რისთვის სჭირდება კუროს რქები? დაბრკოლებების გადასალახად! ასეთია ხარის წელი. დროა ოცნებებთან შესახვედრად ტანკივით გზა გაიკაფოთ!“ – მითხრა ჩემმა მეგობარმა მას შემდეგ, რაც ანჯელა პერლის 2021 თებერვლის პროგნოზს გადახედა.

ჩემს გარემოცვაში ვერ იპოვით ადამიანს, ვინც ანჯელა პერლის პროგნოზებს არ ელოდება. მისი პროგნოზები ყოველთვის ხდება. თან ყოველთვის მხიარულად, პოზიტიური განწყობით და სახეზე ღიმილით საუბრობს. დაე, 2021 წლის თებერვალში ყველაფერი კარგი ახდეს, რადგან რთული 2020 წლის შემდეგ ბედნიერებას ვიმსახურებთ.

2021 წლის თებერვლის პროგნოზი

დღეს Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, თუ რას უნდა ელოდოს თითოეული ზოდიაქოს ნიშანი 2021 წლის თებერვალში. ყველაფერი სიყვარულის, ფინანსების, ჯანმრთელობის და კარიერის შესახებ!

ვერძი

თვის პირველ ნახევარში ახალი საქმის დაწყება არ ღირს. სამაგიეროდ, კარგი დროა, რომ ძველი საქმიდან შედეგები მიიღოთ და დასასრულებელი დაასრულოთ.

დიდი ალბათობით, სამსახური ან ჰობი ინტერნეტთან და სოციალურ ქსელებთან კავშირში იქნება. თვის პირველ ნახევარში ფინანსურ საკითხებში არ გარისკოთ, თვის ბოლოს მოულოდნელ მოგებას მიიღებთ. თვის ბოლო: ხელსაყრელი დრო დასაქორწინებლად და პირად ცხოვრებაში ჰარმონიული ურთიერთობისთვის.

კურო

კუროს თებერვალში დაწინაურება ელოდება. ასევე ეს თვე კარგ ფინანსურ მოგებას და პირად ცხოვრებაში რომანტიკას გპირდებათ.

არ გაბრაზდეთ, თუ ახლობლები ყველა დანაპირებს არ შეასრულებენ. არ განაწყენდეთ, უბრალოდ მიიღეთ. მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება!

ტყუპები

თეთრი მეტალის ხარი ახალი წლის მეორე თვეს გირჩევთ ახალი ჰორიზონტები გონივრულად დაიპყროთ. განსაკუთრებული სიფრთხილე საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში გამოიჩინეთ. ახალი რომანი კარგს არაფერს მოგიტანთ.

რჩევა: ახლობლებთან ან თანამშრომლებთან კამათი უკუჩვენებულია. სჯობს დაახლოების გზები მოძებნოთ! ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი რიგზეა.

კირჩხიბი

„თებერვალი საუკეთესო დრო არაა მნიშვნელოვანი კონტრაქტების გასაფორმებლად, ბიზნესის დასაწყებად და ძვირადღირებული შესყიდვებისთვის“ – გირჩევთ ანჯელა პერლი. აი, გეგმების შესადგენად ძალიან კარგი პერიოდია.

თვის შუა პერიოდში ფინანსური სიტუაცია გაუმჯობესდება. თუ შესაძლებლობა გაქვთ, კრედიტი ან ვალი დაფარეთ. ანჯელა პერლი გირჩევთ, შიშები მოიშოროთ და წინ თამამად იაროთ.

ლომი

ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ, კარგად გამოიძინეთ, მკვებავი და ნოყიერი საუზმის მიღება არ დაგავიწყდეთ. ფინანსურად პარტნიორის დახმარების იმედი გქონდეთ.

ამ ზოდიაქოს ნიშნის მარტოხელა წარმომადგენელს შანსი აქვს ახალი მეგობარი შეიძინოს, რომელიც დროთა განმავლობაში რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზრდება. თუ უკვე ურთიერთობაში ხართ, მეორე ნახევრის მიმართ ყურადღება გამოიჩინეთ. წვრილმანებზე ნუ ღიზიანდებით და მუდმივად ყურადღებას ნუ ითხოვთ.

ქალწული

თებერვალში თქვენი საქმიანობა შეიძლება შეიცვალოს. არ ინერვიულოთ, რადგან ცვლილებები პოზიტიურ გავლენას იქონიებს. შემოსავლის ახალი წყარო გამოჩნდება ან მარტოხელა ქალწული სამსახურებრივ რომანს დაიწყებს.

ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი რიგზეა, თუმცა დღის რეჟიმს ყურადღება უნდა მიაქციოთ. დასვენება – აი, რა გჭირდებათ თებერვალში. ვარჯიში სასარგებლო იქნება.

სასწორი

სიყვარულის პლანეტა ვენერა სასწორს მგზნებარე და ვნებიან სიყვარულს პირდება. წარსულიდან ვიღაც თავს შეგახსენებთ. ბევრი სასწორი თებერვალში კანფეტი–თაიგულის პერიოდში იქნება. ამასთან, ზოგი დაქორწინებაზე დაფიქრდება, ურთიერთობაში რომანტიკულ ნოტებს იგრძნობს.

თებერვალი ფინანსურ მოგებას და შთაგონებას მოგიტანთ. საყვარელი ჰობის გასავითარებლად ძალიან სასარგებლო პერიოდია. კარგ განწყობას და მოგებას მოგიტანთ.

მორიელი

გეგმები ცოტა შეიძლება შეიცვალოს. გულმავიწყობა და გაფანტულობა – 2021 წლის თებერვლის პირველი ნახევრისთვის ნორმალური მდგომარეობაა. ზამთრის ბოლო თვეს შეიძლება ბავშვობიდან რაღაც ამბავი მიიღოთ.

ხელსაყრელი პერიოდია საცხოვრებელი ადგილის შესაცვლელად და სახლში რემონტის დასაწყებად. დიდი ალბათობით, თქვენი ფესვების შესახებ ინფორმაციის მოძიება და საგვარეულო ხის აგება დაგაინტერესებთ. ჯანმრთელობა არ გიმტყუნებთ!

მშვილდოსანი

თებერვლის დასაწყისში ნათესავთან ან ახლო მეგობართან ნანატრი შეხვედრა გელოდებათ. სწავლის გასაგრძელებლად კარგი პერიოდია. კარგი დროა დოკუმენტების შესაგროვებლად და აღსადგენად. აი, ავტომობილის ყიდვა ნამდვილად არ ღირს.

თვე სასიამოვნო შეხვედრებით და ურთიერთობით სავსე იქნება, თან როგორც პირდაპირ, ასევე ონლაინ. ბევრი რამ რომ მოასწროთ, დიდხანს არ იტრიალოთ – ხარი პირდაპირ რქით დაიჭირეთ.

თხის რქა

თებერვალში შეიძლება რაღაც ისე არ წარიმართოს, როგორც ელოდით. იმედი არ გაიცრუოთ, თვის ბოლოს ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება. შესანიშნავი დროა ფინანსური მოგების მისაღებად, განსაკუთრებით ახლობლებისა და ოჯახის წევრებისგან.

პირად ცხოვრებაში საუკეთესო ცვლილებები გელოდებათ. ამ ზოდიაქოს ნიშნის დაოჯახებული წარმომადგენელი ცოლთან და შვილებთან მეტი დროის გატარებას შეძლებს, მარტოხელა კი მშვიდ ჰავანას იპოვის.

მერწყული

კარგი დროა, რომ საკუთარ თავს და გარეგნობას მიხედოთ. სხვათა შორის, ფული ნებისმიერი ექსპერიმენტისთვის გეყოფათ. თვე მომგებიანი იქნება.

ვარსკვლავები განსაკუთრებულად ხელსაყრელ პროგნოზს იძლევიან – თებერვალში ვერანაირი სენი ვერ შეგაშინებთ.

თევზები

თებერვალში განმარტოების და ჰარმონიის სურვილი გექნებათ. თუმცა, ძირითადად, მშვიდად ყოფნის დრო არ გექნებათ. თეთრი მეტალის ხარი თევზებისგან სამსახურის მიმართ ყურადღების გაზრდას მოითხოვს. ხელსაყრელი დროა სახლის და ფიქრების დასალაგებლად. ახალი პროექტების და საქმის დასაწყებად დრო გამონახეთ.

ზამთრის ბოლო თვე წარმატებულად რომ გაატაროთ, ანჯელა პერლის რჩევებს აუცილებლად მოუსმინეთ. თვის პირველ ნახევარში ახალი საქმე არ დაიწყოთ, ძველი საქმეები დაასრულეთ. როგორ მოგწონთ 2021 წლის თებერვლის პროგნოზი? პირადად, მე, პროგნოზით კმაყოფილი ვარ, ვიმედოვნებ ყველაფერი ახდება!