ტესტები
რომელი ყვავილი ასახავს თქვენი სულის სიმტკიცეს?
ყვავილები ჩვენს სულებთან არიან დაკავშირებული უფრო მეტადაც კი ვიდრე გონება! ამიტომ, ფოკუსირდით, იგრძენით, როგორ ეხებიან თქვენი ფეხები მიწას, იგრძენით სხეულის ყველა სანტიმეტრი, მოუსმინეთ თქვენს სუნთქვას. აქცენტი გააკეთეთ იმაზე, თუ როგორ გრძნობთ თავს და წარმოიდგინეთ ყვავილი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ, გამშვიდებთ, შთაგაგონებთ და კომფორტს გიქმნით.
აარჩიეთ?!
მაშინ წაიკითხეთ, რა გამოთქვეს ექსპერტებმა ყველაზე პოპულარულ ყვავილებზე და მათ მნიშვნელობაზე.
1. ვეფხვისებრი შროშანი
შენი სული სავსეა ვნებით. თქვენ საკმაოდ ძლიერი ხასიათი გაქვთ, მაგრამ ცხოვრებისეული სირთულეები არც თქვენთვისაა უცხო. თქვენ გაქვთ ვეფხვის სისასტიკე, რომელიც წინსვლაში გეხმარებათ, მნიშვნელობა არ აქვს რა ხდება თქვენ მიყვებით ცხოვრებას, კბილებით და კლანჭებით იბრძვით და უახლოვდებით ახალ დაბრკოლებას იმავე გამბედაობით, როგორც წინას. თქვენი ძლიერი აურა ყოველთვის იზიდავს ადამიანებს, თქვენი ენერგიით და კრეატიულობით მათ სტიმულს აძლევთ, უთქვენოდ ცხოვრება არ იქნებოდა ასეთი მხიარული. შროშანი ასევე სიწმინდისა და დახვეწილობის სიმბოლოა, თქვენ ხართ ოპტიმისტი და ცნობისმოყვარე, ეს კი იდეალური კომბინაციაა.
2. მზესუმზირა
თქვენ ენერგიული და მხიარული ადამიანი ხართ, თქვენი სული კი მზესუმზირის სულია! ხართ სოციალური პეპელა. გაქვთ კონცენტრაციის დიდი უნარი, აღსავსე ხართ საინტერესო იდეებით და პრობლემების გადაჭრის გზებს ადვილად პოულობთ.
თქვენი მაგნიტიზმი და ენერგია იმდენად შეუზღუდავია, რომ არ არსებობს სიტუაცია ან პრობლემა, რომელშიც პოზიტივს ვერ ხედავთ. ცხოვრების რაღაც ეტაპზე, თქვენ უბრალოდ გადაწყვიტეთ „ბედნიერი ყოფილიყავით“ და მას შემდეგ თქვენს გარშემო სამყარო გაცილებით უკეთესი გახდა!
3. წითელი ვარდი
თქვენ გონიერი და რომანტიკული ხართ – თქვენი სული წითელი ვარდის მსგავსია. ეს არის ძლიერი ყვავილი, რომელიც დაკავშირებულია ცხოვრების დრამატულ მომენტებთან.
წითელი ვარდი ბევრს ნიშნავს თქვენთვის. ხართ მრავალფეროვანი, მრავალმხრივი და გრაციოზული როგორც ვარდი.
ცხოვრების გზაზე თქვენი მგრძნობიარე ბუნება და ახალის შეცნობის სურვილი გმართავთ. არაფერი ანთებს თქვენს სულში ცეცხლს ისე, როგორც კარგი წიგნი.
4. ცისფერი ჰიდრაზა (ჰორტენზია)
თქვენ ხართ საიმედო, ოჯახზე ორიენტირებული პიროვნება. თქვენი სული – ცისფერი ჰორტენზის სულია. გაქვთ სიყვარულის და თანაგრძნობის უდიდესი ნიჭი. საყვარელი ადამიანები ადვილად გენდობიან, იღებენ თქვენგან ძალას და თქვენც სიამოვნებით გასცემთ ენერგიებს, მაგრამ, ფრთხილად უნდა იყოთ, რომ სხვებმა ცუდად არ გამოიყენონ თქვენი სიკეთე. შეეცადეთ მოიპოვოთ ხასიათის სიმტკიცე.
5. იისფერი ლოტუსი
თქვენ ბუნებით მშვიდი, დაფიქრებული, ჩაკეტილი და ბრძენი ადამიანი ხართ. გაქვთ იისფერი ლოტუსის სული. ადამიანები თვლიან რომ თქვენი სიჩუმე და სიმშვიდე განპირობებულია სიმორცხვისა და ინდეფერენტულობისგან თუმცა ეს ასე არაა! თქვენთვის “ბალანსი” და “სულიერება” მხოლოდ სიმშვიდისა და გაწონასწორებილობის გზით მიიღწევა – სწორედ ამას უნდა მიუძღვნათ თქვენი ცხოვრება.
6. ველური ყვავილი
თქვენ თავს ბუნებაში ისე გრძნობთ როგორც საკუთარ სახლში. მოქნილი და შემოქმედი ადამიანი ხართ. თქვენი ხასიათცვალებადობა კი თქვენს გარემოცვაზეა დამოკიდებული.
შემოქმედება და ხელოვნება თქვენთვის არამარტო ჰობი, არამედ ცხოვრების ნაწილია. თქვენ ბოლომდე იხსნებით როდესაც მუსიკას უსმენთ, ტყეში სეირნობთ ან თქვენი ფიქრები ტილოზე გადაგაქვთ.